პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვთა სამყაროში ხანძარს 26 სამაშველო ბრიგადა აქრობს
ბავშვთა სამყაროში ხანძარს 26 სამაშველო ბრიგადა აქრობს

ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ე­რი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ად­გილ­ზე მაშ­ველ­თა 26 მან­ქა­ნა მუ­შა­ობს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ, რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხან­ძა­რი, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი მთელ შე­ნო­ბას უკი­დია.

"შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. წუთი-წუთ­ზე ვე­ლო­დე­ბით ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბას", - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში ცე­ცხლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გაჩ­ნდა.

დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი "ფარ­თო მას­შტა­ბის" იქ­ნე­ბა.

რო­გორც ირმა ზავ­რა­დაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბავ­შვთა სამ­ყა­როს­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა მხო­ლოდ გამ­გე­ო­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

"პო­ლი­ცია აქაა, ყვე­ლა აქაა. ალ­ბათ, გა­არ­კვე­ვენ, რა იყო მი­ზე­ზი. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ და­ზღვე­ვა არ­სე­ბობს. ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია, ჯერ ცე­ცხლი უნდა ჩა­ვაქ­როთ და მოხ­დეს ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა, და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ. გამ­გე­ო­ბის მას­შტა­ბებს ეს აღე­მა­ტე­ბა. ეს უფრო ფარ­თო მას­შტა­ბის პრობ­ლე­მაა, რად­გან ძა­ლი­ან დიდი ცე­ცხლია", - გა­ნა­ცხა­და დი­დუ­ბის გამ­გე­ბელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბავშვთა სამყაროში ხანძარს 26 სამაშველო ბრიგადა აქრობს

ბავშვთა სამყაროში ხანძარს 26 სამაშველო ბრიგადა აქრობს

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის ლოკალიზებას", - განაცხადეს უწყებაში. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბავშვთა სამყაროში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი "ფართო მასშტაბის" იქნება.

როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს ბავშვთა სამყაროსთან განუცხადა, სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.

"პოლიცია აქაა, ყველა აქაა. ალბათ, გაარკვევენ, რა იყო მიზეზი. იმედს ვიტოვებ, რომ დაზღვევა არსებობს. ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია", - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია