სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები
"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებს და "ფე­ის­ბუ­ქით" სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს გვი­ზი­ა­რებს:

"24 იან­ვრი­დან 28-ის ჩათ­ვლით მუ­შა­ობს ვე­ნე­რას კვად­რა­ტი სა­ტურნ­თან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ფერ­ხდე­ბა ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. არა­ხელ­საყ­რე­ლი დროა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­და­სა­წყვე­ტი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ვი­ნა­ი­დან ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დეს რა­ღაც და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის გა­დახ­და.

ეს ას­პექ­ტი ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ფი­ნან­სურ და­ნა­კარ­გებ­ზეც შე­საძ­ლოა რომ მი­ა­ნიშ­ნებ­დეს. ნუ ისეს­ხებთ და ნურც გა­ა­სეს­ხებთ ფულს, თუ ეს შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ნა­ი­რად რომ მო­მავ­ლი­სათ­ვის გა­და­ი­დოს, რად­გან თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლოა არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდეს, რო­გორც ეს დღეს გეჩ­ვე­ნე­ბათ.

პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს სი­ცი­ვე, გა­უ­ცხო­ე­ბის ელ­ფე­რი დაჰ­კრავთ. შე­საძ­ლოა შექ­მნი­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გამო იძუ­ლე­ბი­თი და­შო­რე­ბა მო­გი­წი­ოთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ ადა­მი­ან­თან. და­შო­რე­ბის თემა შე­ე­ხე­ბა იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც არ­ცთუ დი­დიხ­ნის დამ­ყა­რე­ბუ­ლია და გარ­კვე­ულ­წი­ლად ილუ­ზი­ებს უფრო ეყ­რდნო­ბო­და, ვიდ­რე ახ­ლად­გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლურ შე­ფა­სე­ბას. ასე­ვე ჩვე­ნი რჩე­ვაა, მო­ე­რი­დეთ ასა­კით უფ­როს და თა­ნამ­დე­ბო­ბით ზემ­დგომ ადა­მი­ა­ნებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შეს­ვლას.

საკ­მა­ოდ ხში­რად მის­ვა­მენ კი­თხვებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­დან, ამი­ტომ ვი­ყე­ნებ შემ­თხვე­ვას და ახლა ვუ­პა­სუ­ხებ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სურს ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვა ამ კვი­რა­ში. თუ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, თავი აა­რი­დეთ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებს 28 იან­ვრის ჩათ­ვლით. ჯან­მრთე­ლო­ბის თე­მი­დან ასე­ვე ხში­რად კი­თხუ­ლო­ბენ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ზე. მინ­და გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი არც სა­ა­მი­სოდ იქ­ნე­ბა ხელ­საყ­რე­ლი. ზო­გა­დად ეს დღე­ე­ბი ძვლო­ვა­ნი და საყ­რდენ- მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მი­სათ­ვის არაა სა­ხარ­ბი­ე­ლო. თუმ­ცა რო­დე­საც ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­ი­თხებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­გო­რი­ცაა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა, მე ვფიქ­რობ, მა­ინც უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა ზო­გად შე­ფა­სე­ბას­თან ერ­თად პი­რა­დი რუ­კაც ინა­ხოს... ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ მე­დალს ორი მხა­რე აქვს. რა შან­სებს იძ­ლე­ვა მედ­ლის მე­ო­რე მხა­რე ამ შემ­თხვე­ვა­ში?

სა­ტურ­ნი ვე­ნე­რას კვად­რა­ტის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს უფრო გა­მოს­დით ხოლ­მე, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდებს. მეტ­საც გე­ტყვით, ამ ას­პექ­ტის დროს ქორ­წი­ნე­ბაც კი ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რი და ჟამ­გრძე­ლია ხოლ­მე, თუკი ერ­თერ­თი ან ორი­ვე პარტნი­ო­რი არც თუ ახალ­გაზ­რდაა, ან ქვრი­ვი. ეს ასე­ვე კარ­გი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვი­საც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა სურს.

ესე­ი­გი არის მა­ინც და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. დიახ, არის. 28 იან­ვრი­დან კი მარ­სი იც­ვლის მის­თვის ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტულ თევ­ზე­ბის ნი­შანს და სა­კუ­თა­რი მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­ში - ვერ­ძში გა­და­დის...

ესე­ი­გი ესეც ალ­ბათ სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა ჩვენ­ზე. მარ­სი ჩვენს აქ­ტი­ო­ბებს გა­ნა­გებს და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი ბევ­რად უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­დე­ბა. იწყე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ახა­ლი იდე­ე­ბი დავ­ნე­გოთ, თუმ­ცა ამის გა­კე­თე­ბა უფრო 4 თე­ბერ­ვლის მერე უფრო ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ამ კვი­რა­ში. რად­გან იქამ­დე ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებს გარ­კვე­უ­ლი ხე­ლის­შემ­შლე­ლი პი­რო­ბე­ბი.

კი­დევ? რას უნდა ვე­ლო­დოთ, იმის გარ­და, რაც უკვე ით­ქვა?

29 მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბა პლუ­ტონ­თან აკ­ვად­რა­ტებს ურა­ნი­სა და იუ­პი­ტე­რის ოპო­ზი­ცი­ას და კეთ­დე­ბა ტა­უკ­ვად­რა­ტი, რო­მე­ლიც მე­ტად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო კონ­ფი­გუ­რა­ცი­აა. მან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ძა­ბუ­ლო­ბა და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, შე­საძ­ლოა მე­დი­ით გაჟ­ღერ­დეს რა­ღაც რე­ზო­ნან­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ხე­ლი­სუფ­ლო ვერ­ტი­კალს ეე­ხე­ბა. ან პი­რი­ქით - მოხ­დეს მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

აქვე მინ­და ვთქვა, 5 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ძა­ლი­ან არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ავი­ა­ცი­ი­სათ­ვის, კომ­პა­ნი­ე­ბი ცხა­დია ას­ტრო ას­პექ­ტე­ბის გამო რე­ი­სებს არ თუ ვერ გა­და­დე­ბენ, მაგ­რამ ჩენს შეგ­ვიძ­ლია თავი შე­ვი­კა­ვოთ ფრე­ნი­სა­გან. არის კი­დევ ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ამ კვი­რა­ში - ესაა 28 იან­ვრის ახალმთვა­რე­ო­ბა და და ასე­ვე ამა­ვე დღეს ცე­ცხლო­ვა­ნი მამ­ლის შე­მოს­ვლა. რა­ტომ არის რომ ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრით ახა­ლი წელი ხან იან­ვარ­ში უწევს და ხან თე­ბერ­ვალ­ში, ესეც მთვა­რის ციკლზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უფრო ზუს­ტად კი რომ ვთქვათ - მზი­სა და მთვა­რის ციკ­ლებ­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"24 იანვრიდან 28-ის ჩათვლით მუშაობს ვენერას კვადრატი სატურნთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შეფერხდება ფინანსური აქტივობები. არახელსაყრელი დროა ოფიციალური ვიზიტებისათვის სახელწიფო სტრუქტურებში გადასაწყვეტი საკითხების მოსაგვარებლად, ვინაიდან ამ პერიოდში შესაძლოა აუცილებელი გახდეს რაღაც დამატებითი თანხების გადახდა.

ეს ასპექტი ნაწილი ადამიანებისთვის ფინანსურ დანაკარგებზეც შესაძლოა რომ მიანიშნებდეს. ნუ ისესხებთ და ნურც გაასესხებთ ფულს, თუ ეს შეიძლება რამენაირად რომ მომავლისათვის გადაიდოს, რადგან თანხების დაბრუნება შესაძლოა არც ისე იოლი აღმოჩნდეს, როგორც ეს დღეს გეჩვენებათ.

პირად ურთიერთობებს სიცივე, გაუცხოების ელფერი დაჰკრავთ. შესაძლოა შექმნილი გარემო პირობების გამო იძულებითი დაშორება მოგიწიოთ თქვენთვის სასურველ ადამიანთან. დაშორების თემა შეეხება იმ ურთიერთობებსაც, რომლებიც არცთუ დიდიხნის დამყარებულია და გარკვეულწილად ილუზიებს უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე ახლადგაცნობილი ადამიანის რეალურ შეფასებას. ასევე ჩვენი რჩევაა, მოერიდეთ ასაკით უფროს და თანამდებობით ზემდგომ ადამიანებთან დაპირისპირებაში შესვლას.

