პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კედლის იქით ვხედავდი, რა ხდებოდა, ოღონდ შავ-თეთრ ფერებში" - ქართველი პარაფსიქოლოგის უცნაური ხილვები
"კედლის იქით ვხედავდი, რა ხდებოდა, ოღონდ შავ-თეთრ ფერებში" - ქართველი პარაფსიქოლოგის უცნაური ხილვები

პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი, მწე­რა­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი - თა­მაზ ჭე­იშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნებ­სა და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

პა­რაფ­სი­ქო­ლო­გია, წიგ­ნე­ბი და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

- პა­რაფ­სი­ქო­ლო­გია იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა, უფრო ზუს­ტად, მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ამო­უც­ნობ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შე­ის­წავ­ლის. 90-იან წლებ­ში, ცენ­ზუ­რა და ტაბუ ყვე­ლა­ფერ­ზე რომ მო­იხ­სნა, და­ხუ­რუ­ლი თე­მე­ბი პირ­და­პირ შე­მო­იჭ­რა, ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­წყუ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს "ყლა­პავ­და" და ამ სფე­რო­ში ბევ­რი შარ­ლა­ტა­ნი და მა­ტყუ­ა­რაც გაჩ­ნდა. სა­ერ­თოდ, ჟურ­ნა­ლის­ტი, მწე­რა­ლი, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი ვარ. მა­გა­ლი­თად, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" ხუთ ენა­ზე გა­მო­ი­ცა. "მო­ამ­ბე­შიც" ვმუ­შა­ობ­დი, სპორ­ტს ვა­შუ­ქებ­დი. ჩემი ერთ-ერთი წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ჩე­ხეთ­ში მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი გა­და­ი­ღეს. ახ­ლაც ორი წიგ­ნი მაქვს მზად, მაგ­რამ ვერ ვბეჭ­დავ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნი რომ გა­მო­ვე­ცი, ჰო­ნო­რა­რი - 360 მა­ნე­თი მომ­ცეს და ვა­ლე­ბი გა­ვის­ტუმ­რე; მე­ო­რე წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ, მე და ჩემ­მა ცოლ­მა რუ­მი­ნუ­ლი სა­ძი­ნე­ბე­ლი ვი­ყი­დეთ, მე­სა­მე­ზე - ცოლს "კა­რა­კუ­ლის" ქურ­ქი ვა­ჩუ­ქე და თა­ვად - ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ვი­ძი­ნე. ახლა, წიგ­ნი რომ დავ­ბეჭ­დო, ცო­ლის ქურ­ქი და მან­ქა­ნა უნდა გავ­ყი­დო და ჰო­ნო­რა­რით იმას მა­ინც ვერ ამო­ვი­ღებ. ხალ­ხი წიგნს აღარ კი­თხუ­ლობს... არ ვამ­ბობ, რომ საბ­ჭო­თა წყო­ბა კარ­გი იყო და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ცუ­დია, პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ კულ­ტუ­რამ სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო აღ­მავ­ლო­ბა, ახლა კი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჭა­ო­ბია. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი ვერ გა­და­არ­ჩი­ნა, გავ­წი­რეთ და ბევ­რს ვწი­რავთ მის მსგავ­სად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბა, სი­კე­თე კი არ ჩანს. "ფე­ის­ბუკ­ში" სულ ნე­გა­ტი­ვია, ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ქუც­მა­ცე­ბა 1991 წლი­დან და­ი­წყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა "გა­თი­შე და იბა­ტო­ნე"...

მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი, ნო­დარ

დუმ­ბა­ძე და "ნი­ან­გი"

- მე და ჩემი მე­უღ­ლე - ლენა "სა­ქინ­ფორ­მის" ფო­ტოქ­რო­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ­დით: მე ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ლენა ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ორი­ვე ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დით. მი­ნი­ა­ტი­უ­რებს ვწერ­დი, იუ­მო­რის­ტულს. ერთხელ, "ნი­ან­გი" მო­აქვს და მე­უბ­ნე­ბა: თა­მაზ, ნახე, ვი­ღაც შენს მოგ­ვა­რეს რა­ღაც და­უ­ბეჭ­დავ­სო. დავ­ხე­დე, ჩემი მი­ნი­ა­ტი­უ­რაა. ეს რა არის-მეთ­ქი? - ნო­დარ დუმ­ბა­ძეს მი­ვუ­ტა­ნე, მო­ე­წო­ნა და ოთხი ცალი და­ი­ტო­ვაო. ასე გა­ვი­ცა­ნი ნო­დარ დუმ­ბა­ძე. - ჭე­იშ­ვი­ლი, ბიჭო, რა გინ­და შენ მანდ, ფო­ტოგ­რა­ფებ­თან, წა­მო­დი ჩემ­თან, "ნი­ან­გშიო", - მე­უბ­ნე­ბო­და. ერთ სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვით. სო­ნია ცი­ციშ­ვი­ლი იყო პირ­ვე­ლი მე­მან­ქა­ნე, 100 წლის გარ­და­იც­ვა­ლა... და მან მო­მა­ხა­რა, - არი­ქა, ნო­დარ­მა შენი მი­ღე­ბის ბრძა­ნე­ბა და­წე­რა, მი­ღე­ბულ იქ­ნას ლიტ­მუ­შა­კა­დო... და ხე­ლის მო­წე­რა ვერ მო­ას­წრო - მწე­რალ­თა კავ­ში­რის მდივ­ნად გა­და­იყ­ვა­ნეს. სხვა­თა შო­რის, "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნონ­ში" თა­ნამ­შრო­მელს რომ იჭე­რენ, ეგ ამ­ბა­ვი "ნი­ან­გის" რე­დაქ­ცი­ა­ში მოხ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ი­ჭი­რეს. მოკ­ლედ, ნო­დარ­მა ახალ რე­დაქ­ტორს და­უ­რე­კა და 26 წლის ბიჭს "ნი­ან­გის" ბიბ­ლი­ო­თე­კა ჩა­მა­ბა­რეს.

ნა­ხა­ლოვ­კე­ლი "ბირ­ჟა­ვი­კე­ბის" "რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი"

- პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი ნიჭი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რო­დის გა­მი­ძა­ხებ­დნენ და მე­ცხრე კლა­სამ­დე სულ ხუ­თო­სა­ნი ვი­ყა­ვი (იცი­ნის). სამი წლის ვწერ­დი და ვკი­თხუ­ლობ­დი. ნა­ხა­ლოვ­კა­ში ვცხოვ­რობ­დი. "შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­დე­უ­ლი" რომ გა­მო­ვი­და, კრი­სის მსგავ­სად, მთე­ლი "ბირ­ჟა" თავ­გა­და­პარ­სუ­ლი და­დი­ო­და. მა­შინ ლექ­სებს ვწერ­დი და "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" იბეჭ­დე­ბო­და, იო­სებ ნო­ნეშ­ვი­ლი იყო რე­დაქ­ტო­რი. ერთხელ, "ბირ­ჟა­ვი­კებ­მა" გა­მა­ჩე­რეს და მი­თხრეს, - არ გრცხვე­ნია, ბიჭო, ნა­ხა­ლოვ­კე­ლი კაცი ლექ­სებს წერ და ხუ­თებ­ზე სწავ­ლობ? ჩვენ აქ "ბირ­ჟას" ვა­მაგ­რებთ, უბანს ვუფრ­თხილ­დე­ბით, გო­გო­ნებს პა­ტივს ვცემთ და შენო? იმ დღი­დან ორი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა და­ვი­წყე და დავ­რჩი მე­ცხრე კლას­ში (იცი­ნის). მა­შინ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს აი­დე­ა­ლებ­დნენ...

უც­ნა­უ­რი ხილ­ვე­ბი ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"კედლის იქით ვხედავდი, რა ხდებოდა, ოღონდ შავ-თეთრ ფერებში" - ქართველი პარაფსიქოლოგის უცნაური ხილვები

"კედლის იქით ვხედავდი, რა ხდებოდა, ოღონდ შავ-თეთრ ფერებში" - ქართველი პარაფსიქოლოგის უცნაური ხილვები

პარაფსიქოლოგი, მწერალი, ჟურნალისტი - თამაზ ჭეიშვილი ამჯერად განვლილ ცხოვრებაზე, საინტერესო პერსონებსა და მისთვის მნიშვნელოვან ეტაპებზე გვესაუბრება.

პარაფსიქოლოგია, წიგნები და დაქუცმაცებული ქართველი საზოგადოება

- პარაფსიქოლოგია იშვიათი მოვლენა, უფრო ზუსტად, მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ამოუცნობ შესაძლებლობებს შეისწავლის. 90-იან წლებში, ცენზურა და ტაბუ ყველაფერზე რომ მოიხსნა, დახურული თემები პირდაპირ შემოიჭრა, ინფორმაციას მოწყურებული საზოგადოება ყველაფერს "ყლაპავდა" და ამ სფეროში ბევრი შარლატანი და მატყუარაც გაჩნდა. საერთოდ, ჟურნალისტი, მწერალი, რამდენიმე წიგნის ავტორი ვარ. მაგალითად, "ქუჩის ბიჭები" ხუთ ენაზე გამოიცა. "მოამბეშიც" ვმუშაობდი, სპორტს ვაშუქებდი. ჩემი ერთ-ერთი წიგნის მიხედვით, ჩეხეთში მხატვრული ფილმი გადაიღეს. ახლაც ორი წიგნი მაქვს მზად, მაგრამ ვერ ვბეჭდავ. წარმოიდგინეთ, პირველი წიგნი რომ გამოვეცი, ჰონორარი - 360 მანეთი მომცეს და ვალები გავისტუმრე; მეორე წიგნის გამოცემის შემდეგ, მე და ჩემმა ცოლმა რუმინული საძინებელი ვიყიდეთ, მესამეზე - ცოლს "კარაკულის" ქურქი ვაჩუქე და თავად - ავტომობილი შევიძინე. ახლა, წიგნი რომ დავბეჭდო, ცოლის ქურქი და მანქანა უნდა გავყიდო და ჰონორარით იმას მაინც ვერ ამოვიღებ. ხალხი წიგნს აღარ კითხულობს... არ ვამბობ, რომ საბჭოთა წყობა კარგი იყო და თავისუფლება ცუდია, პარადოქსია, მაგრამ კულტურამ სწორედ მაშინ დაიწყო აღმავლობა, ახლა კი შემოქმედებითი ჭაობია. ქართველმა ხალხმა გოდერძი ჩოხელი ვერ გადაარჩინა, გავწირეთ და ბევრს ვწირავთ მის მსგავსად. ხელისუფლებები იცვლება, სიკეთე კი არ ჩანს. "ფეისბუკში" სულ ნეგატივია, ერთმანეთის ლანძღვა. საზოგადოების დაქუცმაცება 1991 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება "გათიშე და იბატონე"...

მინიატიურები, ნოდარ

დუმბაძე და "ნიანგი"

- მე და ჩემი მეუღლე - ლენა "საქინფორმის" ფოტოქრონიკაში ვმუშაობდით: მე ფოტოკორესპონდენტი ვიყავი, ლენა ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. ორივე ინსტიტუტში ვსწავლობდით. მინიატიურებს ვწერდი, იუმორისტულს. ერთხელ, "ნიანგი" მოაქვს და მეუბნება: თამაზ, ნახე, ვიღაც შენს მოგვარეს რაღაც დაუბეჭდავსო. დავხედე, ჩემი მინიატიურაა. ეს რა არის-მეთქი? - ნოდარ დუმბაძეს მივუტანე, მოეწონა და ოთხი ცალი დაიტოვაო. ასე გავიცანი ნოდარ დუმბაძე. - ჭეიშვილი, ბიჭო, რა გინდა შენ მანდ, ფოტოგრაფებთან, წამოდი ჩემთან, "ნიანგშიო", - მეუბნებოდა. ერთ სართულზე ვიყავით. სონია ციციშვილი იყო პირველი მემანქანე, 100 წლის გარდაიცვალა... და მან მომახარა, - არიქა, ნოდარმა შენი მიღების ბრძანება დაწერა, მიღებულ იქნას ლიტმუშაკადო... და ხელის მოწერა ვერ მოასწრო - მწერალთა კავშირის მდივნად გადაიყვანეს. სხვათა შორის, "მარადისობის კანონში" თანამშრომელს რომ იჭერენ, ეგ ამბავი "ნიანგის" რედაქციაში მოხდა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დაიჭირეს. მოკლედ, ნოდარმა ახალ რედაქტორს დაურეკა და 26 წლის ბიჭს "ნიანგის" ბიბლიოთეკა ჩამაბარეს.

ნახალოვკელი "ბირჟავიკების" "რჩევა-დარიგებები"

- პარაფსიქოლოგიური ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. წინასწარ ვიცოდი, როდის გამიძახებდნენ და მეცხრე კლასამდე სულ ხუთოსანი ვიყავი (იცინის). სამი წლის ვწერდი და ვკითხულობდი. ნახალოვკაში ვცხოვრობდი. "შესანიშნავი შვიდეული" რომ გამოვიდა, კრისის მსგავსად, მთელი "ბირჟა" თავგადაპარსული დადიოდა. მაშინ ლექსებს ვწერდი და "ლიტერატურულ საქართველოში" იბეჭდებოდა, იოსებ ნონეშვილი იყო რედაქტორი. ერთხელ, "ბირჟავიკებმა" გამაჩერეს და მითხრეს, - არ გრცხვენია, ბიჭო, ნახალოვკელი კაცი ლექსებს წერ და ხუთებზე სწავლობ? ჩვენ აქ "ბირჟას" ვამაგრებთ, უბანს ვუფრთხილდებით, გოგონებს პატივს ვცემთ და შენო? იმ დღიდან ორიანების მიღება დავიწყე და დავრჩი მეცხრე კლასში (იცინის). მაშინ კრიმინალურ სამყაროს აიდეალებდნენ...

უცნაური ხილვები ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი