უკვე სამი თვეა ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ავეჯის მწარმოებელი უმსხვილესი თურქული ბრენდი "დოგტასი & კელებეკი". ხარისხმა, დიზაინმა და ხელმისაწვდომმა ფასებმა ქართველი მომხმარებელის დაინტერესება გამოიწვია. აღმაშენებლის ხეივანზე, მე-11კმ.ზე არსებულ 4-სართულიან შოურუმში წარმოდგენილია მისაღები და საძინებელი ოთახები, საბავშვო ოთახები, ტელევიზორის კედლები, რბილი ავეჯი, რომელიც შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალით, გერმანული მექანიზმებით, ანტიალერგიული და მაღალი ხარისხის ქსოვილებით.
კომპანია "დოგტასი და კელებეკის" 80-წლიანმა ისტორიამ და გამოცდილებამ უკვე ევროპის 44 ქალაქს დაუმტკიცა "Dogtas"-ის და "Kelebek"-ის ბრენდის უპირატესობა, ეს არის მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად. სანდოობა ბრენდმა ქართველ მომხმარებელშიც მალე მოიპოვა. ამაზე მეტყველებს მზარდი მოთხოვნა და შეკვეთების რაოდენობა. დიდი არჩევანის მიუხედავად, მომხმარებელი ხშირად ირჩევს პროდუქციას თავისი გემოვნებით და მათი ინტერიერისთვის მორგებული კომბინაციით, მითუმეტეს როცა მიწოდების ვადა მინიმალურია და არ სცდება ვადებს, სწორედ ამიტომ სთავაზობენ მათ შეკვეთის სისტემას.
იანვრის დასაწყისში მაღაზიამ მიიღო ახალი კოლექცია და ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს უკვე ადგილზე შეუძლია შეარჩიოს 2017 წლის უახლესი მოდელები. სიახლეა მისაღები ოთახების არჩევანში - დაემატა "New Exclusive"-ის მუქი კაკლისფერი კომპლექტი, სამ განზომილებიანი ეფექტებით. თანამედროვე და ინოვაციური დიზაინის, ხარისხის, ფერის და ოპტიმალური ფასის ერთობლიობამ ამ მოკლე დროში ეს კომპლექტი საკმაოდ პოპულარული გახადა. ასევე მომხმარებელს სთავაზობენ "New Exclusive"-ის საძინებელ ოთახს და ტელევიზორის კედელს.
სიახლეა რბილი ავეჯის არჩევანში, უამრავი ახალი მოდელით განახლებული შოურუმი კლიენტს გაუმარტივებს გაადწყვეტილების მიღებას, რადგან "დოგტასი & კელებეკი"-ში არის საუკეთესო ქსოვილები, ალკანტარაში დამზადებული ავეჯი, საწოლად ტრანსფორმირებადი მექანიზმით და სათავსოებით არჭურვილი კუთხის დივნები, სამეულები სხვადასხვა კომბინაციით,გასაშლელი დივნები და სხვ.
"დოგტას ჯორჯია"-ს თბილისი შოურუმში ყველაფერია იმისთვის, რომ შექმნათ კომფორტი და გემოვნებიანი ინტერიერი ხელმისაწვდომ ფასად.
R