საკმაოდ ხშირად მისვამენ კითხვებს სამედიცინო სფეროდან, ამიტომ ვიყენებ შემთხვევას და ახლა ვუპასუხებ იმ ადამიანებს, ვისაც სურს ოპერაციების დაგეგმვა ამ კვირაში. თუ ქირურგიული ჩარევები სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა, თავი აარიდეთ ქირურგიულ ჩარევებს 28 იანვრის ჩათვლით. ჯანმრთელობის თემიდან ასევე ხშირად კითხულობენ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების მიზანშეწონილობაზე. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ აღნიშნული პერიოდი არც საამისოდ იქნება ხელსაყრელი. ზოგადად ეს დღეები ძვლოვანი და საყრდენ- მამოძრავებელი სისტემისათვის არაა სახარბიელო. თუმცა როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკიითხებზეა საუბარი, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა, მე ვფიქრობ, მაინც უმჯობესი იქნება ზოგად შეფასებასთან ერთად პირადი რუკაც ინახოს... ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მედალს ორი მხარე აქვს. რა შანსებს იძლევა მედლის მეორე მხარე ამ შემთხვევაში?

სატურნი ვენერას კვადრატის თავის სასარგებლოდ გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებს უფრო გამოსდით ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდებს. მეტსაც გეტყვით, ამ ასპექტის დროს ქორწინებაც კი ძალიან სტაბილური და ჟამგრძელია ხოლმე, თუკი ერთერთი ან ორივე პარტნიორი არც თუ ახალგაზრდაა, ან ქვრივი. ეს ასევე კარგი პერიოდი იქნება მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ფიქტიური ქორწინების გაფორმება სურს.

ესეიგი არის მაინც დადებითი მოვლენების ალბათობაც. დიახ, არის. 28 იანვრიდან კი მარსი იცვლის მისთვის ძალიან არაკომფორტულ თევზების ნიშანს და საკუთარი მმართველობის ნიშანში - ვერძში გადადის...

ესეიგი ესეც ალბათ სასიკეთოდ აისახება ჩვენზე. მარსი ჩვენს აქტიობებს განაგებს და აქედან მოყოლებული ჩვენი ქმედებები ბევრად უფრო მოტივირებული და მიზანმიმართული გახდება. იწყება პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდება ჩვენს საქმიანობაში ახალი იდეები დავნეგოთ, თუმცა ამის გაკეთება უფრო 4 თებერვლის მერე უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ამ კვირაში. რადგან იქამდე ჯერ კიდევ მოქმედებს გარკვეული ხელისშემშლელი პირობები.

კიდევ? რას უნდა ველოდოთ, იმის გარდა, რაც უკვე ითქვა?

29 მერკურის შეერთება პლუტონთან აკვადრატებს ურანისა და იუპიტერის ოპოზიციას და კეთდება ტაუკვადრატი, რომელიც მეტად არასახარბიელო კონფიგურაციაა. მან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და გაუგებრობები კომუნიკაციაში, შესაძლოა მედიით გაჟღერდეს რაღაც რეზონანსული ინფორმაცია, რომელიც სახელისუფლო ვერტიკალს ეეხება. ან პირიქით - მოხდეს მედიაზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.

აქვე მინდა ვთქვა, 5 თებერვლის ჩათვლით ძალიან არახელსაყრელი პერიოდია ავიაციისათვის, კომპანიები ცხადია ასტრო ასპექტების გამო რეისებს არ თუ ვერ გადადებენ, მაგრამ ჩენს შეგვიძლია თავი შევიკავოთ ფრენისაგან. არის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში - ესაა 28 იანვრის ახალმთვარეობა და და ასევე ამავე დღეს ცეცხლოვანი მამლის შემოსვლა. რატომ არის რომ ჩინური კალენდრით ახალი წელი ხან იანვარში უწევს და ხან თებერვალში, ესეც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული, უფრო ზუსტად კი რომ ვთქვათ - მზისა და მთვარის ციკლებზე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს