საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ულამაზესი მოდელის, ბელა ჰადიდის დახმარებით. პარასკევს, პარიზში ყოფნისას მოდელი ქართული ლეიბლის Situationist-ის სამოსით გამოჩნდა და თან არა ერთხელ, არამედ ორჯერ. ქართველი დიზაინერის თეთრ "ბოტფორდებში" ბელა ჰადიდი იტალიელ დიზაინერს რიკარდო ტიშის და კარდაშიანების უმცროს დას, მოდელ კენდალ ჯენერს შეხვდა.
ლეიბლი Situationist დიზაინერებმა - ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. როგორც Vogue.com წერს, ლეიბლი სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდული კოლექციებით, რომლებსაც კიდევ ერთი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას Vetements-ის მსგავსი ესთეტიკა აქვს.
დიზაინერი ირაკლი რუსაძე ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, თბილისში დაბადებულმა თვითნასწავლმა დიზაინერმა კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი დებიუტი კი 2010 წელს GFW მოდის კვირეულზე შედგა თბილისში.
"ახალბედა ბრენდებისთვის და ქართველი დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელას ეს სამოსი აცვია. მისი დახმარებით "სიტუაციონისტისადმი" ინტერესი გაიზრდება" - წერს რუსაძე.
მომზადებულია vogue.com-ს მიხედვით