Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია - "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე რა ინფორმაცია არ მიაწოდა უწყებამ "საიას"
ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია - "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე რა ინფორმაცია არ მიაწოდა უწყებამ "საიას"

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ კა­ნო­ნი და­არ­ღვია. რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 2016 წლის 18 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს და შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა ითხო­ვა:

სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ "გა­ზპ­რომ­თან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის (შე­თან­ხმე­ბის) ასლი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­დაც 2016 წლის 31 დე­კემ­ბერს ამო­ი­წუ­რა;

2017 წლის 1 იან­ვრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ, ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის მიზ­ნით, "გა­ზპ­რომ­თან" წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის ასლი;

2017 წლის 1 იან­ვრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, "გა­ზპ­რომ­თან" მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ასლი.

სა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ იმ შე­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­მი­ნის­ტროს სა­ი­ა­სათ­ვის უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნა მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლოდ მიჩ­ნე­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის ასლი.

"სა­ი­ას გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად, 2017 წლის 25 იან­ვარს წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს #08/289 კო­რეს­პონ­დენ­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­მი­ნის­ტრომ შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და: "მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია არ არის და­ცუ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტრო მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს თქვე­ნი მო­თხოვ­ნა."

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კომ­პა­ნია "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო და მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ო­ბა­ზე თა­ვად მი­ნის­ტრმა აც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ურ­კვე­ვე­ლია რას ეფუძ­ნე­ბა სა­მი­ნის­ტროს მიერ წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი პა­სუ­ხი.

სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დე­ბა კი­დევ უფრო ბუნ­დო­ვანს ხდის კომ­პა­ნია "გა­ზპ­რომ­თან" მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ი­დუმ­ლოდ მიჩ­ნე­ვის რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს. ეს აძ­ლი­ე­რებს ეჭვს, რომ სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს არ გას­ცეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკის­რია.

გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მი­ნის­ტრომ 2017 წლის 25 იან­ვარს წარ­მოდ­გე­ნი­ლი კო­რეს­პონ­დენ­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არა­ერ­თი მო­თხოვ­ნა და­არ­ღვია. კერ­ძოდ:

1. სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის თან­ხმად: თუ გან­ცხა­დე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა მი­ე­კუთ­ვნე­ბა სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო ვალ­დე­ბუ­ლია არა უგ­ვი­ა­ნეს 5 დღი­სა გა­და­უგ­ზავ­ნოს გან­ცხა­დე­ბა და მას­ზე დარ­თუ­ლი სა­ბუ­თე­ბი უფ­ლე­ბა­მო­სილ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნოს. თუმ­ცა, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა;

2. გარ­და იმი­სა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­სათ­ვის უნდა გა­და­ეგ­ზავ­ნა, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლი იყო რომ გან­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­სათ­ვის გა­დაგ­ზავ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით ეც­ნო­ბე­ბი­ნა სა­ი­ა­სათ­ვის. სა­მი­ნის­ტრომ არც ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა.

3. ამას­თან, იმ შე­თხვე­ვა­ში თუ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოს დად­გე­ნა, სა­მი­ნის­ტრო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყო, რომ გან­ცხა­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­სა­ბუ­თე­ბით სა­ი­ა­სათ­ვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია მო­უ­წო­დეს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს, რომ დღეს­ვე უზ­რუნ­ველ­ყოს გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ში გა­დაგ­ზავ­ნა და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბი­თი და­სა­ბუ­თე­ბა მი­ა­წო­დოს სა­ი­ას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია - "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე რა ინფორმაცია არ მიაწოდა უწყებამ "საიას"

ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია - "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე რა ინფორმაცია არ მიაწოდა უწყებამ "საიას"

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის 18 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შემდეგი ინფორმაციის გაცემა ითხოვა:

საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომთან" გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, "გაზპრომთან" წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების ასლი.

საიას განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იმ შეთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაციას, სამინისტროს საიასათვის უნდა მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი.

"საიას განცხადების პასუხად, 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს #08/289 კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც სამინისტრომ შემდეგი განაცხადა: "მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა."

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი.

სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი კორესპონდენციით საქართველოს კანონმდებლობის არაერთი მოთხოვნა დაარღვია. კერძოდ:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანხმად: თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა;

2. გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს განცხადება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა გადაეგზავნა, ენერგეტიკის სამინისტრო ასევე ვალდებული იყო რომ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის პარალელურად, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობებინა საიასათვის. სამინისტრომ არც ეს ვალდებულება შეასრულა.

3. ამასთან, იმ შეთხვევაში თუ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, სამინისტრო ვალდებულები იყო, რომ განცხადება შესაბამისი დასაბუთებით საიასათვის დაებრუნებინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდეს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დღესვე უზრუნველყოს განცხადების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა და აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება მიაწოდოს საიას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."