სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი: "დამლაგებლობით და მრეცხავობით დავიწყე"
ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი: "დამლაგებლობით და მრეცხავობით დავიწყე"

ეს ეკა­ტე­რი­ნა მე­იშ­ვი­ლია, რო­მელ­საც ალ­ბათ გა­ცი­ლე­ბით მეტი უნდა იც­ნობ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში - მის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში. ეკა­ტე­რი­ნა წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, სამი შვი­ლის დე­დაა და ფიტ­ნე­სის ინ­სტრუქ­ტო­რი. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლავთ ფიტ­ნეს­ში და ამე­რი­კუ­ლი ფიტ­ნე­სის ქარ­თველ დე­დო­ფალ­საც უწო­დე­ბენ ხში­რად... არა­და, რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბა, არც ისე უღ­რუბ­ლოდ და­ი­წყო მისი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა...

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე ვარ 17 წე­ლია. მყავს 3 შვი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი მხატ­ვრუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე, ნელი სა­ლა­ძეს­თან გა­ვი­ზარ­დე. 1991 წელს გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი... ახლა კი გახ­ლა­ვართ ელი­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი ტრე­ნე­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ფიტ­ნეს­ში.

- რამ­დე­ნად გა­გი­ი­ოლ­დათ უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­სულს ამე­რი­კა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- ეს იოლი არ არის, სამ­წუ­ხა­როდ. ძა­ლი­ან ძნე­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 წელი დამ­ჭირ­და. ალ­ბათ 7 წლის მერე ვიგ­რძე­ნი ცოტა შვე­ბა... პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ვე­დი, დამ­ლა­გებ­ლად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა... თუმ­ცა მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის შე­დე­გი მა­ინც მი­ვი­ღე და ახლა ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი კლუ­ბის მწვრთნე­ლი ვარ.

- მა­ინც რა ფაქ­ტო­რე­ბი და­გეხ­მა­რათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში? ვინც ახლა დგას ასე­თი­ვე გზის და­სა­წყის­ში, მას რას ურ­ჩევთ?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ გული არ უნდა გა­ი­ტე­ხოთ და რწმე­ნა არ უნდა და­კარ­გოთ. მე ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის - ნი­ნის და ჩემი ოჯა­ხის გამო ჩა­მო­ვე­დი ამ ქვე­ყა­ნა­ში. მინ­დო­და, რომ ნი­ნის ისე არ ეტან­ჯა, რო­გორც მე ვი­ტან­ჯე, და ნი­ნის ჰქო­ნო­და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მე არ მქონ­და. ის გზა გა­ვუკ­ვა­ლე, რო­მელ­ზეც მე არც კი მი­ოც­ნე­ბია. ეს ფაქ­ტო­რი მეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ფერ­ში - შვილ­ზე ფიქ­რი, რომ მას ის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ექ­ნე­ბო­და, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ქარ­თველ გო­გო­ნას არ აქვს. მე არ მე­თა­კი­ლე­ბო­და არც და­ლა­გე­ბა, არც ტუ­ა­ლე­ტე­ბის რე­ცხვა, რომ ნი­ნის ყვე­ლა­ფე­რი ჰქო­ნო­და, ამი­ტომ სწო­რედ ჩემს გო­გო­ნას მი­უ­ძღვის უდი­დე­სი წვლი­ლი ჩემს აქ ყოფ­ნა­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი: "დამლაგებლობით და მრეცხავობით დავიწყე"

ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი: "დამლაგებლობით და მრეცხავობით დავიწყე"

ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში. ეკატერინა წლებია ამერიკაში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და ფიტნესის ინსტრუქტორი. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ ფიტნესში და ამერიკული ფიტნესის ქართველ დედოფალსაც უწოდებენ ხშირად... არადა, როგორც თავად ჰყვება, არც ისე უღრუბლოდ დაიწყო მისი ამერიკული ცხოვრება...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ, კალიფორნიის შტატში. ამერიკის მოქალაქე ვარ 17 წელია. მყავს 3 შვილი. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ვიყავი მხატვრული ტანმოვარჯიშე, ნელი სალაძესთან გავიზარდე. 1991 წელს გავხდი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონი... ახლა კი გახლავართ ელიტის პერსონალური ტრენერი და მსოფლიო ჩემპიონი ფიტნესში.

- რამდენად გაგიიოლდათ უცხო ქვეყნიდან ჩასულს ამერიკაში თავის დამკვიდრება?

- ეს იოლი არ არის, სამწუხაროდ. ძალიან ძნელია. დაახლოებით 6-7 წელი დამჭირდა. ალბათ 7 წლის მერე ვიგრძენი ცოტა შვება... პირველად რომ ჩამოვედი, დამლაგებლად დავიწყე მუშაობა... თუმცა მრავალწლიანი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგი მაინც მივიღე და ახლა ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის მწვრთნელი ვარ.

- მაინც რა ფაქტორები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში? ვინც ახლა დგას ასეთივე გზის დასაწყისში, მას რას ურჩევთ?

- თავიდან ძალიან ძნელია, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოთ და რწმენა არ უნდა დაკარგოთ. მე ჩემი უფროსი ქალიშვილის - ნინის და ჩემი ოჯახის გამო ჩამოვედი ამ ქვეყანაში. მინდოდა, რომ ნინის ისე არ ეტანჯა, როგორც მე ვიტანჯე, და ნინის ჰქონოდა ყველაფერი ის, რაც მე არ მქონდა. ის გზა გავუკვალე, რომელზეც მე არც კი მიოცნებია. ეს ფაქტორი მეხმარებოდა ყველაფერში - შვილზე ფიქრი, რომ მას ის ცხოვრებისეული არჩევანი ექნებოდა, რაც სამწუხაროდ, ბევრ ქართველ გოგონას არ აქვს. მე არ მეთაკილებოდა არც დალაგება, არც ტუალეტების რეცხვა, რომ ნინის ყველაფერი ჰქონოდა, ამიტომ სწორედ ჩემს გოგონას მიუძღვის უდიდესი წვლილი ჩემს აქ ყოფნაში.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი