მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი სამხედროები თავშესაფარს ევროპაში ეძებენ
თურქი სამხედროები თავშესაფარს ევროპაში ეძებენ

30-ზე მეტ­მა თურ­ქმა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ტოს ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რო­ბენ, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, ყო­ველკ­ვირუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი გერ­მა­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი "შპი­გე­ლი" ავ­რცე­ლებს.

დე­ზერ­ტი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, მათ სამ­შობ­ლო და­ტო­ვეს, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში თავს უსაფრ­თხოდ ვე­ღარ გრძნო­ბენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­ქე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ 243 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. მათი და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია ერ­თდრო­უ­ლად 54 პრო­ვინ­ცი­ა­ში ჩა­ტარ­და...

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი აჯან­ყე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში თურ­ქე­თის არ­მი­ის რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ გერ­მა­ნი­ას თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა... ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, პოლ იუნ­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე ის არის, რომ თავ­შე­სა­ფა­რი არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ებ­მა, არა­მედ მათი ოჯა­ხის წევ­რებ­მაც ითხო­ვეს, რად­გან საფრ­თხე მა­თაც ემუქ­რე­ბათ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც თურ­ქმა სამ­ხედ­რო­ებ­მა თავ­შე­სა­ფა­რი სხვა ქვე­ყა­ნაი ითხო­ვეს – არც ისე დიდი ხნის წინ, სა­ა­გენ­ტო "ფრანს პრე­სი" იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათამ­დე ადა­მი­ან­მა სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუ­ფე­ბას თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნით მი­მარ­თეს...

ამის კვალ­დაკ­ვალ, თურ­ქეთ­ში მა­სობ­რი­ვი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, თურ­ქეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 18 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. და­კა­ვე­ბულ­თა­გან 9677 ადა­მი­ანს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ამას გარ­და, 50 ათასს ადა­მი­ანს პას­პორ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბა შე­უ­ჩე­რეს.

თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო­ე­ბის ჯგუფ­მა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა 16 ივ­ლი­სის ღა­მით გან­ხორ­ცი­ელ­და. არე­უ­ლო­ბის დროს და­ი­ღუ­პა 246 ადა­მი­ა­ნი. ამ­ბო­ხის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 60 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი. და­ი­ხუ­რა 130-ზე მეტი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თურქი სამხედროები თავშესაფარს ევროპაში ეძებენ

თურქი სამხედროები თავშესაფარს ევროპაში ეძებენ

30-ზე მეტმა თურქმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც გერმანიაში ნატოს ბაზაზე მსახურობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ, ყოველკვირული, გავლენიანი გერმანული ჟურნალი "შპიგელი" ავრცელებს.

დეზერტირების განცხადებით, გასული წლის ივლისში თურქეთში მომხდარი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მათ სამშობლო დატოვეს, რადგან ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პროკურატურამ 243 სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათი დაკავების ოპერაცია ერთდროულად 54 პროვინციაში ჩატარდა...

პროკურატურის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები აჯანყებაში არიან ეჭვმიტანილი. 2016 წლის ნოემბერში თურქეთის არმიის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ გერმანიას თავშესაფარი სთხოვა... ადგილობრივი მაღალჩინოსნის, პოლ იუნკერის განცხადებით, საქმე ის არის, რომ თავშესაფარი არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ მათი ოჯახის წევრებმაც ითხოვეს, რადგან საფრთხე მათაც ემუქრებათ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქმა სამხედროებმა თავშესაფარი სხვა ქვეყანაი ითხოვეს – არც ისე დიდი ხნის წინ, სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინებოდა, რომ საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათამდე ადამიანმა საბერძნეთის ხელისუფებას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს...

ამის კვალდაკვალ, თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 18 ათასს გადააჭარბა. დაკავებულთაგან 9677 ადამიანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ამას გარდა, 50 ათასს ადამიანს პასპორტების მოქმედება შეუჩერეს.

თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 16 ივლისის ღამით განხორციელდა. არეულობის დროს დაიღუპა 246 ადამიანი. ამბოხის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი. დაიხურა 130-ზე მეტი მედიასაშუალება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე