პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში" - სიკეთე, რომელიც სასწაულს ახდენს
"ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში" - სიკეთე, რომელიც სასწაულს ახდენს

მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ გა­ზარ­და ჯაბა. ავად­მყო­ფი და­ბა­დე­ბუ­ლა და მა­მამ, რო­გორც კი და­ი­ჯე­რა, რომ მისი შვი­ლის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი იყო, "უჯი­შო­ბა" ცოლს და­აბ­რა­ლა, დაჰ­კრა ფეხი და სოფ­ლი­დან გა­და­იხ­ვე­წა. მას მერე ერთხე­ლაც არ უკი­თხავს, გა­დარ­ჩნენ თუ და­ი­ხოც­ნენ მის გა­რე­შე უნუ­გე­შოდ დარ­ჩე­ნი­ლი ქალი და ბავ­შვი.

ჯა­ბას ზრდის შე­ფერ­ხე­ბა ჰქონ­და - მეტრ-ნა­ხე­ვარ­საც ვერ მი­აღ­წია სი­მაღ­ლე­ში და ძვლის სი­სუს­ტის გამო, სკო­ლი­ო­ზიც გა­ნუ­ვი­თარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნე­ბით უწყი­ნა­რი და ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო, თა­ნა­ტო­ლე­ბი მა­ინც არ ზო­გავ­დნენ და დას­ცი­ნოდ­ნენ: ხან კვა­ზი­მო­დო შე­არ­ქვეს და ხა­ნაც, "კუ­დი­ა­ნი ბე­რი­კა­ცი"... ამის გამო სკო­ლა­შიც აღარ იარა და ცხრა კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სახ­ლში ჩაჯ­და. არა­სო­დეს წუ­წუ­ნებ­და თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და ტკი­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, დღე­სა და ღა­მეს შრო­მა­ში ატა­რებ­და, ბევრ ჯან­მრთელ კაცს შე­შურ­დე­ბო­და მისი მოვ­ლი­ლი ბაღ-ვე­ნა­ხი და პი­რუ­ტყვი. საკ­ვე­ბი ნამ­დვი­ლად არ უჭირ­დათ, მაგ­რამ ფუ­ლა­დი შე­მო­სა­ვა­ლი, გარ­და მწი­რი პენ­სი­ი­სა, არა­სო­დეს ჰქო­ნია დედა-შვილს. ხილ­საც ყიდ­დნენ ზოგ­ჯერ, ბოსტნე­ულ­საც და ღვი­ნო-არაყ­საც, მაგ­რამ ისე ია­ფად (და უმე­ტეს­წი­ლად ნი­სი­ად), რომ სა­ნა­ხევ­რო­დაც ვერ ამოჰ­ქონ­დათ და­ნა­ხარ­ჯი. თა­ნაც, ჯერ კი­დევ ჯა­ბას პა­ტა­რა­ო­ბა­ში, დე­და­მი­სი თინა თუ სად­მე მში­ერ ბავ­შვს და­ი­ნა­ხავ­და, მო­აგ­რო­ვებ­და საჭ­მელ-სას­მელს და მისი სახ­ლის ჭიშ­კარ­თან ისე და­ტო­ვებ­და, ვი­ნა­ო­ბას არც გა­ამ­ხელ­და: ათას მად­ლო­ბას რომ ათ­ქმე­ვი­ნებ, ეგ სი­კე­თე აღა­რაა და არც უფ­ლის წი­ნა­შე გექ­ნე­ბა რა­ი­მე თა­ვის მო­სა­წო­ნე­ბე­ლი. სი­კე­თე ჩუ­მად უნდა აკე­თო და უფალ­მა თა­ვად იცის, სა­მა­გი­ე­როდ რა­საც გი­წყა­ლო­ბებ­სო...

დე­დას კი მხო­ლოდ ერთი ნატ­ვრა ჰქონ­და: ჯა­ბას კარ­გად ყოფ­ნა და უტ­კი­ვი­ლო ცხოვ­რე­ბა. სა­დღაც გუ­ლის კუნ­ჭულ­ში იმა­ზეც ოც­ნე­ბობ­და, რომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და სად­მე უბ­რა­ლო გოგო, ბი­ჭის გა­რეგ­ნულ ნაკლს კი არა, მისი სუ­ლის სიღ­რმეს რომ და­ი­ნა­ხავ­და და მარ­ტო­ო­ბას გა­და­არ­ჩენ­და, მაგ­რამ თინა ისე გარ­და­იც­ვა­ლა, შვი­ლის დარ­დი თან გა­ი­ყო­ლა.

ჯა­ბას კი­დევ უფრო გა­უ­ჭირ­და დე­დის გა­რე­შე. ორ­მოც წე­ლი­წადს მიღ­წე­უ­ლი, ბავ­შვი­ვით უსუ­სუ­რად გრძნობ­და თავს და სა­ნამ თა­ვის ტკი­ვი­ლი არ და­ე­წყე­ბო­და, ჭა­მაც არ ახ­სენ­დე­ბო­და. მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დის ას­ლა­რი­ა­ნი პენ­სია გა­და­სა­ხა­დებ­ში მი­უ­დი­ო­და და ზოგ­ჯერ, უპუ­რო­დაც რჩე­ბო­და, მაგ­რამ დე­დის­გან ნას­წავ­ლებ ქველ­მოქ­მე­დე­ბას მა­ინც არ იშ­ლი­და და თუ რა­მეს მო­ა­ქუ­ჩებ­და, ხან მე­ზობ­ლის დაქვრი­ვე­ბულ ცოლ­სა და და­ობ­ლე­ბულ შვი­ლებს უზი­დავ­და და ხა­ნაც, მო­ხუც ბებო ნა­თე­ლას, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი რომ უცოლ-შვი­ლოდ და­ე­ღუ­პა და რომ არა ჯაბა, შიმ­ში­ლი­თა და სი­ცი­ვით მოკ­ვდე­ბო­და კარ­გა ხნის წინ...

სა­თა­ვი­სოდ იშ­ვი­ა­თად ფიქ­რობ­და და იც­ლი­და, ლა­მის ტან­საც­მე­ლიც კი შე­მო­აცვდა ტან­ზე და ალ­ბათ, ამი­ტომ მო­ა­კი­თხა ზა­ფხულ­ში მე­ზო­ბელ­მა ვე­რი­კომ, რო­მე­ლიც ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობს: ახა­ლი ფუ­თე­ბი ჩა­მო­მი­ვი­და ქა­ლა­ქი­დან და ეს ოხე­რი "დუბ­ლი­ონ­კა" ისე­თი პა­ტა­რა ზო­მის აღ­მოჩ­ნდა, ვე­რა­ვინ მო­ირ­გო. შენ გა­მახ­სენ­დი და მო­გი­ტა­ნე, ოც ლა­რად მოგ­ცემ და უარი არ თქვა. ღვთის გლა­ხა­სა­ვით სა­კე­რებ­ლი­ა­ნი ტან­საც­მლით სა­ნამ უნდა ია­როო?!

ოცი ლა­რიც ეძ­ვი­რა ჯა­ბას, მაგ­რამ ვე­რი­კო არ მო­ეშ­ვა: და­ი­ტო­ვე და არ ინა­ნებ, ეგ ოცი ლარი კი თუ გინ­და, ხუთ-ხუთი ლა­რო­ბით გა­მის­ტუმ­რე ახალ წლამ­დეო...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში" - სიკეთე, რომელიც სასწაულს ახდენს

"ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში" - სიკეთე, რომელიც სასწაულს ახდენს

მარტოხელა დედამ გაზარდა ჯაბა. ავადმყოფი დაბადებულა და მამამ, როგორც კი დაიჯერა, რომ მისი შვილის პრობლემები გამოუსწორებელი იყო, "უჯიშობა" ცოლს დააბრალა, დაჰკრა ფეხი და სოფლიდან გადაიხვეწა. მას მერე ერთხელაც არ უკითხავს, გადარჩნენ თუ დაიხოცნენ მის გარეშე უნუგეშოდ დარჩენილი ქალი და ბავშვი.

ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში და ძვლის სისუსტის გამო, სკოლიოზიც განუვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით უწყინარი და ძალიან კეთილი იყო, თანატოლები მაინც არ ზოგავდნენ და დასცინოდნენ: ხან კვაზიმოდო შეარქვეს და ხანაც, "კუდიანი ბერიკაცი"... ამის გამო სკოლაშიც აღარ იარა და ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, სახლში ჩაჯდა. არასოდეს წუწუნებდა თავისი გაჭირვებისა და ტკივილების შესახებ, დღესა და ღამეს შრომაში ატარებდა, ბევრ ჯანმრთელ კაცს შეშურდებოდა მისი მოვლილი ბაღ-ვენახი და პირუტყვი. საკვები ნამდვილად არ უჭირდათ, მაგრამ ფულადი შემოსავალი, გარდა მწირი პენსიისა, არასოდეს ჰქონია დედა-შვილს. ხილსაც ყიდდნენ ზოგჯერ, ბოსტნეულსაც და ღვინო-არაყსაც, მაგრამ ისე იაფად (და უმეტესწილად ნისიად), რომ სანახევროდაც ვერ ამოჰქონდათ დანახარჯი. თანაც, ჯერ კიდევ ჯაბას პატარაობაში, დედამისი თინა თუ სადმე მშიერ ბავშვს დაინახავდა, მოაგროვებდა საჭმელ-სასმელს და მისი სახლის ჭიშკართან ისე დატოვებდა, ვინაობას არც გაამხელდა: ათას მადლობას რომ ათქმევინებ, ეგ სიკეთე აღარაა და არც უფლის წინაშე გექნება რაიმე თავის მოსაწონებელი. სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და უფალმა თავად იცის, სამაგიეროდ რასაც გიწყალობებსო...

დედას კი მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა: ჯაბას კარგად ყოფნა და უტკივილო ცხოვრება. სადღაც გულის კუნჭულში იმაზეც ოცნებობდა, რომ გამოჩნდებოდა სადმე უბრალო გოგო, ბიჭის გარეგნულ ნაკლს კი არა, მისი სულის სიღრმეს რომ დაინახავდა და მარტოობას გადაარჩენდა, მაგრამ თინა ისე გარდაიცვალა, შვილის დარდი თან გაიყოლა.

ჯაბას კიდევ უფრო გაუჭირდა დედის გარეშე. ორმოც წელიწადს მიღწეული, ბავშვივით უსუსურად გრძნობდა თავს და სანამ თავის ტკივილი არ დაეწყებოდა, ჭამაც არ ახსენდებოდა. მეორე ჯგუფის ინვალიდის ასლარიანი პენსია გადასახადებში მიუდიოდა და ზოგჯერ, უპუროდაც რჩებოდა, მაგრამ დედისგან ნასწავლებ ქველმოქმედებას მაინც არ იშლიდა და თუ რამეს მოაქუჩებდა, ხან მეზობლის დაქვრივებულ ცოლსა და დაობლებულ შვილებს უზიდავდა და ხანაც, მოხუც ბებო ნათელას, ერთადერთი შვილი რომ უცოლ-შვილოდ დაეღუპა და რომ არა ჯაბა, შიმშილითა და სიცივით მოკვდებოდა კარგა ხნის წინ...

სათავისოდ იშვიათად ფიქრობდა და იცლიდა, ლამის ტანსაცმელიც კი შემოაცვდა ტანზე და ალბათ, ამიტომ მოაკითხა ზაფხულში მეზობელმა ვერიკომ, რომელიც ძველმანებით ვაჭრობს: ახალი ფუთები ჩამომივიდა ქალაქიდან და ეს ოხერი "დუბლიონკა" ისეთი პატარა ზომის აღმოჩნდა, ვერავინ მოირგო. შენ გამახსენდი და მოგიტანე, ოც ლარად მოგცემ და უარი არ თქვა. ღვთის გლახასავით საკერებლიანი ტანსაცმლით სანამ უნდა იაროო?!

ოცი ლარიც ეძვირა ჯაბას, მაგრამ ვერიკო არ მოეშვა: დაიტოვე და არ ინანებ, ეგ ოცი ლარი კი თუ გინდა, ხუთ-ხუთი ლარობით გამისტუმრე ახალ წლამდეო...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი