მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი: "სამხედროების უპატივცემულობაში ისინი გვდებენ ბრალს, ვინც 2008 წლის ომის მონაწილე ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ჩახოცეს"
პრემიერი: "სამხედროების უპატივცემულობაში ისინი გვდებენ ბრალს, ვინც 2008 წლის ომის მონაწილე ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ჩახოცეს"

"ისი­ნი გვდე­ბენ ბრალს სამ­ხედ­რო­ე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც 2008 წლის ომის მო­ნა­წი­ლე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ჯარი ცი­ხე­ში ამო­ალ­პეს და ცი­ხე­ში ჩა­ხო­ცეს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი ოფიც­რის, გია ცერ­ცვა­ძის და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ბრალ­დე­ბას, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძის საქ­მე­ზე მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ პო­ზი­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ბა­ტო­ნი ცერ­ცვა­ძის საქ­მე­ზე გა­კეთ­და ძა­ლი­ან ნა­თე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გა­დას­ცემს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა ქვე­ყა­ნას, მი­თუ­მე­ტეს ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აქ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე ყო­ველ­წუ­თი­ერ კონ­ტაქ­ტზეა უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, ეს საქ­მე გა­და­წყდე­ბა ისე, რომ ბა­ტო­ნი ცერ­ცვა­ძე არ იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მუ­ლი რუ­სე­თის­თვის. თუმ­ცა, მთა­ვა­რი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპო­ნენ­ტებს აქვთ სურ­ვი­ლი, მუდ­მი­ვად ვიმ­ყო­ფე­ბო­დეთ თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში. მათ აი­ყო­ლი­ეს სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია, მათი პარტნი­ო­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ნა­წი­ლი და უნ­დათ, ამოგ­ვაგ­დონ მთა­ვა­რი დღის წეს­რი­გი­დან და მუდ­მი­ვად ვიმ­ყო­ფე­ბო­დეთ თა­ვის მარ­თლე­ბა­ში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვარ­ნი.

ეს ხდე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მიერ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ათწლე­უ­ლო­ბით პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ა­ნე­ბა­ში, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა წა­მო­ა­გო უმ­ძი­მეს პრო­ვო­კა­ცი­ას - რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მწვა­ნე შუქი აუნ­თო. უფრო მე­ტიც, ისი­ნი ჩვენ ბრალს გვდე­ბენ სამ­ხედ­რო­ე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც 2008 წლის კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ჯარი ცი­ხე­ში ამო­ალ­პეს, ჩა­ხო­ცეს ცი­ხე­ში, გვა­მე­ბიც კი არ გა­მო­ას­ვე­ნეს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან; უმ­ძი­მე­სი პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყვეს კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და იქ მყო­ფი გმი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ხო­ცეს; კრი­ა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე გვა­მი იყო, სკამ­ზე მი­ა­ბეს და შემ­დეგ კი­დევ ერთხელ დახ­ვრი­ტეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღეს ჩვენ გვდე­ბენ ბრალს სამ­ხედ­რო­ე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში. მინ­და, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დო, კარ­გად და­ფიქ­რდნენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შიგ­თავსსა და წარ­სულ­ზე, რომ­ლებ­მაც დღეს ჩვენ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და ლა­მის მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა­ში დაგ­ვდეს ბრა­ლი; კარ­გად და­უკ­ვირ­დნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკე­თებს ამ ქვეყ­ნის­თვის და ვის სურს ამ ქვეყ­ნის­თვის მარ­თლა კარ­გი.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მინ­და ვთქვა, რომ ისი­ნი ჩვენს დღის წეს­რიგს ვერ შეც­ვლი­ან. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად იმ გზა­ზე სი­ა­რულს, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ უბე­დუ­რე­ბი­დან ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­მოყ­ვა­ნა და სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე და­ყე­ნე­ბა ჰქვია. ეს არის ჩვე­ნი შე­უც­ვლე­ლი დღის წეს­რი­გი და ამა­ში დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვერ­დით გვიდ­გას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ დო­მი­ნი­რებს მე­დი­ა­სივ­რცე­ში. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩვენ, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ში, ეს უღირ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ნუ შეგ­ვე­ჯიბ­რე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრემიერი: "სამხედროების უპატივცემულობაში ისინი გვდებენ ბრალს, ვინც 2008 წლის ომის მონაწილე ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ჩახოცეს"

პრემიერი: "სამხედროების უპატივცემულობაში ისინი გვდებენ ბრალს, ვინც 2008 წლის ომის მონაწილე ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ჩახოცეს"

"ისინი გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, რომლებმაც 2008 წლის ომის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ციხეში ჩახოცეს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინაში ქართველი ოფიცრის, გია ცერცვაძის დაკავების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტირებისას განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, კვირიკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერების ბრალდებას, რომლებიც ხელისუფლებას გიორგი ცერცვაძის საქმეზე მოღალატეობრივ პოზიციაში ადანაშაულებენ.

"ბატონი ცერცვაძის საქმეზე გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა, მთავარი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი.

ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას - რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს; კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამ უბედურებიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა და სწორი განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ეს არის ჩვენი შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში დღეს ჩვენი ქვეყანა გვერდით გვიდგას, მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედიასივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, ქვეყნის სიყვარულში, ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."