საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი მოსწავლეების თვალწინ სცემა
ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი მოსწავლეების თვალწინ სცემა

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტუ­ნა­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში საქ­მის მწარ­მო­ე­ბელ­მა ხუთ პე­და­გოგს სცე­მა და სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რი და­ამ­ტვრია.

რო­გორც AMBEBI.GE-ს და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პე­და­გოგ­მა და­ვით ხა­რა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პირ­ველ კლას­ში გაკ­ვე­თილს ატა­რებ­და, რა დრო­საც ინე­ზა ხა­რა­ბა­ძე თავს და­ეს­ხა და თავ­ში ხელ­კე­ტი ჩა­არ­ტყა.

და­ვით ხა­რა­ბა­ძე ფიქ­რობს, რომ საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­თე­ბის გამო და­უ­პი­რის­პირ­და.

"პირ­ველ კლას­ში გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ­დი, რა დრო­საც საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი ინე­ზა ხა­რა­ბა­ძე შე­მო­ვარ­და ხელ­კე­ტით და თავ­ში ჩა­მარ­ტყა. გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს, მაგ­რამ თვალთ და­მიბ­ნელ­და და ცუ­დად გავ­ხდი, წა­ვი­ქე­ცი. შემ­დეგ წა­მოვ­დე­ქი და მის შე­ჩე­რე­ბას შე­ვე­ცა­დე, ხმა­ურ­ზე შე­მო­ვიდ­ნენ სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე და გვერ­დით კლას­ში მყო­ფი დი­რექ­ტო­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის თვალ­წინ მოხ­და, ბავ­შვებს შე­ე­შინ­დათ, ზოგი ტი­რო­და, ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცია იყო. ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი, კლა­სი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სკო­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და ვინც შეხ­ვდა ყვე­ლას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, პრინ­ტე­რი, სკა­ნე­რი და სხვა ინ­ვენ­ტა­რი რაც იყო, და­ამ­ტვრია.

ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბის გამო ორი თვით ბი­უ­ლე­ტენ­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი, ჩემი არ­ყოფ­ნის დროს გაკ­ვე­თი­ლებს ინე­ზა ხა­რა­ბა­ძე ატა­რებ­და, ბი­უ­ლე­ტე­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჩემი კუთ­ვნი­ლი სა­ა­თე­ბი და­მიბ­რუნ­და და ვფიქ­რობ, ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მე­უბ­ნე­ბო­და, მე­ო­რე ფე­ხიც უნდა მოგ­ტე­ხო, რომ სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ ვერ მოხ­ვი­დეო. მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ა­თე­ბის გამო და­მი­პი­რის­პირ­და", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ხა­რა­ბა­ძემ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­ფლიქ­ტი სკო­ლის დე­რე­ფან­სა და სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში გაგ­რძელ­და, სა­დაც დი­რექ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინე­ზა ხა­რა­ბა­ძე 14 მას­წავ­ლე­ბელს და­უ­პი­რის­პირ­და და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და­ამ­ტვრია. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს ხუთი პე­და­გო­გი და­შავ­და, რომ­ლებ­საც ბა­თუმ­ში ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­უ­ტარ­დათ. და­ვით ხა­რა­ბა­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ ის და მისი ოთხი კო­ლე­გა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცე­მა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ საქ­მის მწარ­მო­ე­ბელს, ინე­ზა ხა­რა­ბა­ძე 27 წლი­საა. მისი ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, იგი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე კი უარს აცხა­დებს.

ინე­ზა ხა­რა­ბა­ძის ძმის, ენ­ვერ ხა­რა­ბა­ძის თქმით, სკო­ლა­ში რა ინ­ცინ­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი და­ზუს­ტე­ბით არ იცის, რად­გა­ნაც მისი და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ სა­უბ­რობს. ენ­ვერ ხა­რა­ბა­ძის თქმით, დის და­სა­კი­თხად პო­ლი­ცია მი­ვი­და, თუმ­ცა ცუ­და­დაა და ჩვე­ნე­ბა ვერ ჩა­მო­არ­თვეს.

"ვერ გა­დაგ­ვყავს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სას­ტი­კად წი­ნა­აღ­მდე­გია ამის, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. როცა ვცდი­ლობთ ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, მას­ზე უკე­თე­სად ხომ არა­ვინ იცის რა მოხ­და, შოკ­ში ვარ­დე­ბა, იწყებს ტი­რილს და ითი­შე­ბა. ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პო­ლი­ცია იყო მო­სუ­ლი და­სა­კი­თხად, მაგ­რამ ჩვე­ნე­ბა ვერ ჩა­მო­არ­თვეს, ვერ სა­უბ­რობს, ცუ­და­დაა", - აღ­ნიშ­ნა ენ­ვერ ხა­რა­ბა­ძემ.

ენ­ვერ ხა­რა­ბა­ძეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან და აცხა­დებს, რომ ავ­თან­დილ ძირ­კვა­ძემ სკო­ლა და­ამ­სგავ­სა "კლა­ნურ ბუ­ნაგს" და სა­ა­თებს მხო­ლოდ მის მო­სა­წონ პე­და­გო­გებს უნა­წი­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინე­ზა ხა­რა­ბა­ძეს დღეს, სკო­ლის დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნა­ცე­მი 5 პე­და­გო­გი და დამ­ტვრე­უ­ლი სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რი - ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი ინ­ცი­დენტზე აჭა­რი­დან

ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი მოსწავლეების თვალწინ სცემა

ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი მოსწავლეების თვალწინ სცემა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია.

როგორც AMBEBI.GE-ს დაზარალებულმა პედაგოგმა დავით ხარაბაძემ განუცხადა, პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.

დავით ხარაბაძე ფიქრობს, რომ საქმის მწარმოებელი სავარაუდოდ, საათების გამო დაუპირისპირდა.

"პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი რაც იყო, დაამტვრია.

ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა", - აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

მოგვიანებით კონფლიქტი სკოლის დერეფანსა და სამასწავლებლოში გაგრძელდა, სადაც დირექტორის ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძე 14 მასწავლებელს დაუპირისპირდა და კომპიუტერები დაამტვრია. შეხლა-შემოხლის დროს ხუთი პედაგოგი დაშავდა, რომლებსაც ბათუმში ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. დავით ხარაბაძის თქმით, პოლიციამ გუშინ ის და მისი ოთხი კოლეგა ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

რაც შეეხება თანამშრომლების ცემაში ეჭვმიტანილ საქმის მწარმოებელს, ინეზა ხარაბაძე 27 წლისაა. მისი ოჯახის მტკიცებით, იგი შოკურ მდგომარეობაშია, საავადმყოფოში გადაყვანაზე კი უარს აცხადებს.

ინეზა ხარაბაძის ძმის, ენვერ ხარაბაძის თქმით, სკოლაში რა ინცინდენტს ჰქონდა ადგილი დაზუსტებით არ იცის, რადგანაც მისი და მომხდართან დაკავშირებით ვერ საუბრობს. ენვერ ხარაბაძის თქმით, დის დასაკითხად პოლიცია მივიდა, თუმცა ცუდადაა და ჩვენება ვერ ჩამოართვეს.

"ვერ გადაგვყავს საავადმყოფოში, სასტიკად წინააღმდეგია ამის, შოკურ მდგომარეობაშია. როცა ვცდილობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაველაპარაკოთ, მასზე უკეთესად ხომ არავინ იცის რა მოხდა, შოკში ვარდება, იწყებს ტირილს და ითიშება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პოლიცია იყო მოსული დასაკითხად, მაგრამ ჩვენება ვერ ჩამოართვეს, ვერ საუბრობს, ცუდადაა", - აღნიშნა ენვერ ხარაბაძემ.

ენვერ ხარაბაძეს პრეტენზიები აქვს სკოლის დირექტორთან და აცხადებს, რომ ავთანდილ ძირკვაძემ სკოლა დაამსგავსა "კლანურ ბუნაგს" და საათებს მხოლოდ მის მოსაწონ პედაგოგებს უნაწილებს.

არსებული ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძეს დღეს, სკოლის დისციპლინური კომიტეტი სამსახურიდან გაათავისუფლებს.

იხილეთ ვიდეო: ნაცემი 5 პედაგოგი და დამტვრეული სკოლის ინვენტარი - ახალი დეტალები და კომენტარები ინციდენტზე აჭარიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია