საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლის სამართლის 57 დანაშაული და 800-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი
სისხლის სამართლის 57 დანაშაული და 800-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26-27 იან­ვარს სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის 57 და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

"სის­ხლის სა­მარ­თლის 57 და­ნა­შა­ულს შო­რი­საა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის (სსკ-ს 236-ე მუხ­ლი) - 9 ფაქ­ტი; ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის (სსკ-ს 260-ე მუხ­ლი) - 15 ფაქ­ტი; ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა-გა­ტა­ნის (სსკ-ს 262-ე მუხ­ლი) - 1 ფაქ­ტი; სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის (სსკ-ს 187-ე მუხ­ლი) - 2 ფაქ­ტი; პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის (სსკ-ს 353-ე მუხ­ლი) - 3 ფაქ­ტი; ძა­ლა­დო­ბის (სსკ-ს 126-ე მუხ­ლი) - 1 ფაქ­ტი; ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის (სსკ-ს 126-ე პრი­მა მუხ­ლი) - 3 ფაქ­ტი; ქურ­დო­ბის (სსკ-ს 177-ე მუხ­ლი) - 5 ფაქ­ტი; ხუ­ლიგ­ნო­ბის (სსკ-ს 239-ე მუხ­ლი) - 1 ფაქ­ტი; პო­ლი­ცი­ამ 2 ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ცნო­ბით, და­ფიქ­სირ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 883 შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის:

"ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბის (ასკ-ს 45-ე მუხ­ლი) - 28 ფაქ­ტი; წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის (ასკ-ს 166-ე მუხ­ლი) - 9 ფაქ­ტი; პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის (ასკ-ს 173-ე მუხ­ლი) - 21 ფაქ­ტი; პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხ­ლე­ბი) - 13 ფაქ­ტი; ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის (ასკ-ს 181-პრი­მა მუხ­ლი) – 21 ფაქ­ტი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­დე­ნი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის­თვის - 16, ხოლო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის – 36 პირი და­ა­კა­ვეს.

"სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა სხვა­დას­ხვა სა­ხის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, მათ შო­რის: 2 პის­ტო­ლე­ტი, 2 შაშ­ხა­ნა, 1 რე­ვოლ­ვე­რი, 1 გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი, 3 სა­ნა­დი­რო თოფი, 3 ხელ­ყუმ­ბა­რა, 1 დე­ტო­ნა­ტო­რი, 300 გრა­მი ტრო­ტი­ლი და 122 სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის საბ­რძო­ლო ვაზ­ნა. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია: 3 შეკ­ვრა ჰე­რო­ი­ნი, 1 შეკ­ვრა "ბიო", 100 აბი "გე­რალ­გი­ნი", 1 შეკ­ვრა ამ­ფე­ტა­მი­ნი; 1 შეკ­ვრა "მდმა" და სხვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სისხლის სამართლის 57 დანაშაული და 800-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

სისხლის სამართლის 57 დანაშაული და 800-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 26-27 იანვარს საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინეს.

"სისხლის სამართლის 57 დანაშაულს შორისაა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) - 1 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 2 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) - 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 5 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 1 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის:

"ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 9 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა "ბიო", 100 აბი "გერალგინი", 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა "მდმა" და სხვა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