საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა
 შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა

პან­ტი­ან­ში მცხოვ­რე­ბი ნელი ხუ­ბაშ­ვი­ლი და ზადო ბი­გა­ნაშ­ვი­ლი 1957 წლი­დან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. ორი გოგო და ერთი ვაჟი ჰყავთ, რო­მელ­მაც ქარ­თულ-ოსუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, 90-იან წლებ­ში სო­ფე­ლი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ვლა­დი­კავ­კაზ­ში წა­ვი­და.

"მე ახლა უკვე დიდი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უნდა მყავ­დეს. მარ­თა­ლია, ჩემი ვაჟი ახლა კარ­გად ცხოვ­რობს, მაგ­რამ გვი­ან და­ო­ჯახ­და. უკვე ორი შვი­ლი ჰყავს, სამი წლის და მე­ო­რე 6 წლის" - ამ­ბობს ნელი ხუ­ბაშ­ვი­ლი.

ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან ვაჟი და რძა­ლი სო­ფელ­ში სტუმ­რად გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში იყ­ვნენ.

"ჩვენ არც შეგ­ვიძ­ლია სად­მე წას­ვლა. გო­გო­ე­ბი კი, თბი­ლის­ში და­ო­ჯახ­დნენ, მაგ­რამ იქაც წას­ვლა გვი­ჭირს. სო­ფელ­ში რომ გა­ი­ა­როთ, სულ ჩემ­ნა­ი­რი ჯო­ხი­ა­ნი მო­ხუ­ცე­ბი შეგ­ხვდე­ბათ. სად­მე წას­ვლა თუ გინ­და, ტაქ­სი უნდა და­ი­ქი­რა­ვო, ჩვენ კი­დევ პენ­სი­ით ვცხოვ­რობთ. შვი­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ არ გვინ­და მათი შე­წუ­ხე­ბა", - ყვე­ბა ზარ­დო ბი­გა­ნაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა

 შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა

პანტიანში მცხოვრები ნელი ხუბაშვილი და ზადო ბიგანაშვილი 1957 წლიდან ერთად ცხოვრობენ. ორი გოგო და ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში სოფელი დატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში წავიდა.

"მე ახლა უკვე დიდი შვილიშვილები უნდა მყავდეს. მართალია, ჩემი ვაჟი ახლა კარგად ცხოვრობს, მაგრამ გვიან დაოჯახდა. უკვე ორი შვილი ჰყავს, სამი წლის და მეორე 6 წლის" - ამბობს ნელი ხუბაშვილი.

ვლადიკავკაზიდან ვაჟი და რძალი სოფელში სტუმრად გასული წლის ზაფხულში იყვნენ.

"ჩვენ არც შეგვიძლია სადმე წასვლა. გოგოები კი, თბილისში დაოჯახდნენ, მაგრამ იქაც წასვლა გვიჭირს. სოფელში რომ გაიაროთ, სულ ჩემნაირი ჯოხიანი მოხუცები შეგხვდებათ. სადმე წასვლა თუ გინდა, ტაქსი უნდა დაიქირავო, ჩვენ კიდევ პენსიით ვცხოვრობთ. შვილები გვეხმარებიან, მაგრამ არ გვინდა მათი შეწუხება", - ყვება ზარდო ბიგანაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა