ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ გზის სამანქანო ნაწილი, თუმცა აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნას არ ემორჩილებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია შეუერთდნენ აქციას. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას არ მოახდენს, აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და იქნება უფრო მასშტაბური.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.