პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილის პირველ ღამეს თუ არ მოხდა სქესობრივი აქტი, საქალწულე აპკს ხელით არღვევენ" - ბოშაზე გათხოვილი ქართველი ქალის სულისშემძვრელი ნაამბობი
"ქორწილის პირველ ღამეს თუ არ მოხდა სქესობრივი აქტი, საქალწულე აპკს ხელით არღვევენ" - ბოშაზე გათხოვილი ქართველი ქალის სულისშემძვრელი ნაამბობი

ვე­ნე­რა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი, 63 წლის, გარ­და­ბა­ნი - პრო­ექ­ტის­თვის #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

"14 წლის გავ­თხოვ­დი, რომ იტყვი­ან, სიყ­ვა­რუ­ლით. არ ვიცი რა ჭკუ­ა­ზე ვი­ყა­ვი, 8 კლა­სიც არ მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­შინ... მე დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან ვარ. ის ბოშა იყო გურ­ჯა­ა­ნი­დან. დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მუ­შა­ობ­და და იქ გა­ვი­ცა­ნი. მოკ­ლედ, გავ­ყე­ვი და წა­მიყ­ვა­ნა გურ­ჯა­ან­ში, მაგ­რამ მალე და­მაბ­რუ­ნეს ჩვე­ნებ­მა. მე არ მივ­დევ­დი უკან მშობ­ლებს, მაგ­რამ მი­თხრეს - და­ამ­თავ­რე სკო­ლა და მერე გა­ყე­ვიო. უფ­ლე­ბაც მომ­ცეს ხან­და­ხან მო­სუ­ლი­ყო ჩემი ქმა­რი და ვე­ნა­ხე. და­ვამ­თავ­რე 8 კლა­სი და ისევ გავ­ყე­ვი ქმარს. მერე და­ვამ­თავ­რე ოთხწ­ლი­ა­ნი სა­ბუ­ღალ­ტრო ტექ­ნი­კუ­მი ლა­გო­დეხ­ში. იქ ქი­რით კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მივ­დი­ო­დით-მოვ­დი­ო­დით და ძლივს და­ვამ­თავ­რე. მერე შე­ვი­ტა­ნე პო­ლი­ტექ­ნი­კუმ­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ვამ­თავ­რე და­უს­წრე­ბე­ლი. ამ დრო­საც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი. სწავ­ლა მინ­დო­და იმი­ტომ, რომ ჩვენ შვი­დი და-ძმა ვი­ყა­ვით და არ­ცერ­თი იყო, რო­მელ­საც უმაღ­ლე­სი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. მეც მინ­დო­და გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო და ვიბ­რძო­დი ამის­თვის, მაგ­რამ ქმა­რიც არ მე­უბ­ნე­ბო­და უარს, რომ მეს­წავ­ლა. თან ვვაჭ­რობ­დი და თან ვსწავ­ლობ­დი. ფუ­ლიც ხომ მჭირ­დე­ბო­და გზის­თვის და იქ ცხოვ­რე­ბის­თვის? ასე წვა­ლე­ბით, ისიც და­ვამ­თავ­რე. მუ­შა­ო­ბით არ მი­მუ­შა­ვია სა­ერ­თოდ იმი­ტომ, რომ ვე­ღარ გავ­ქა­ჩე ამ­დე­ნი. ოჯა­ხი არ მიშ­ვებ­და. უნდა გე­მა­თხოვ­რა, გემ­კი­თხა­ვა ან გე­ვაჭ­რა, რომ ფული შე­მო­გე­ტა­ნა. ჰო, სწავ­ლა­ზე არა­ფერ მი­თხრეს, მაგ­რამ რა­ი­მე სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა ამათ­თან სირ­ცხვი­ლი იყო.

