სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაქცეული ნაციონალები" - 10 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც საქართველო სხვადასხვა დანაშაულისთვის ეძებს
"გაქცეული ნაციონალები" - 10 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც საქართველო სხვადასხვა დანაშაულისთვის ეძებს

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ იმ სა­შიშ­რო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას და­ი­წყებ­და. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და არა­ერთ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე საქ­მე აღ­ძრა.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სიას, რომ­ლებ­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნაა და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ სა­ქარ­თვე­ლო დევ­ნის და­წყე­ბამ­დე და­ტო­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დე­ოგ­რა­ფი­კა: "გაქ­ცე­უ­ლი ნა­ცე­ბი"

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვის­ზეც არ­სე­ბობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ლო­დი­ნი, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყე­ბო­და, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ბრა­ლი, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენტს წა­უ­ყე­ნა, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლა­რის გაფ­ლან­გვა იყო. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თან­ხებს არა­მიზ­ნობ­რი­ვად და პი­რა­დი კომ­ფორ­ტის­თვის, მივ­ლი­ნე­ბებ­ში ხარ­ჯავ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის საქ­მე­ზეც, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე­ზე.

ექს-პრე­ზი­დენტს ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, კერ­ძოდ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვ­და ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ინ­ტერ­პოლ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი

კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლია. ადე­იშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ კი­დევ 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ტო­ვა. ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბრა­ლი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე­ზე, ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" და­ხურ­ვის და სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტზე, აკუ­რის ღვი­ნის ქარ­ხნის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე­ზე, 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და "იმედ­ში" შეჭ­რის საქ­მე­ზე აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­ზე ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ინ­ტერ­პოლ­მა იუ­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრზე ძებ­ნა შე­წყვი­ტა.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრალ­დე­ბუ­ლა­დაა ცნო­ბი­ლი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი­დან დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა. მას ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ასე­ვე 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და "იმე­დის" წი­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­და­ფორ­მე­ბა და გან­კარ­გვის საქ­მე­ზე. პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს თა­მაზ და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბის­თვის ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვა­საც ედა­ვე­ბა.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბრალ­დე­ბის ერთ საქ­მე­ზე, კერ­ძოდ რი­ყის პარ­კის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ზე ორ ინ­სტან­ცი­ა­ში საქ­მის გან­ხილ­ვა დას­რულ­და, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი. ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მსგავ­სად თავ­დაც­ვის ექს-მი­ნის­ტრიც ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა მას­ზეც შე­წყდა. კე­ზე­რაშ­ვი­ლი ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო საფ­რან­გეთ­ში, თუმ­ცა ფრან­გულ­მა სა­სა­მარ­თლომ მის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე უარი თქვა და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

დათა ახა­ლა­ია

სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შსს-ს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­ზე, კუდ-ის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ­ზე დათა ახა­ლა­ი­ა­ზე, მის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე­ზე სოსო თო­ფუ­რი­ძე­ზე და ასე­ვე სოდ-ის ყო­ფილ უფ­როს­ზე ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე. სა­მი­ვე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სხვა­დას­ხვა საქ­მე­ებ­ზე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა მათ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­დან მხო­ლოდ დათა ახა­ლა­ი­აა, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი სხვა საქ­მე­ებ­ზე ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით კი მხო­ლოდ მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე იძებ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ დათა ახა­ლა­ია სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა. სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ ის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მე­გის ქარ­და­ვა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მე­გის ქარ­და­ვა ერთ-ერ­თია, რომ­ლის გვა­რიც ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­ის­მა წა­მე­ბი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რატ­რუ­რას ქარ­და­ვას­თვის რამ­დე­ნი­მე ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან უმე­ტე­სო­ბა წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­სა და წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ეხე­ბა. მე­გის ქარ­და­ვას სამ­ხედ­რო პოლ­კოვ­ნი­კის სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბის, წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სხვა ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, ასე­ვე ვი­ცე­პოლ­კოვ­ნიკ და­ვით ლონ­და­რი­ძის, მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი გო­რე­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ტი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ანა­ლო­გი­უ­რი სას­ჯე­ლი ქარ­და­ვას ე.წ. "კას­რე­ბის საქ­მე­ზეც" შე­ე­ფარ­და, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში ია­რა­ღის სა­მა­ლა­ვე­ბი და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი ამო­ი­ღეს. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე

ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა ნო­მერ მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მის­თვის რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე აქვთ ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რი­საა ე.წ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მე და კუს ტბის წი­ლე­ბის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბის მიზ­ნით, ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის წა­მე­ბი­სა და ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტი.

ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვთ უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს - შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ფილ უფ­როსს გიგი კა­ლან­და­ძეს. ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი 2011 წლის 26 მა­ი­სის დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე ცოტა ხნის წინ წა­უ­ყე­ნა, რაც შე­ე­ხე­ბა გიგი კა­ლან­და­ძეს, მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი ელ­ბერ კო­ბე­რი­ძის წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"გაქცეული ნაციონალები" - 10 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც საქართველო სხვადასხვა დანაშაულისთვის ეძებს

"გაქცეული ნაციონალები" - 10 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც საქართველო სხვადასხვა დანაშაულისთვის ეძებს

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების არაერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა. ქვეყნის დატოვება, სავარაუდოდ სწორედ იმ საშიშროებას უკავშირდებოდა, რომ ახალი ხელისუფლება ყოფილ მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებდა. ახალი ხელისუფლების პროკურატურამაც არ დააყოვნა და არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე საქმე აღძრა.

AMBEBI.GE გთავაზობთ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების სიას, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, თუმცა მათ საქართველო დევნის დაწყებამდე დატოვეს.

იხილეთ ვიდეოგრაფიკა: "გაქცეული ნაცები"

მიხეილ სააკაშვილი

ერთ-ერთი პირველი, ვისზეც არსებობდა საზოგადოებაში მოლოდინი, რომ სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა, ყოფილი პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მას პროკურატურამ რამდენიმე ბრალი წაუყენა. საქართველოს პროკურატურამ ერთ-ერთი პირველი ბრალი, რომელიც ექსპრეზიდენტს წაუყენა, სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა იყო. გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი თანხებს არამიზნობრივად და პირადი კომფორტისთვის, მივლინებებში ხარჯავდა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზეც, ასევე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე.

ექს-პრეზიდენტს ასევე ბრალად ედება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კერძოდ მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით. საქართველოს პროკურატურა ითხოვდა ყოფილ პრეზიდენტზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადებულიყო, თუმცა ინტერპოლმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ადეიშვილი

კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და ის საქართველოში არ იმყოფება, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია. ადეიშვილმა საქართველო სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დატოვა. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე, ასევე ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე აქვს წაყენებული. ზურაბ ადეიშვილზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ინტერპოლმა იუტიციის ყოფილ მინისტრზე ძებნა შეწყვიტა.

დავით კეზერაშვილი

საქართველოში ბრალდებულადაა ცნობილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. გამოძიება მას თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შესყიდვებიდან დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. მას ბრალი წაყენებული აქვს ასევე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედის" წილების უკანონოდ გადაფორმება და განკარგვის საქმეზე. პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების გამოძალვასაც ედავება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდების ერთ საქმეზე, კერძოდ რიყის პარკის გასხვისების საქმეზე ორ ინსტანციაში საქმის განხილვა დასრულდა, სადაც კეზერაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ზურაბ ადეიშვილის მსგავსად თავდაცვის ექს-მინისტრიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა მოგვიანებით ძებნა მასზეც შეწყდა. კეზერაშვილი ასევე დაკავებული იყო საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დათა ახალაია

სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შსს-ს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირებზე, კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელზე დათა ახალაიაზე, მის ყოფილ მოადგილეზე სოსო თოფურიძეზე და ასევე სოდ-ის ყოფილ უფროსზე ერეკლე კოდუაზე. სამივე ყოფილი მაღალჩინოსანი სხვადასხვა საქმეებზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მათ ქვეყანა დატოვებული აქვთ და შესაბამისად განაჩენის აღსრულება ვერ ხერხდება. აღნიშნული ყოფილი თანამდებობის პირებიდან მხოლოდ დათა ახალაიაა, რომლის მიმართაც სასამართლო განხილვები სხვა საქმეებზე ახლაც მიმდინარეობს. ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით კი მხოლოდ მისი ყოფილი მოადგილე იძებნება. დაახლოებით 1 წლის წინ დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს, თუმცა მისი საქართველოში ექსტრადირება არ მომხდარა. საბერძნეთის სასამართლომ ის პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მეგის ქარდავა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ერთ-ერთია, რომლის გვარიც ყველაზე ხშირად გაისმა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ბრალდებებში. საქართველოს პროკურატრურას ქარდავასთვის რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული, რომელთაგან უმეტესობა წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და წამების ორგანიზებას ეხება. მეგის ქარდავას სამხედრო პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამების, წამების ორგანიზებისა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებისთვის, ასევე ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, მოქალაქე გიორგი გორელაშვილის წამების, გიორგი ჩიკვატიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ანალოგიური სასჯელი ქარდავას ე.წ. "კასრების საქმეზეც" შეეფარდა, როდესაც სამართალდამცველებმა სამეგრელოში იარაღის სამალავები და წამების ამსახველი ვიდეოფირები ამოიღეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

ალექსანდრე მუხაძე

ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნება ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე მუხაძე. საგამოძიებო უწყებებს მისთვის რამდენიმე საქმეზე აქვთ ბრალი წაყენებული, მათ შორისაა ე.წ ფოტორეპორტიორების საქმე და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტი.

ქართულ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვთ უკრაინაში მყოფ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ორ ყოფილ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს. ლორთქიფანიძეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეზე ცოტა ხნის წინ წაუყენა, რაც შეეხება გიგი კალანდაძეს, მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვები ელბერ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე მიმდინარეობს.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

"მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ" - გუბაზ სანიკიძე

გიორგი ვაშაძე: "ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა"

"ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები" - სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს