ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით, პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც აღჭურვილია QR კოდების ნავიგაციით.
QR კოდების ნავიგაციით აღჭურვილი გზამკვლევის დახმარებით, ტურისტი ადვილად იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებას და ეწვევა სხვადასხვა მარანს, რესტორანსა თუ სასტუმროს.
გზამკვლევში თავმოყრილია 300-მდე ღვინის მარანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სასტუმრო სახლები, რესტორნები და ა.შ
ასოციაცია ქართული ღვინის კომუნიკაციებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის ტატა ჯაიანის განცხადებით, თითქმის ყველა მარანს, რესტორანსა და სასტუმრო სახლს აქვთ უფლება QR კოდებზე. განაგრძეთ კითხვა