13 წელი ვი­ცხოვ­რე პირ­ველ ქმარ­თან. 4 შვი­ლი მე­ყო­ლა და იმ 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი ოთხჯერ და­ი­ნიშ­ნა სხვა­ზე. მე მის მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობ­დი და ვი­ყა­ვი ასე წვა­ლე­ბით. როცა იმ რო­მე­ლი­მე ქალს თავს და­ა­ნე­ბებ­და, მო­დი­ო­და ისევ სახ­ლში. ამათ­თან მი­ღე­ბუ­ლია ორი-სამი ცოლი რომ ჰყავ­დეს. მე კი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი და არ შე­მეძ­ლო, რომ ჩემს ქმარს მე­ო­რე-მე­სა­მე ცოლი ჰყო­ლო­და და სახ­ლში ერ­თად გვე­ცხოვ­რა.

1991-1992 წლებ­ში, გამ­სა­ხურ­დი­ას დროს, ჩვენ მა­შინ გურ­ჯა­ან­ში ვცხოვ­რობ­დით, ბო­შე­ბი გა­ყა­რეს სა­ქარ­თვე­ლო­დან. მარ­თა­ლია მე მი­თხრეს, შენ არ წახ­ვი­დე, ქარ­თვე­ლი ხარო, მაგ­რამ ქმა­რი მი­დი­ო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მეც წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თუ რამე მომ­ცეს ჩვე­ნებ­მა - "სპალ­ნა" იყო, თუ ლო­გი­ნი, დიდი ტრა­ი­ლე­რით წა­ვი­ღეთ და წა­ვე­დით რუ­სეთ­ში. იქ ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე თვე ქი­რით. მერე ვე­ღარ შევ­ძე­ლით ქირა გა­დაგ­ვე­ხა­და, ვერც სახ­ლი ვი­ყი­დეთ და წა­ვე­დით ჩეჩ­ნეთ­ში. ძა­ლი­ან ვიწ­ვა­ლეთ და ად­გილ-ად­გილ ვტო­ვებ­დი ნივ­თებს, რად­გან არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მან­ქა­ნა დაგ­ვე­ქი­რა­ვე­ბი­ნა და თან წაგ­ვე­ღო ყვე­ლა­ფე­რი. ჩეჩ­ნე­თი­დან წა­ვე­დით ბა­ქო­ში, ბა­ქო­დან კი­რო­ვა­ბა­და­ში, კი­რო­ვა­ბა­დი­დან მო­ვე­დი დაბა წნორ­ში. იქ ჩემი დები ცხოვ­რო­ბენ. წნორ­ში რომ მი­ვე­დით, მქონ­და მარ­ტო მან­ქა­ნა და ერთი "პა­ლატ­კა", მეტი აღა­რა­ფე­რი შე­მოგ­ვრჩა. გავ­ყი­დეთ ის მან­ქა­ნა და ვი­ყი­დეთ სახ­ლი წნორ­ში. ჩემი მე­უღ­ლე სახ­ლის ყიდ­ვი­დან სამ დღე­ში წა­ვი­და მე­ო­თხე ცოლ­თან, ვის­თა­ნაც ბავ­შვიც ეყო­ლა და სამი წელი იქ ისე ვცხოვ­რობ­დი, რომ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. იქ რომ ხე­დავ­დნენ, მარ­ტო­ხე­ლა ქალი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­დნენ ბოშა კა­ცე­ბიც და ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბიც. ამი­ტომ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი გავ­ყო­ლო­დი ამ ქმარს. მას ჰყავ­და ორი შვი­ლი, ისი­ნიც ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ და მეც კი­დევ გა­მიჩ­ნდა მას­თან ერთი გოგო. სულ ხუთი შვი­ლი მყავს.

ისე­თი მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა გა­ვი­ა­რე, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. არც ერთი ქარ­თვე­ლი ქალი არ გა­უძ­ლებ­და იმას, რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე. ჩე­მე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წა­მო­დი სა­ნამ ბავ­შვი გე­ყო­ლე­ბა, და­ა­ნე­ბე მა­გათ თავი და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დიო, მაგ­რამ მე თან მიყ­ვარ­და ჩემი ქმა­რი და თან იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რას იტყვის ამა­ზე ხალ­ხი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, თით­ქოს ვერც გავ­ბე­დე, თუ არც მინ­დო­და მე თვი­თონ. არა­და, ისე­თი წვა­ლე­ბა გა­ვი­ა­რე... იყო ცე­მაც - ქმა­რი, მა­მამ­თი­ლი და მული, ყვე­ლა მცემ­და იმ პირ­ველ ქმარ­თან, ერთი სი­ტყვაც რომ ზედ­მე­ტი მეთ­ქვა.

ყვე­ლა­ფე­რი ქალ­მა უნდა გა­ა­კე­თოს აქ. დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე ხომ გა­სუ­ლი უნდა იყოს ქალი ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად, მერე მო­ვი­დეს საჭ­მე­ლიც უნდა გა­ა­კე­თოს, შე­შაც იმან დაჭ­რას და წყა­ლიც მო­ი­ტა­ნოს. მე არ მახ­სოვს ჩემი პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე მე­უღ­ლე ოდეს­მე წყალ­ზე წა­სუ­ლი­ყოს. მე თვი­თონ რო­გორ გა­ვუ­ძე­ლი ამ­დენს, არ ვიცი. მე­ო­რე ქმარს როცა გავ­ყე­ვი, უკვე იმ ზო­მამ­დე ვი­ყა­ვი, რომ სვამ­და ხოლ­მე და მერე კა­ცე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ, გე­ფი­ცე­ბი, ბევ­რი კა­ციც კი მი­ცე­მია. ამ მე­ო­რე ქმარ­თა­ნაც, ჩემი დე­დამ­თი­ლი და მუ­ლე­ბი მამ­წა­რებ­დნენ ისე სა­შინ­ლად, რომ აი, რა ხალ­ხი იყო, მე თვი­თონ არ ვიცი... მაგ­რამ უკვე იმ დო­ნემ­დე მი­ვე­დი და ყელ­ში ამო­მი­ვი­და, რომ არ ვუთ­მობ­დი არც ერთს. ჰო, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და თავი და­მეც­ვა.

2009 წელს ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან იყ­ვნენ ჩვენ­თან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ბოშა ბავ­შვე­ბი დე­დოფ­ლის­წყა­როს ქარ­თულ სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნეს და მე და­ვეხ­მა­რე მათ ამ ამ­ბებ­ში, რად­გან ქარ­თუ­ლი ვი­ცო­დი. ამის მერე გი­ორ­გი სორ­დი­ამ შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი თბი­ლის­ში ტრე­ი­ნინგზე და ამ ტრე­ი­ნინ­გის შემ­დეგ, მა­თი­ვე დახ­მა­რე­ბით და­ვა­არ­სეთ ორ­გა­ნი­ზა­ცია - კა­ხე­თის ბო­შა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "რომა". იქი­დან ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე თბი­ლის­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ქი­რით, რომ მე­მუ­შა­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს/ადა­მი­ა­ნებს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, ვინც და­მეხ­მა­რე­ბო­და. ახლა უკვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­შიც ვარ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სამ­ჭოს წევ­რი და ჩემი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი­თაც ბო­შა­თა უფ­ლე­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ. დიდი ნდო­ბა მაქვს მე ამ თემ­ში. ეს მო­ვი­და მას მერე, რაც ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ვა­ფუძ­ნე და და­ვი­წყე სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბო­შა­თა თე­მის­თვის. გა­ჩი­ან­შიც ვმუ­შა­ობ, თე­ლავ­შიც, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ვემ­ხმა­რე­ბი ბო­შებს პას­პორ­ტი­ზა­ცი­ა­ში, ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, სხა­ვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბის და­წე­რა­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში. მოკ­ლედ, ყველ­გან დავ­ყვე­ბი მათ და ყვე­ლა მი­კავ­შირ­დე­ბა მე, რად­გან გაჩ­ნდა ნდო­ბა ჩემს მი­მართ. მა­გა­ლი­თად, როცა ადრე ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მი­დი­ოდ­ნენ მათ­თან, ან რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, ახ­ლოს არ იკა­რებ­დნენ არა­ვის, რად­გან სულ ეში­ნო­დათ. მაგ­რამ, მე თუ დავ­რე­კავ­დი, ან მე თუ მიმ­ყავ­და ეს ხალ­ხი მათ­თან, კარ­გად გვხვდე­ბოდ­ნენ. თა­ვა­დაც მი­რე­კა­ვენ ხოლ­მე, ეს და ეს მო­დის ჩვენ­თან, შე­იძ­ლე­ბა შევ­ხვდე­თო? მე როცა ვე­თან­ხმე­ბი, უპ­რობ­ლე­მოდ აძ­ლე­ვენ გა­და­ღე­ბის და გა­სა­უბ­რე­ბის უფ­ლე­ბას.

ბოშა ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა ათას­ჯერ უფრო მძი­მეა, ქარ­თველ ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით. ისი­ნი ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან, რად­გამ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მე თვი­თონ გა­მოვ­ცა­დე. ამი­ტო­მაც, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და გენ­დე­რის თე­მებ­ზეც ვმუ­შა­ობ ბო­შა­თა თემ­ში. ბევ­რჯერ გა­მო­მი­ძა­ხე­ბია პატ­რუ­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და სა­სა­მარ­თლო­შიც გავ­ყო­ლი­ვარ ქა­ლებს.

ბოშა გო­გო­ებს 13-14 წლი­სებს ათხო­ვე­ბენ. გო­გოს არც კი ეკი­თხე­ბი­ან რა უნდა, ისე ათხო­ვე­ბენ ძა­ლით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე ძა­ლით გა­თხო­ვილს რა ცხოვ­რე­ბა აქვს?! ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა უფ­როს მა­მა­კაც­ზეც გა­ა­თხო­ვონ, რო­მე­ლიც არ უყ­ვარს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე და­ტან­ჯულ­მა უნდა იცხოვ­როს. ეს ხომ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ცაა, როცა არა­სულ­წლო­ვანს ათხო­ვე­ბენ?! ზოგ­ჯერ პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა, რომ ბიჭი შე­იძ­ლე­ბა იყოს 13 წლის და გოგო უფრო დიდი, 15 წლის. ამ 13 წლის ბავ­შვს ხომ არ შე­უძ­ლია ხში­რად, რომ გო­გოს­თან დაწ­ვეს, ან რა­ღაც... მოკ­ლედ, ქორ­წი­ლის პირ­ველ ღა­მეს თუ კი არ მოხ­და სქე­სობ­რი­ვი აქტი წყვილს შო­რის, გოგო მი­ყავთ წი­ნას­წარ ამ საქ­მის­თვის შერ­ჩე­ულ ქალ­თან, რო­მე­ლიც სა­ქალ­წუ­ლე აპკს ხე­ლით არ­ღვევს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს რამ­ხე­ლა ძა­ლა­დო­ბაა?! ამის მერე რა ცხოვ­რე­ბა უნდა ჰქონ­დეს ქალს?! ეს მინ­და ყვე­ლამ გა­ი­გოს, რად­გან ეს და­ნა­შა­უ­ლია, რო­მე­ლიც დღემ­დე ხდე­ბა ბო­შა­თა თემ­ში! ჩემს გო­გო­ებ­საც ასე გა­უ­კე­თეს და გე­ფი­ცე­ბით, მე ვერ გავ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მა­შინ, რად­გან ამ თემ­ში ვცხოვ­რობ­დი და ალ­ბათ, ჩემი ქმა­რი მომ­კლავ­და ეს რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი თემ­ში, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა. მე ჩემი შვი­ლე­ბი ვერ და­ვი­ცა­ვი ამის­გან და ვერც იმის­გან, რომ 13 წლი­სე­ბი არ გა­თხო­ვი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ იქ­ნებ შევ­ძლო და ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ინც და­ვიც­ვა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სა­ში­ნე­ლე­ბა აღარ ხდე­ბო­დეს?!

ძა­ლი­ან მი­ხა­რია ის, რომ რაც ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი შე­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნი­მე და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გახ­მა­ურ­და, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა შიში. აი, ერთ-ერ­თმა ბიჭ­მა მო­ი­ტა­ცა გოგო ორი თვის წინ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხელი არ ახ­ლეს და ის გოგო ქა­ლიშ­ვი­ლი და­აბ­რუ­ნეს, რად­გან შე­ე­შინ­დათ პო­ლი­ცი­ის. კი­დევ ერთი 14 წლის გოგო და­ნიშ­ნეს გა­ჩი­ან­ში, მაგ­რამ 18 წლამ­დე არ აპი­რე­ბენ ქორ­წილს. ასე მა­ინც იყოს, რომ მხო­ლოდ ნიშ­ნავ­დნენ და სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე აღ­წევ­დნენ გო­გო­ე­ბი. მერე შე­იძ­ლე­ბა გაყ­ვეს ან აღარც გაყ­ვეს. კა­ნონს აქვს ძალა და უკვე რომ ვხე­დავ ამ კა­ნო­ნის შე­დე­გებს, ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია."

© 2016 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქორწილის პირველ ღამეს თუ არ მოხდა სქესობრივი აქტი, საქალწულე აპკს ხელით არღვევენ" - ბოშაზე გათხოვილი ქართველი ქალის სულისშემძვრელი ნაამბობი

"ქორწილის პირველ ღამეს თუ არ მოხდა სქესობრივი აქტი, საქალწულე აპკს ხელით არღვევენ" - ბოშაზე გათხოვილი ქართველი ქალის სულისშემძვრელი ნაამბობი

ვენერა მარტყოფლიშვილი, 63 წლის, გარდაბანი - პროექტისთვის #ქალებისაქართველოდან

"14 წლის გავთხოვდი, რომ იტყვიან, სიყვარულით. არ ვიცი რა ჭკუაზე ვიყავი, 8 კლასიც არ მქონდა დამთავრებული მაშინ... მე დედოფლისწყაროდან ვარ. ის ბოშა იყო გურჯაანიდან. დედოფლისწყაროში მუშაობდა და იქ გავიცანი. მოკლედ, გავყევი და წამიყვანა გურჯაანში, მაგრამ მალე დამაბრუნეს ჩვენებმა. მე არ მივდევდი უკან მშობლებს, მაგრამ მითხრეს - დაამთავრე სკოლა და მერე გაყევიო. უფლებაც მომცეს ხანდახან მოსულიყო ჩემი ქმარი და ვენახე. დავამთავრე 8 კლასი და ისევ გავყევი ქმარს. მერე დავამთავრე ოთხწლიანი საბუღალტრო ტექნიკუმი ლაგოდეხში. იქ ქირით კი ვიყავით, მაგრამ მივდიოდით-მოვდიოდით და ძლივს დავამთავრე. მერე შევიტანე პოლიტექნიკუმში, ეკონომიკური დავამთავრე დაუსწრებელი. ამ დროსაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი. სწავლა მინდოდა იმიტომ, რომ ჩვენ შვიდი და-ძმა ვიყავით და არცერთი იყო, რომელსაც უმაღლესი დამთავრებული არ ჰქონდა. მეც მინდოდა განათლება მიმეღო და ვიბრძოდი ამისთვის, მაგრამ ქმარიც არ მეუბნებოდა უარს, რომ მესწავლა. თან ვვაჭრობდი და თან ვსწავლობდი. ფულიც ხომ მჭირდებოდა გზისთვის და იქ ცხოვრებისთვის? ასე წვალებით, ისიც დავამთავრე. მუშაობით არ მიმუშავია საერთოდ იმიტომ, რომ ვეღარ გავქაჩე ამდენი. ოჯახი არ მიშვებდა. უნდა გემათხოვრა, გემკითხავა ან გევაჭრა, რომ ფული შემოგეტანა. ჰო, სწავლაზე არაფერ მითხრეს, მაგრამ რაიმე სამსახურში მუშაობა ამათთან სირცხვილი იყო.

13 წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან. 4 შვილი მეყოლა და იმ 13 წლის განმავლობაში, ერთი ოთხჯერ დაინიშნა სხვაზე. მე მის მშობლებთან ვცხოვრობდი და ვიყავი ასე წვალებით. როცა იმ რომელიმე ქალს თავს დაანებებდა, მოდიოდა ისევ სახლში. ამათთან მიღებულია ორი-სამი ცოლი რომ ჰყავდეს. მე კი ქართველი ვიყავი და არ შემეძლო, რომ ჩემს ქმარს მეორე-მესამე ცოლი ჰყოლოდა და სახლში ერთად გვეცხოვრა.

1991-1992 წლებში, გამსახურდიას დროს, ჩვენ მაშინ გურჯაანში ვცხოვრობდით, ბოშები გაყარეს საქართველოდან. მართალია მე მითხრეს, შენ არ წახვიდე, ქართველი ხარო, მაგრამ ქმარი მიდიოდა და იძულებული ვიყავი მეც წავსულიყავი. თუ რამე მომცეს ჩვენებმა - "სპალნა" იყო, თუ ლოგინი, დიდი ტრაილერით წავიღეთ და წავედით რუსეთში. იქ ვიყავით რამდენიმე თვე ქირით. მერე ვეღარ შევძელით ქირა გადაგვეხადა, ვერც სახლი ვიყიდეთ და წავედით ჩეჩნეთში. ძალიან ვიწვალეთ და ადგილ-ადგილ ვტოვებდი ნივთებს, რადგან არ გვქონდა საშუალება, მანქანა დაგვექირავებინა და თან წაგვეღო ყველაფერი. ჩეჩნეთიდან წავედით ბაქოში, ბაქოდან კიროვაბადაში, კიროვაბადიდან მოვედი დაბა წნორში. იქ ჩემი დები ცხოვრობენ. წნორში რომ მივედით, მქონდა მარტო მანქანა და ერთი "პალატკა", მეტი აღარაფერი შემოგვრჩა. გავყიდეთ ის მანქანა და ვიყიდეთ სახლი წნორში. ჩემი მეუღლე სახლის ყიდვიდან სამ დღეში წავიდა მეოთხე ცოლთან, ვისთანაც ბავშვიც ეყოლა და სამი წელი იქ ისე ვცხოვრობდი, რომ არ დაბრუნებულა. იქ რომ ხედავდნენ, მარტოხელა ქალი ვიყავი, ძალიან მაწუხებდნენ ბოშა კაცებიც და ქართველი კაცებიც. ამიტომ, იძულებული გავხდი გავყოლოდი ამ ქმარს. მას ჰყავდა ორი შვილი, ისინიც ჩემს ხელში გაიზარდნენ და მეც კიდევ გამიჩნდა მასთან ერთი გოგო. სულ ხუთი შვილი მყავს.

ისეთი მომთაბარე ცხოვრება გავიარე, რომ ეს საშინელება იყო. არც ერთი ქართველი ქალი არ გაუძლებდა იმას, რაც მე გადავიტანე. ჩემები სულ მეუბნებოდნენ, წამოდი სანამ ბავშვი გეყოლება, დაანებე მაგათ თავი და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდიო, მაგრამ მე თან მიყვარდა ჩემი ქმარი და თან იმასაც ვფიქრობდი, რას იტყვის ამაზე ხალხი-მეთქი. მოკლედ, თითქოს ვერც გავბედე, თუ არც მინდოდა მე თვითონ. არადა, ისეთი წვალება გავიარე... იყო ცემაც - ქმარი, მამამთილი და მული, ყველა მცემდა იმ პირველ ქმართან, ერთი სიტყვაც რომ ზედმეტი მეთქვა.

ყველაფერი ქალმა უნდა გააკეთოს აქ. დილიდან-საღამომდე ხომ გასული უნდა იყოს ქალი ფულის საშოვნელად, მერე მოვიდეს საჭმელიც უნდა გააკეთოს, შეშაც იმან დაჭრას და წყალიც მოიტანოს. მე არ მახსოვს ჩემი პირველი ან მეორე მეუღლე ოდესმე წყალზე წასულიყოს. მე თვითონ როგორ გავუძელი ამდენს, არ ვიცი. მეორე ქმარს როცა გავყევი, უკვე იმ ზომამდე ვიყავი, რომ სვამდა ხოლმე და მერე კაცები ჩხუბობდნენ, გეფიცები, ბევრი კაციც კი მიცემია. ამ მეორე ქმართანაც, ჩემი დედამთილი და მულები მამწარებდნენ ისე საშინლად, რომ აი, რა ხალხი იყო, მე თვითონ არ ვიცი... მაგრამ უკვე იმ დონემდე მივედი და ყელში ამომივიდა, რომ არ ვუთმობდი არც ერთს. ჰო, იძულებული გავხდი გავძლიერებულიყავი და თავი დამეცვა.

2009 წელს ერთ-ერთი ორგანიზაციიდან იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები, რომლებმაც ბოშა ბავშვები დედოფლისწყაროს ქართულ სკოლაში მიიყვანეს და მე დავეხმარე მათ ამ ამბებში, რადგან ქართული ვიცოდი. ამის მერე გიორგი სორდიამ შემომთავაზა, რომ წავსულიყავი თბილისში ტრეინინგზე და ამ ტრეინინგის შემდეგ, მათივე დახმარებით დავაარსეთ ორგანიზაცია - კახეთის ბოშათა გაერთიანება "რომა". იქიდან ვერაფერს ვახერხებდი და გადავწყვიტე თბილისში გადმოვსულიყავი ქირით, რომ მემუშავა ამ მიმართულებით და ორგანიზაციებს/ადამიანებს დავკავშირებოდი, ვინც დამეხმარებოდა. ახლა უკვე სახალხო დამცველის აპარატშიც ვარ უმცირესობების სამჭოს წევრი და ჩემი ორგანიზაციის პროექტებითაც ბოშათა უფლებებზე ვმუშაობ. დიდი ნდობა მაქვს მე ამ თემში. ეს მოვიდა მას მერე, რაც ორგანიზაცია დავაფუძნე და დავიწყე სხვადასხვა პროექტის განხორციელება ბოშათა თემისთვის. გაჩიანშიც ვმუშაობ, თელავშიც, დასავლეთ საქართველოშიც და ვემხმარები ბოშებს პასპორტიზაციაში, ბავშვების განათლების საკითხებში, სხავადასხვა უწყებებისთვის განცხადებების დაწერასა და დოკუმენტაციის მომზადებაში, სასამართლოში. მოკლედ, ყველგან დავყვები მათ და ყველა მიკავშირდება მე, რადგან გაჩნდა ნდობა ჩემს მიმართ. მაგალითად, როცა ადრე ტელევიზიიდან მიდიოდნენ მათთან, ან რომელიმე ორგანიზაციიდან, ახლოს არ იკარებდნენ არავის, რადგან სულ ეშინოდათ. მაგრამ, მე თუ დავრეკავდი, ან მე თუ მიმყავდა ეს ხალხი მათთან, კარგად გვხვდებოდნენ. თავადაც მირეკავენ ხოლმე, ეს და ეს მოდის ჩვენთან, შეიძლება შევხვდეთო? მე როცა ვეთანხმები, უპრობლემოდ აძლევენ გადაღების და გასაუბრების უფლებას.

ბოშა ქალების ცხოვრება ათასჯერ უფრო მძიმეა, ქართველ ქალებთან შედარებით. ისინი ძალიან მეცოდებიან, რადგამ ეს საშინელება მე თვითონ გამოვცადე. ამიტომაც, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის და გენდერის თემებზეც ვმუშაობ ბოშათა თემში. ბევრჯერ გამომიძახებია პატრული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და სასამართლოშიც გავყოლივარ ქალებს.

ბოშა გოგოებს 13-14 წლისებს ათხოვებენ. გოგოს არც კი ეკითხებიან რა უნდა, ისე ათხოვებენ ძალით. წარმოიდგინეთ, ასე ძალით გათხოვილს რა ცხოვრება აქვს?! ჩათვალეთ, რომ ის ძალადობის მსხვერპლია პირველივე დღიდან. ზოგჯერ შეიძლება უფროს მამაკაცზეც გაათხოვონ, რომელიც არ უყვარს და მთელი ცხოვრება ასე დატანჯულმა უნდა იცხოვროს. ეს ხომ ბავშვთა უფლებების დარღვევაცაა, როცა არასულწლოვანს ათხოვებენ?! ზოგჯერ პირიქითაც ხდება, რომ ბიჭი შეიძლება იყოს 13 წლის და გოგო უფრო დიდი, 15 წლის. ამ 13 წლის ბავშვს ხომ არ შეუძლია ხშირად, რომ გოგოსთან დაწვეს, ან რაღაც... მოკლედ, ქორწილის პირველ ღამეს თუ კი არ მოხდა სქესობრივი აქტი წყვილს შორის, გოგო მიყავთ წინასწარ ამ საქმისთვის შერჩეულ ქალთან, რომელიც საქალწულე აპკს ხელით არღვევს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ძალადობაა?! ამის მერე რა ცხოვრება უნდა ჰქონდეს ქალს?! ეს მინდა ყველამ გაიგოს, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც დღემდე ხდება ბოშათა თემში! ჩემს გოგოებსაც ასე გაუკეთეს და გეფიცებით, მე ვერ გავწიე წინააღმდეგობა მაშინ, რადგან ამ თემში ვცხოვრობდი და ალბათ, ჩემი ქმარი მომკლავდა ეს რომ გამეკეთებინა. ორგანიზაციის დაარსების შემდეგ დავიწყე ამ თემაზე საუბარი თემში, რომ ეს არ შეიძლება. მე ჩემი შვილები ვერ დავიცავი ამისგან და ვერც იმისგან, რომ 13 წლისები არ გათხოვილიყვნენ, მაგრამ იქნებ შევძლო და ჩემი შვილიშვილები მაინც დავიცვა, რომ დროთა განმავლობაში ეს საშინელება აღარ ხდებოდეს?!

ძალიან მიხარია ის, რომ რაც ადრეული ქორწინების შესახებ კანონი შეიცვალა და რამდენიმე დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, მას შემდეგ გაჩნდა შიში. აი, ერთ-ერთმა ბიჭმა მოიტაცა გოგო ორი თვის წინ და წარმოიდგინეთ, ხელი არ ახლეს და ის გოგო ქალიშვილი დააბრუნეს, რადგან შეეშინდათ პოლიციის. კიდევ ერთი 14 წლის გოგო დანიშნეს გაჩიანში, მაგრამ 18 წლამდე არ აპირებენ ქორწილს. ასე მაინც იყოს, რომ მხოლოდ ნიშნავდნენ და სრულწლოვანებამდე აღწევდნენ გოგოები. მერე შეიძლება გაყვეს ან აღარც გაყვეს. კანონს აქვს ძალა და უკვე რომ ვხედავ ამ კანონის შედეგებს, ეს ძალიან მიხარია."

© 2016 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით #ქალებისაქართველოდან

ხმაური ცესკოში - დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის მოხდა

"ნუ ვიტყვით ვინ არის დამნაშავე და ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა" - რატომ დგას სწრაფი ტესტის მოლოდინში გრძელი რიგები და რას ამბობენ ექიმები კორონავირუსით რეინფიცირებაზე

"რემდისივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ აფთიაქებში არ გაიყიდება" - ამირან გამყრელიძე