მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ვიცოდი, რომ იჩივლა" - ლერი ხაბელოვის კომენტარი სასამართლოს განაჩენზე
"არც ვიცოდი, რომ იჩივლა" - ლერი ხაბელოვის კომენტარი სასამართლოს განაჩენზე

ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ლერი ხა­ბე­ლო­ვის­თვის უც­ნო­ბი იყო, რომ მის კონ­კუ­რენტს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში ჰქონ­და გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლერი ხა­ბე­ლოვ­მა გა­ნუ­ცხა­და, ის არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად უც­ნო­ბია, თუ რა სა­ფუძ­ვლებს და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნი­სას. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის ჩა­ბა­რე­ბას ელო­დე­ბა.

"არც ვი­ცო­დი, რომ იჩივ­ლა. ახლა მე­დი­ით გა­ვი­გე ამის შე­სა­ხებ. არ­ჩევ­ნე­ბი რომ დამ­თავ­რდა ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვილს არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს, პი­რი­ქით, გა­მარ­ჯვე­ბა აღი­ა­რა, მო­მი­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გამ­ჭირ­ვა­ლედ ჩა­ტარ­და. არ ვიცი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა სა­სა­მარ­თლომ, ალ­ბათ გა­ნა­ჩე­ნი ჩაგ­ვბარ­დე­ბა, გა­ვეც­ნო­ბით და ამის მი­ხედ­ვით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ", - გა­ნა­ცხა­და ლერი ხა­ბე­ლოვ­მა.

თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ 2016 წლის 23 დე­კემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ბა­თი­ლად ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ზე­თი "ლელო" ავ­რცე­ლებს.

საქ­მის გან­ხილ­ვა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

23 დე­კემ­ბერს არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ლერი ხა­ბე­ლოვ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ის პრე­ზი­დენ­ტად 78 ხმით 57-ის წი­ნა­აღ­მდეგ აირ­ჩი­ეს. სეოკ-ის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მელ­შიც 136 დე­ლე­გა­ტი­დან 135-მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სულ ორი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ლერი ხა­ბე­ლო­ვი და ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი და­უბ­რუნ­და იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­შიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და და 2016 წლის 23 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­თი­ლად ით­ვლე­ბა.

გან­ჩი­ნე­ბა ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"არც ვიცოდი, რომ იჩივლა" - ლერი ხაბელოვის კომენტარი სასამართლოს განაჩენზე

"არც ვიცოდი, რომ იჩივლა" - ლერი ხაბელოვის კომენტარი სასამართლოს განაჩენზე

ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისთვის უცნობი იყო, რომ მის კონკურენტს არჩევნების შედეგები სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლერი ხაბელოვმა განუცხადა, ის არ იყო ინფორმირებული, რომ ირაკლი მეძმარიაშვილს სასამართლოში საჩივარი ჰქონდა შეტანილი და შესაბამისად უცნობია, თუ რა საფუძვლებს დაეყრდნო სასამართლო არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილების გამოტანისას. ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტი სასამართლოს განაჩენის ჩაბარებას ელოდება.

"არც ვიცოდი, რომ იჩივლა. ახლა მედიით გავიგე ამის შესახებ. არჩევნები რომ დამთავრდა ირაკლი მეძმარიაშვილს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით, გამარჯვება აღიარა, მომილოცა და განაცხადა, რომ არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდა. არ ვიცი რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, ალბათ განაჩენი ჩაგვბარდება, გავეცნობით და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, როგორ მოვიქცეთ", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ლელო" ავრცელებს.

საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.

23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.

განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