კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები
როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები

და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო, ფასტ-ფუდი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვახ­შა­მი - სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის სწო­რად კვე­ბას იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ხერ­ხებთ.

რო­გორ, რამ­დენ­ჯერ და რო­დის უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზა­რა­ლოთ - ამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი ესა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- რო­გო­რი უნდა იყოს სა­უზ­მე. რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ვი­ღოთ დი­ლას?

- სა­უზ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა დი­ლით მი­სარ­თმე­ვი პრო­დუქ­ტე­ბის სა­გან­გე­ბო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­უზ­მე კა­ლო­რი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე მე­ტად "დატ­ვირ­თუ­ლი" იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­დილ­თან და ვახ­შამ­თან შე­და­რე­ბით.

- სა­უზ­მი­დან სა­დი­ლამ­დე რისი მი­ღე­ბაა სა­სურ­ვე­ლი? ვთქვათ, ხი­ლის თუ უმი ბოსტნე­უ­ლის?

- ხემ­სის შე­მად­გენ­ლო­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. და­საშ­ვე­ბია რო­გორც ხი­ლის, ასე­ვე ბოსტნე­უ­ლის ან რძის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვა. ასე, მა­გა­ლი­თად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კე­ფი­რი ან მა­წო­ნი ან უცხი­მო იო­გურ­ტი, შე­საძ­ლოა ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­სა და ლი­მო­ნის მო­სას­ხმე­ლით.

- ე.ი. სა­დი­ლი მსუ­ყე არ უნდა იყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა?

- არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: სა­უზ­მე თა­ვად მი­ირ­თვი, სა­დი­ლი გა­უ­ყა­ვი მე­გო­ბარს, ხოლო ვახ­შა­მი უწი­ლა­დე მტერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დი­ლად შე­საძ­ლოა, მი­ირ­თვათ ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი (რომ­ლის მირ­თმე­ვაც სა­სურ­ვე­ლია, ზამ­თარ­ში სა­სი­ა­მოვ­ნოც არის) ან ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძი, რომ­ლის გარ­ნი­რი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა, ასე­ვე პუ­რის 1-2 თხე­ლი ნა­ჭე­რი (სა­სურ­ვე­ლია წინა დღის და არა ახ­ლად­გა­მომ­ცხვა­რი).

- პრო­დუქ­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის­თვის კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, თუ ეს ერთ დღე­ში უნდა შევ­ძლოთ?

- იდე­ა­ლუ­რია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი - ცილა, ცხი­მი, ნახ­შირ­წყა­ლი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, წყა­ლი ზო­მი­ე­რად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, სულ მცი­რე, ოთხ მირ­თმე­ვა­ზე.

კვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სა­ა­თე­ბია - 8:00 სა­უზ­მე, 12:00 ხემ­სი, 16:00 სა­დი­ლი, 20:00 მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი. თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, ისე­ვე რო­გორც კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და მი­სარ­თმე­ვად ხელ­საყ­რე­ლი დრო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, ზოგ­მა წა­ხემ­სე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ შეძ­ლოს, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 სა­ათ­ზე (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად).

- სა­დილს ხილი მა­შინ­ვე უნდა მი­ვა­ყო­ლოთ თუ არა?

- სა­ერ­თოდ, ხილი უნდა მი­ირ­თვათ ცალ­კე, ანუ მისი და­ყო­ლე­ბა დე­სერ­ტის სა­ხით, ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლია. იმი­სათ­ვის, რომ ხილ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აით­ვი­სოს ორ­გა­ნიზ­მმა. იმის­თვის, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სრულ­ფა­სო­ვან მუ­შა­ო­ბას, თან­მდე­ვი დის­პეპ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, სა­სურ­ვე­ლია, ხილი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ირ­თვათ ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 ან 17:00 სა­ათ­ზე...

- წყა­ლი რა რა­ო­დე­ნო­ბის და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა დავ­ლი­ოთ?

- ზამ­თარ­ში, სულ მცი­რე - 1,5 ლ, ხოლო ზა­ფხულ­ში 2 ლ და შე­საძ­ლოა მე­ტიც. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­ბა­რია პრაქ­ტი­კუ­ლად, ჯან­მრთელ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც არ აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წყლის შე­ზღუდ­ვა. უმ­ჯო­ბე­სია, მი­ი­ღოთ წყა­ლი 1 ჭიქა (რიგ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტიც) ყო­ვე­ლი მირ­თმე­ვის წინ, სულ მცი­რე, 30 წუ­თით ადრე.

- ვახ­შა­მი რა პრო­დუქ­ტე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ვახ­შა­მი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მსუ­ბუ­ქი და სა­სურ­ვე­ლია, მი­ვირ­თვათ არა­უგ­ვი­ა­ნეს 20:00 სა­ა­თი­სა. ზო­გა­დად, ბოლო კვე­ბა უნდა იყოს და­ძი­ნე­ბამ­დე სულ მცი­რე 2-3 სა­ა­თით ადრე, იმი­სათ­ვის, რომ ძი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა არ და­ირ­ღვეს, არ გან­ვი­თარ­დეს დის­კომ­ფორ­ტი მუც­ლის არე­ში. ვფიქ­რობ, 1 ულუ­ფა რძის პრო­დუქ­ტი ან მსუ­ბუ­ქი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია; ასე­ვე, თუ სა­დი­ლად წვნი­ა­ნის მირ­თმე­ვა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ მსუ­ბუ­ქი, წყალ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი ვახ­შმა­დაც მი­სა­ღე­ბია. ამას­თა­ნა­ვე, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ირ­თმევთ, სა­ღა­მოს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა არ შე­გა­წუ­ხებთ და მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ზურაბ
20

როგორ გადავეჩვიოთ ჭამას და დავრჩეთ ცოცხალი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები

როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები

დაბალანსებული კვება თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, საოფისე სამუშაო, ფასტ-ფუდი, დაგვიანებული ვახშამი - სხვადასხვა მიზეზის სწორად კვებას იშვიათად თუ ვახერხებთ.

როგორ, რამდენჯერ და როდის უნდა ვიკვებოთ, რომ ორგანიზმი არ დავაზარალოთ - ამ საინტერესო საკითხებზე AMBEBI.GE-ს ქეთევან ასათიანი ესაუბრება, ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი:

- როგორი უნდა იყოს საუზმე. რა აუცილებელი პროდუქტი უნდა მივიღოთ დილას?

- საუზმე სავალდებულოა, თუმცა დილით მისართმევი პროდუქტების საგანგებო ჩამონათვალი არ არსებობს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუზმე კალორიულობის თვალსაზრისით, შესაძლოა ყველაზე მეტად "დატვირთული" იყოს დღის განმავლობაში სადილთან და ვახშამთან შედარებით.

- საუზმიდან სადილამდე რისი მიღებაა სასურველი? ვთქვათ, ხილის თუ უმი ბოსტნეულის?

- ხემსის შემადგენლობაც ინდივიდუალურია. დასაშვებია როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის ან რძის პროდუქტის მირთმევა. ასე, მაგალითად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კეფირი ან მაწონი ან უცხიმო იოგურტი, შესაძლოა ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთისა და ლიმონის მოსასხმელით.

- ე.ი. სადილი მსუყე არ უნდა იყოს და აუცილებელია თუ არა წვნიანის მიღება?

- არსებობს გამოთქმა: საუზმე თავად მიირთვი, სადილი გაუყავი მეგობარს, ხოლო ვახშამი უწილადე მტერს. აქედან გამომდინარე, სადილად შესაძლოა, მიირთვათ ბოსტნეულის წვნიანი (რომლის მირთმევაც სასურველია, ზამთარში სასიამოვნოც არის) ან ხორციანი კერძი, რომლის გარნირი ბოსტნეულის სალათი იქნება, ასევე პურის 1-2 თხელი ნაჭერი (სასურველია წინა დღის და არა ახლადგამომცხვარი).

- პროდუქტები მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისთვის კვირის განმავლობაში უნდა გადავანაწილოთ, თუ ეს ერთ დღეში უნდა შევძლოთ?

- იდეალურია დღის განმავლობაში დაბალანსებული კვების რაციონი - ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, მიკროელემენტები, წყალი ზომიერად, რაციონალურად განაწილებული, სულ მცირე, ოთხ მირთმევაზე.

კვების სავარაუდო საათებია - 8:00 საუზმე, 12:00 ხემსი, 16:00 სადილი, 20:00 მსუბუქი ვახშამი. თუმცა, გავიმეორებ, რომ სხვადასხვა ადამიანისათვის სამუშაო საათები, ისევე როგორც კვების რაციონი და მისართმევად ხელსაყრელი დრო, განსხვავებულია. შესაძლოა, ზოგმა წახემსება დღის განმავლობაში 2-ჯერ შეძლოს, ასე, მაგალითად, 12:00 და 17:00 საათზე (ინდივიდუალურად).

- სადილს ხილი მაშინვე უნდა მივაყოლოთ თუ არა?

- საერთოდ, ხილი უნდა მიირთვათ ცალკე, ანუ მისი დაყოლება დესერტის სახით, ნაკლებად სასურველია. იმისათვის, რომ ხილში არსებული ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები აითვისოს ორგანიზმმა. იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს კუჭნაწლავის ტრაქტის სრულფასოვან მუშაობას, თანმდევი დისპეპსიური მოვლენების განვითარებით, სასურველია, ხილი დღის განმავლობაში მიირთვათ ასე, მაგალითად, 12:00 ან 17:00 საათზე...

- წყალი რა რაოდენობის და რა ინტენსივობით უნდა დავლიოთ?

- ზამთარში, სულ მცირე - 1,5 ლ, ხოლო ზაფხულში 2 ლ და შესაძლოა მეტიც. ბუნებრივია, საუბარია პრაქტიკულად, ჯანმრთელ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება და შესაბამისად არ არის აუცილებელი წყლის შეზღუდვა. უმჯობესია, მიიღოთ წყალი 1 ჭიქა (რიგ შემთხვევაში მეტიც) ყოველი მირთმევის წინ, სულ მცირე, 30 წუთით ადრე.

- ვახშამი რა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ვახშამი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და სასურველია, მივირთვათ არაუგვიანეს 20:00 საათისა. ზოგადად, ბოლო კვება უნდა იყოს დაძინებამდე სულ მცირე 2-3 საათით ადრე, იმისათვის, რომ ძილის სრულფასოვნება არ დაირღვეს, არ განვითარდეს დისკომფორტი მუცლის არეში. ვფიქრობ, 1 ულუფა რძის პროდუქტი ან მსუბუქი ბოსტნეულის სალათი სავსებით დასაშვებია; ასევე, თუ სადილად წვნიანის მირთმევა არ არის შესაძლებელი, მაშინ მსუბუქი, წყალზე მომზადებული ბოსტნეულის წვნიანი ვახშმადაც მისაღებია. ამასთანავე, თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთმევთ, საღამოს შიმშილის შეგრძნება არ შეგაწუხებთ და მსუბუქი ვახშამი დამანაყრებელი იქნება.

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მამა დანიელი მეუფე  პეტრესგან სამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს

ყველაზე მოთხოვნადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა საქართველოში