იშვიათი ტროპიკული ხის Hylandia dockrillii-ს ნაყოფში, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის ჩრდილოეთში, კვინსლენდის შტატში ხარობს, მეცნიერებმა EBC-46 მოლეკულა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ამ მოლეკულას კიბოსთან გამკლავება შეუძლია. ამჟამად მიმდინარე კლინიკური კვლევების მსვლელობისას კენკრის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები ფასდება.
ნაერთი შეჰყავთ პირდაპირ სიმსივნეში. სპეციალისტების თქმით, მოლეკულა
ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, კიბოსთან ბრძოლის პროცესში მუშაობს ორგანიზმთან ერთად და არა მის საწინააღმდეგოდ.