პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაბელების საქმე" გრძელდება - თავისუფლების შემდეგ უზენაეს სასამართლოში
 "კაბელების საქმე" გრძელდება - თავისუფლების შემდეგ უზენაეს სასამართლოში

"კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლი არი­ან, მაგ­რამ ბრძო­ლა, სი­მარ­თლის სა­ბო­ლო­ოდ და­სამ­ტკი­ცებ­ლად გრძელ­დე­ბა, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი ლე­ვან სა­მუ­შია. მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, დაც­ვის მხა­რემ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს. ამ ინ­სტან­ცი­ა­ში და­ვის შემ­დეგ, ვა­პი­რებთ საქ­მე სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში აღ­ძრან. ამ ეტაპ­ზე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გა­ნაც­დუ­რი­სა და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის კომ­პენ­სა­ცია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სხვა სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბას, ად­ვო­კა­ტი ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი - გიზო ღლონ­ტი, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე, არ­ჩილ ალა­ვი­ძე, ნუგ­ზარ კა­ი­შა­უ­რი და და­ვით წი­ფუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა.

შე­წყა­ლე­ბის აქ­ტამ­დე, გავ­რცელ­და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ე. წ. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მე" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ძრავ­და კი­თხვებს შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის თა­ო­ბა­ზე და რომ პრო­ცე­სის ვერც ერთ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ შეძ­ლო წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბა, რა­საც არა­ერ­თი მწვა­ვე შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის გა­მო­ცე­მას.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით პრე­ზი­დენ­ტის­თვის "კა­ბე­ლე­ბის საქ­მის" მსჯავ­რდე­ბუ­ლებს პი­რა­დად არ მი­უ­მარ­თავთ.

საქ­მის ხან­გრძლი­ვი მსვლე­ლო­ბის შემ­დეგ, "კა­ბე­ლე­ბის საქ­მის" მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე 27 იან­ვრის ღა­მეს და­ტო­ვეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თა­ვენ. თუმ­ცა, ყვე­ლა მათ­გა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მათი სი­მარ­თლის დამ­დგე­ნი ზედა ინ­სტან­ცია მა­ინც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით. ერთი-ერთი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, გიზო ღლონ­ტის თქმით, მათ სჯე­რო­დათ, რომ პრე­ზი­დენ­ტი სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და.

"ერ­თა­დერ­თი პრე­ზი­დენ­ტის იმე­დი გვქონ­და. გვჯე­რო­და, რომ ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სრუ­ლი­ად სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და. ის არის ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­და­ლი და სრუ­ლი­ად იცო­და, თუ რო­გო­რი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი იყო ეს საქ­მე და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და. მად­ლო­ბას ვუხ­დი მას სწო­რი მიდ­გო­მის­თვის. ასე­ვე, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ ყვე­ლა შტოს და მთავ­რო­ბას, - მი­ხე­დოს სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - თუკი იქ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ვერ და­იმ­კვიდ­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი არ ექ­ნე­ბა, - ქვე­ყა­ნა ვერც გან­ვი­თარ­დე­ბა".

4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით, 2014 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პირი რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­სა­მარ­თლომ თავ­დე­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა 2016 წლის 16 მა­ისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, 7-7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და და ისი­ნი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრთა თქმით, თა­ვის­თა­ვად კარ­გია შე­წყა­ლე­ბა, რო­გორც ჰუ­მა­ნუ­რი აქტი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­უ­ღე­ბე­ლია დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

"კა­ბე­ლე­ბის საქ­მე" ბოლო დრის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ექ­ცე­ო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რაც მი­მარ­თვე­ბი­თა და დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაც და­დას­ტურ­და. წლის და­სა­წყის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ჰი­უ­მან რა­იტს უო­ჩის" ან­გა­რიშ­ში, ნათ­ქვა­მია, რომ ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ­მა რამ­დე­ნი­მე საქ­მემ წარ­მოშ­ვა შე­კი­თხვე­ბი შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

"კაბელების საქმე" გრძელდება - თავისუფლების შემდეგ უზენაეს სასამართლოში

 "კაბელების საქმე" გრძელდება - თავისუფლების შემდეგ უზენაეს სასამართლოში

"კაბელების საქმეზე დაკავებულები უკვე თავისუფალი არიან, მაგრამ ბრძოლა, სიმართლის საბოლოოდ დასამტკიცებლად გრძელდება, - აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია. მისივე თქმით, შესაძლოა, დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოს მიმართოს. ამ ინსტანციაში დავის შემდეგ, ვაპირებთ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღძრან. ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების განაცდურისა და მორალური ზიანის კომპენსაცია, სამსახურებრივი რეაბილიტაცია და სხვა საკითხებზე მსჯელობას, ადვოკატი ნაადრევად მიიჩნევს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები - გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

შეწყალების აქტამდე, გავრცელდა პრეზიდენტის განცხადება, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ე. წ. "კაბელების საქმე" მიმდინარეობის მთელი პროცესის განმავლობაში აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე და რომ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. განცხადებაში განმარტებულია, რომ სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად შეწყალების აქტის გამოცემას.

ადვოკატების თქმით, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის "კაბელების საქმის" მსჯავრდებულებს პირადად არ მიუმართავთ.

საქმის ხანგრძლივი მსვლელობის შემდეგ, "კაბელების საქმის" მსჯავრდებულებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 27 იანვრის ღამეს დატოვეს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას, უზენაეს სასამართლოს, კანონით გათვალისწინებული ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ. თუმცა, ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ მათი სიმართლის დამდგენი ზედა ინსტანცია მაინც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება.

მსჯავრდებულებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს პრეზიდენტის მისამართით. ერთი-ერთი გათავისუფლების, გიზო ღლონტის თქმით, მათ სჯეროდათ, რომ პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

"ერთადერთი პრეზიდენტის იმედი გვქონდა. გვჯეროდა, რომ ის სახელმწიფოებრივად სრულიად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ის არის ქვეყნის მთავარსარდალი და სრულიად იცოდა, თუ როგორი პოლიტიზებული იყო ეს საქმე და რა მიმართულებით მიდიოდა. მადლობას ვუხდი მას სწორი მიდგომისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შტოს და მთავრობას, - მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას - თუკი იქ სამართლიანობა ვერ დაიმკვიდრებს და საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენის იმედი არ ექნება, - ქვეყანა ვერც განვითარდება".

4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დაკავებული 5 პირი რამდენიმე თვეში სასამართლომ თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და ისინი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა თქმით, თავისთავად კარგია შეწყალება, როგორც ჰუმანური აქტი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტისგან მიუღებელია დარტყმის მიყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

"კაბელების საქმე" ბოლო დრის განმავლობაში მუდმივად ექცეოდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც მიმართვებითა და დოკუმენტებითაც დადასტურდა. წლის დასაწყისში გამოქვეყნებული "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში, ნათქვამია, რომ ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართულმა რამდენიმე საქმემ წარმოშვა შეკითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე