წუხელ რუსთაველის გამზირზე საზარელი ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. დაშავდა სამი ადამიანი. თვითმხილველთა განცხადებით, ავარია "ემ-ელ"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
ამ უბედურ შემთხვევას და ბოლო დროს გახშირებულ ავარიებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ეხმაურებიან:
დემურ გიორხელიძე:
აი, საშინელი ტრაგედია - შედეგი უპასუხისმგებლობისა! ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველზე და... ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი!
თბილისის და საქართველოს ქუჩებში ავტომობილების აღვირახსნილი და უტიფარი ტარება მუტრუკობის, გაუნათლებლობის და ყალბი წარმოდგენების შედეგია...
ასე ნორმალური და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არ იქცევიან. ცხადია, დარღვევები და ტრაგედიები ყველგან ხდება, მაგრამ, საეჭვოა, ეს იმ მიზეზით ასე მასიურად ხდებოდეს, რაც ჩვენშია!
რამაზ ხატიაშვილი:
გუშინ ახალგაზრდა გოგონა შეეწირა ორი გამო****ის მანქანებით შეჯიბრს. ეს გოგონა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი, თქვენი, ნებისმიერი ჩვენგანის შვილი, და, ნათესავი ან უბრალოდ ნაცნობი.
ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკაში არსებობს მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევა, როგორც სასჯელი. ჩვენთანაც უნდა შემოვიღოთ! ამათ ჯარიმები ვერ შეცვლის.
კობა სუბელიანი:
კანაფის გამო ციხე და სიმთვრალეზე, მაინცდამაინც სანამ ვინმეს არ მოკლავს, არაფერი.
ზაზა ხუციშვილი:
გუშინ ორ ძმას (წარმოშობით უკრაინელებს) სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს შტატებში, გოგონა გაიტანეს მანქანით
ლალი ბერეკაშვილი:
რა უბედურებაა ამდენი ავარია და ამდენი მსხვერპლი მარტო თბილისში, მთელს საქართველოში კი ვინ იცის კიდევ რამდენი უბედურება ხდება ყოველ დღე, როგორ შემეცოდა გოგონა, დღეს დილით რომ დაიღუპა, სასტიკი წესი უნდა შემოვიდეს თავხედი და უპასუხისმგებლო მძღოლებისთვის...
ნელი სამხარაძე:
ნეტა, პატრული არსებობს ქალაქში?! რა ხდება ან ის რომ სკდებოდა სასმელით რას ფიქრობდა?! ასეა უკულტურო და შეუგნებელი რომ ხარ, ხომ იქეიფა ვაჟკაცმა.
თამარ სამხარაძე:
რამდენი ხანია ვიძახი - პატრულიიიიი გაიღვიძე! არ იმჩნევენ ქალაქში დარღვევებს! ნასვამი მძღოლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოსვა
მანქანიდან! არ შველით ამ ხალხს ჯარიმა - ხომ ხედავთ! ვიზიარებ მწუხარებას....
მიხეილ გერაძე:
ყველგან ხდება ავარიები, მაგრამ ფაქტია ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიაში დაღუპულების სტატისტიკით. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ტოტალური უპასუხისმგებლობაა.
ხათუნი თურმანიძე:
ჩემს ირვლივ ისეთ ხალხს აქვს მართვის მოწმობა, ურიკას არ ვანდობდი. არ არის საკმარისი მხოლოდ ტესტების ჩაბარება და დახაზულ ზოლებში პარკირება.
თაზო კუპრეიშვილი:
როდესაც ვწუწუნებ, მანქანები როგორ ქაოსურად დადიან თბილისში, რომ ზოლიდან ზოლში გადასვლისას, ან მოხვევისას არ რთავენ ციმციმას და არ გაფრთხილებენ (ამის გამო რამდენჯერმე კინაღამ ავარიაში მოვყევი), მოსაუბრის რეაქცია არის, უი, როგორ გეტყობა რომ ახალბედა მძღოლი ხარ. თან ერთი და ორი კი არ მეუბნება ამას, ლამის ყველა, ვინ რამდენიმე წელია მანქანას ატარებს. თითქოს ნორმაა, რომ რაც უფრო დიდ გამოცდილებას აგროვებ, მით უფრო შენს ჭკუაზე უნდა ატარო მანქანა და სხვას შეუქმნა საფრთხე. საჭიროა მაქსიმალურად მკაცრი ჯარიმები, ქულების დაკლება და ხელახალი, ასევე ურთულესი გამოცდები. ქუჩებიც განიტვირთება ცოტა და ვისაც არ გვეზარება წესების დაცვა, ისინი ვივლით მხოლოდ. პ.ს. გუშინ ერთმა ეგეთმა მკვლელმა ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა რუსთაველზე.