პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს
ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლის შე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს რჩე­ვებს აძ­ლევს:

"რა პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი ახა­ლი წლის დად­გო­მა, მო­დით უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით ავ­ხსნი. ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბის მერე, რი­გით მე­ო­რე ახალმთვა­რე­ო­ბა, ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრით ახა­ლი წლის ათ­ვლის მო­მენ­ტად მი­იჩ­ნე­ვა. ეს დღე შე­საძ­ლოა მერ­ყე­ობ­დეს 12 იან­ვრი­დან 19 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში. წლე­ვან­დე­ლი ახა­ლი წელი, რო­გორც ვთქვით, 28 იან­ვარს ღა­მის 4:06-ზე დად­გე­ბა.

თურ­მე, უხ­სო­ვარ დრო­ში, ერთ-ერთ ჩი­ნურ პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და ცე­ცხლისმფრქვე­ვე­ლი ურჩხუ­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი წელი ეძი­ნა, მაგ­რამ წე­ლი­წად­ში ერთხელ, ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბის მე­ო­რე ახალმთვა­რე­ზე ის იღ­ვი­ძებ­და და არე­მა­რეს თავ­ზარს სცემ­და. მისი ში­შით მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­ლო­მახ­ლო სოფ­ლე­ბი­დან მთებ­ში იხ­ვე­წე­ბო­და ხოლ­მე. ერთხე­ლაც, სო­ფელ­ში სა­ი­დან­ღაც მო­ხე­ტი­ა­ლე ბე­რი­კა­ცი მო­ვი­და და თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა. მაგ­რამ მის­თვის არა­ვის ეცა­ლა, რად­გან სა­და­ცაა ურჩხულს უნდა გაჰღ­ვი­ძე­ბო­და და ყვე­ლა­ნი გა­სა­ხიზ­ნად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. მო­ხუც­საც ურ­ჩი­ეს წა­სუ­ლი­ყო სოფ­ლი­დან და მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლეს. მაგ­რამ მან მხო­ლოდ გა­ი­ღი­მა და... დარ­ჩა.

და რო­დე­საც სა­ღა­მოს მთე­ლი წლის მო­ში­ე­ბუ­ლი და გა­ა­ვე­ბუ­ლი ურჩხუ­ლი ცა­რი­ელ სო­ფელ­ში შე­მო­ვი­და, ერთ-ერთი ქო­ხის კარი გა­ი­ღო და იქი­დან ეს ბე­რი­კა­ცი გა­მო­ვი­და. ბე­რი­კაცს ძვე­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­ეც­ვა­ლა, წით­ლად შე­მო­სი­ლი­ყო და ში­შის ნაც­ვლად სა­ხე­ზე დამ­ცი­ნა­ვი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აღ­ბეჭ­დო­და; თურ­მე ამ ბე­რი­კაც­მა კარ­გად იცო­და ურჩხუ­ლის სა­ი­დუმ­ლო, რომ მას წი­თე­ლი ფერი არ უყ­ვარ­და. მე­ტიც, მან ისიც იცო­და, რომ ურჩხულს სი­ცი­ლის ეში­ნო­და. და აი, წით­ლებ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა მო­ხუც­მა გა­ბე­დუ­ლად ხმა­მაღ­ლა შეჰ­ხარ­ხა­რა ურჩხულს სა­ხე­ში. და იცით რა მოხ­და? ურჩხუ­ლი უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცა. და მას მერე აღარც დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვერ ვი­ტყვით, მარ­თლა ეში­ნი­ათ თუ არა ურჩხუ­ლებს სი­ცი­ლის ან წი­თე­ლი ფე­რის. მაგ­რამ ამ ლე­გენ­დი­დან მო­რა­ლი ისაა, რომ შიშს უნდა მუ­დამ თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დო და ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად გა­ი­ცი­ნო! მხო­ლოდ ასე და­იძ­ლე­ვა შიში.

ასე იყო თუ სხვაგ­ვა­რად, ით­ვლე­ბა, რომ სწო­რედ მას მერე ხვდე­ბი­ან მთელს ჩი­ნეთ­ში ახალ წელს წი­თელ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი, ბევ­რს იცი­ნი­ან და ხმა­უ­რო­ბენ. მეტი ხმა­უ­რი­სათ­ვის, ანუ იმის­თვის რომ ბო­რო­ტე­ბა კვლავ არ შე­მო­ე­პა­როთ, ის­ვრი­ან ხმა­უ­რი­ან მაშ­ხა­ლებს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად სიბ­ნე­ლე­საც ამარ­ცხებს...

მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო ლე­გენ­დაა, მაგ­რამ თვი­თონ მა­მალს რო­გორ შე­ვე­გე­ბოთ?

წი­თე­ლი ფერი ამ შემ­თხვე­ვა­შიც ძა­ლი­ან შე­სა­ფე­რი­სია, რად­გან წლე­ვან­დე­ლი მა­მა­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ასე­ვე მი­სა­ღე­ბი ფე­რია მის­თვის ოქ­როს­ფე­რიც. თუმ­ცა ფერ­თან ერ­თად ესეც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 28-ში მამ­ლის შე­მოს­ვლას მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი, გა­ლა­მა­ზე­ბულ-გა­მოპ­რან­ჭუ­ლე­ბი და მხი­ა­რუ­ლე­ბი შევ­ხვდეთ. ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, რო­გორც შე­ვე­გე­ბე­ბით წლის გად­გო­მას, ისე ჩა­ივ­ლის ეს წელი ჩვენ­თვის.

და ძა­ლი­ან მოკ­ლედ, ვის რო­გო­რი წელი ელის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მამ­ლის წელი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის?

წლის ფა­ვო­რი­ტე­ბი 2017-ში სას­წო­რი, ქალ­წუ­ლი და მო­რი­ე­ლი იქ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა ამ ორ უკა­ნას­კნელს შე­მოდ­გო­მი­დან უფრო გა­უ­მარ­თლებთ, ვიდ­რე წლის და­სა­წყის­ში. წარ­მა­ტე­ბე­ბის სფე­რო მათ­თვის შე­საძ­ლოა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი, რა­შიც ძა­ლის­ხმე­ვას ჩა­დე­ბენ. უშ­რო­მე­ლად კი მა­მა­ლი არა­ფერს გა­მო­ი­მე­ტებს.

პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლე­ბის­თვი­საც. გა­უ­მარ­თლებთ აგ­რეთ­ვე ლო­მებს.

შე­მოდ­გო­მი­დან, რო­გორც უკვე ვთქვი, ფორ­ტუ­ნა მო­რი­ელ­სა და ქალ­წულს გა­უ­ღი­მებს და მათ­თან ერ­თად და­ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი და­უდ­გე­ბათ კირჩხი­ბებს, თევ­ზებ­სა და კუ­რო­ებს. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ისეთ მოვ­ლე­ნებ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ად­გი­ლი, რომ­ლე­ბიც კარ­მუ­ლად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს.

მშვილ­დო­სან­სა და ტყუ­პებს ნო­ემ­ბრის თვის ჩათ­ვლით ჯერ კი­დევ რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვთ. ხოლო რო­გორც კი სა­ტურ­ნი თხის რქა­ში გა­და­ვა, უკვე შეძ­ლე­ბენ შვე­ბით ამო­სუნ­თქვას.

ვერ­ძე­ბი­სა და თხის რქე­ბის უმე­ტე­ო­ბის­თვის 2017 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ძი­რი­თად­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი მათ­თან წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლი", - წერს ნო­ე­ლი.

ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს

ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ჩინური ახალი წლის შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

"რა პრინციპებს ეფუძნება აღმოსავლური ახალი წლის დადგომა, მოდით უფრო დაწვრილებით ავხსნი. ზამთრის მზებუდობის მერე, რიგით მეორე ახალმთვარეობა, ჩინური კალენდრით ახალი წლის ათვლის მომენტად მიიჩნევა. ეს დღე შესაძლოა მერყეობდეს 12 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. წლევანდელი ახალი წელი, როგორც ვთქვით, 28 იანვარს ღამის 4:06-ზე დადგება.

თურმე, უხსოვარ დროში, ერთ-ერთ ჩინურ პროვინციაში ცხოვრობდა ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც მთელი წელი ეძინა, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეზე ის იღვიძებდა და არემარეს თავზარს სცემდა. მისი შიშით მოსახლეობა ახლომახლო სოფლებიდან მთებში იხვეწებოდა ხოლმე. ერთხელაც, სოფელში საიდანღაც მოხეტიალე ბერიკაცი მოვიდა და თავშესაფარი ითხოვა. მაგრამ მისთვის არავის ეცალა, რადგან სადაცაა ურჩხულს უნდა გაჰღვიძებოდა და ყველანი გასახიზნად ემზადებოდნენ. მოხუცსაც ურჩიეს წასულიყო სოფლიდან და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. მაგრამ მან მხოლოდ გაიღიმა და... დარჩა.

და როდესაც საღამოს მთელი წლის მოშიებული და გაავებული ურჩხული ცარიელ სოფელში შემოვიდა, ერთ-ერთი ქოხის კარი გაიღო და იქიდან ეს ბერიკაცი გამოვიდა. ბერიკაცს ძველი ტანსაცმელი გამოეცვალა, წითლად შემოსილიყო და შიშის ნაცვლად სახეზე დამცინავი გამომეტყველება აღბეჭდოდა; თურმე ამ ბერიკაცმა კარგად იცოდა ურჩხულის საიდუმლო, რომ მას წითელი ფერი არ უყვარდა. მეტიც, მან ისიც იცოდა, რომ ურჩხულს სიცილის ეშინოდა. და აი, წითლებში გამოწყობილმა მოხუცმა გაბედულად ხმამაღლა შეჰხარხარა ურჩხულს სახეში. და იცით რა მოხდა? ურჩხული უკანმოუხედავად გაიქცა. და მას მერე აღარც დაბრუნებულა.

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, მართლა ეშინიათ თუ არა ურჩხულებს სიცილის ან წითელი ფერის. მაგრამ ამ ლეგენდიდან მორალი ისაა, რომ შიშს უნდა მუდამ თვალებში ჩახედო და ყველაფრის მიუხედავად გაიცინო! მხოლოდ ასე დაიძლევა შიში.

ასე იყო თუ სხვაგვარად, ითვლება, რომ სწორედ მას მერე ხვდებიან მთელს ჩინეთში ახალ წელს წითელ ტანსაცმელში გამოწყობილები, ბევრს იცინიან და ხმაურობენ. მეტი ხმაურისათვის, ანუ იმისთვის რომ ბოროტება კვლავ არ შემოეპაროთ, ისვრიან ხმაურიან მაშხალებს, რომელიც ამავდროულად სიბნელესაც ამარცხებს...

მართლაც საინტერესო ლეგენდაა, მაგრამ თვითონ მამალს როგორ შევეგებოთ?

წითელი ფერი ამ შემთხვევაშიც ძალიან შესაფერისია, რადგან წლევანდელი მამალი ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელია. ასევე მისაღები ფერია მისთვის ოქროსფერიც. თუმცა ფერთან ერთად ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 28-ში მამლის შემოსვლას მოწესრიგებულები, გალამაზებულ-გამოპრანჭულები და მხიარულები შევხვდეთ. ტრადიციის თანახმად, როგორც შევეგებებით წლის გადგომას, ისე ჩაივლის ეს წელი ჩვენთვის.

და ძალიან მოკლედ, ვის როგორი წელი ელის, როგორი იქნება მამლის წელი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის?

წლის ფავორიტები 2017-ში სასწორი, ქალწული და მორიელი იქნებიან, თუმცა ამ ორ უკანასკნელს შემოდგომიდან უფრო გაუმართლებთ, ვიდრე წლის დასაწყისში. წარმატებების სფერო მათთვის შესაძლოა იყოს ნებისმიერი, რაშიც ძალისხმევას ჩადებენ. უშრომელად კი მამალი არაფერს გამოიმეტებს.

პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება მერწყულებისთვისაც. გაუმართლებთ აგრეთვე ლომებს.

შემოდგომიდან, როგორც უკვე ვთქვი, ფორტუნა მორიელსა და ქალწულს გაუღიმებს და მათთან ერთად დაბალანსირებული ცხოვრების ერთწლიანი პერიოდი დაუდგებათ კირჩხიბებს, თევზებსა და კუროებს. თუმცა ზოგიერთი მათგანის ცხოვრებაში ისეთ მოვლენებსაც შეიძლება ჰქონდეთ ადგილი, რომლებიც კარმულად შეიძლება შეფასდეს.

მშვილდოსანსა და ტყუპებს ნოემბრის თვის ჩათვლით ჯერ კიდევ რთული პერიოდი აქვთ. ხოლო როგორც კი სატურნი თხის რქაში გადავა, უკვე შეძლებენ შვებით ამოსუნთქვას.

ვერძებისა და თხის რქების უმეტეობისთვის 2017 წლის პირველი ნახევარი ძირითადში ნეიტრალური იქნება. საინტერესო მოვლენები მათთან წლის მეორე ნახევარშია უფრო მოსალოდნელი", - წერს ნოელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს