რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
თვითმხილველთა განცხადებით, ავარია "ემ-ელ"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.