პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამიერიდან, კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!" - ჯგუფ "ეგარის" განცხადება
"ამიერიდან, კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!" - ჯგუფ "ეგარის" განცხადება

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რაჭ­ვე­ლის და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შეძ­რა. "ტაში, ბიჭო, გი­ორ­გუ­ნას" და ცეკ­ვა "რა­ჭუ­ლის" ავ­ტო­რი ამ­ბრო­ლა­ურ­ში, კონ­ცერ­ტის დროს, სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მე­გობ­რებ­მა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ის უკა­ნას­კნელ გზა­ზე 3 იან­ვარს გა­ა­ცი­ლეს. სწო­რედ ამ დღეს, სხირტლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ახა­ლი სი­ცო­ცხლე და­ი­ბა­და - ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა და­თუ­ნი­კას პირ­ვე­ლი ვაჟი, და­ვით - თევ­დო­რე სხირტლა­ძე. პა­ტა­რა თევ­დო­რეს და­ბა­დე­ბამ ოჯა­ხის წევ­რებს და გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რებს დიდი სი­ხა­რუ­ლი მოჰ­გვა­რა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რაჭ­ვე­ლის შვი­ლის აღ­ზრდა­ში სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს ჯგუ­ფი "ეგა­რი". გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს:

"და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვი­ლად იქცა.. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამ ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბი­სა ქვე­ყა­ნას მისი გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და­ვით - თევ­დო­რე სხირტლა­ძე მო­ევ­ლი­ნა და ყვე­ლას სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვგვა­რა.. ჯგუ­ფი ეგა­რი - ს ყვე­ლა წევ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ამი­ე­რი­დან კონ­ცერ­ტე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან, და­თუ­ნი­კას კუთ­ვნი­ლი წილი სწო­რედ და­ვით - თევ­რო­დე სხირტლა­ძის ან­გა­რიშ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბა!.. დღეს დროა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის მიერ შე­ტა­ნი­ლი ლო­მის წვლი­ლი­სათ­ვის, ვალი და­ვით-თევ­დო­რე სხირტლა­ძეს გა­და­ვუ­ხა­დოთ და გვერ­დში და­ვუდ­გეთ რათა მა­მის და­ნაკ­ლი­სი თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რად არ იგ­რძნოს..

ასე­ვე ჯგუ­ფი ეგა­რი - მო­უ­წო­დებს ქვეყ­ნის მო­ა­მა­გე­ებს, ავი­ღოთ ჩვენს თავ­ზე გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე უმა­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზის წი­ნა­შე და ვი­საც რითი შეგ­ვეძ­ლე­ბა გვერ­დში და­ვუდ­გეთ ოჯახს!..

თი­ბი­სი ბან­კი

ბან­კის კოდი: TBCBGE22

ლა­რის ან­გა­რი­ში: GE19TB7000517365100050 (GEL)

დო­ლა­რის ან­გა­რი­ში: GE13TB7000517366100034 (USD)

მიმ­ღე­ბი: მზია ჯინ­ჭა­რა­ძე

და­ნიშ­ნუ­ლე­ბა: და­ვით - თევ­დო­რე სხირტლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად", - ნათ­ქვა­მია ჯგუ­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე რა­ჭა­ში, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში, ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი და პო­ე­ტი იყო. და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე ჯგუფ "ში­ნის" და "ეგა­რის" წევ­რი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ამიერიდან, კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!" - ჯგუფ "ეგარის" განცხადება

"ამიერიდან, კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!" - ჯგუფ "ეგარის" განცხადება

ყველაზე ცნობილი რაჭველის დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები შეძრა. "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა. მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ის უკანასკნელ გზაზე 3 იანვარს გააცილეს. სწორედ ამ დღეს, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა - ქვეყანას მოევლინა დათუნიკას პირველი ვაჟი, დავით - თევდორე სხირტლაძე. პატარა თევდორეს დაბადებამ ოჯახის წევრებს და გარდაცვლილის მეგობრებს დიდი სიხარული მოჰგვარა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველაზე ცნობილი რაჭველის შვილის აღზრდაში საკუთარ წვლილს შეიტანს  ჯგუფი "ეგარი". გადაწყვეტილება ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს:

"დათუნიკა სხირტლაძის მოულოდნელი გარდაცვალება სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა.. თუმცა მიუხედავად ამ ტრაგიკული ამბისა ქვეყანას მისი გვარის გამგრძელებელი დავით - თევდორე სხირტლაძე მოევლინა და ყველას სიხარული მოგვგვარა.. ჯგუფი ეგარი - ს ყველა წევრის გადაწყვეტილებით ამიერიდან კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას კუთვნილი წილი სწორედ დავით - თევროდე სხირტლაძის ანგარიშზე ჩაირიცხება!.. დღეს დროა ქართული კულტურის განვითარებაში დათუნიკა სხირტლაძის მიერ შეტანილი ლომის წვლილისათვის, ვალი დავით-თევდორე სხირტლაძეს გადავუხადოთ და გვერდში დავუდგეთ რათა მამის დანაკლისი თუნდაც ფინანსურად არ იგრძნოს..

ასევე ჯგუფი ეგარი - მოუწოდებს ქვეყნის მოამაგეებს, ავიღოთ ჩვენს თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა დაბადებისთანავე უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზის წინაშე და ვისაც რითი შეგვეძლება გვერდში დავუდგეთ ოჯახს!..

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

ლარის ანგარიში: GE19TB7000517365100050 (GEL)

დოლარის ანგარიში: GE13TB7000517366100034 (USD)

მიმღები: მზია ჯინჭარაძე

დანიშნულება: დავით - თევდორე სხირტლაძის დასახმარებლად", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დათუნიკა სხირტლაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანი ხალხის ოჯახში დაიბადა. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი იყო. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი