პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა - მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოპორტრეტი
მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა - მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოპორტრეტი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმე­რე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 15 წლის გო­გო­ნა მან­და­ტუ­რის­გან და­ორ­სულ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ით ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­რულ­წლო­ვან­ზე მომ­ხდა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის 181 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 176 შემ­თხვე­ვა­ზე კი სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა და­ი­წყო.

2016 წლის დე­ტა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

დევ­ნა და­ი­წყო

იან­ვა­რი - 22 იან­ვა­რი - 23

თე­ბერ­ვა­ლი - 16 თე­ბერ­ვა­ლი - 17

მარ­ტი - 17 მარ­ტი - 18

აპ­რი­ლი - 21 აპ­რი­ლი - 20

მა­ი­სი - 18 მა­ი­სი - 16

ივ­ნი­სი - 13 ივ­ნი­სი - 13

ივ­ლი­სი - 16 ივ­ლი­სი - 14

აგ­ვის­ტო - 8 აგ­ვის­ტო - 9

სექ­ტემ­ბე­რი - 14 სექ­ტემ­ბე­რი - 13

ოქ­ტომ­ბე­რი - 18 ოქ­ტომ­ბე­რი - 18

ნო­ემ­ბე­რი - 18 ნო­ემ­ბე­რი - 15

მი­უ­ხე­და­ვად სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, სპე­ცი­ლის­ტე­ბის თქმით, რე­ა­ლუ­რად ასე­თი ფაქ­ტე­ბი, ბევ­რად მე­ტია, თუმ­ცა ხში­რად მშობ­ლე­ბი ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­ში, ოჯახს გა­რეთ ან ოჯახ­ში. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ბავ­შვი, რო­გორც გო­გო­ნა, ასე­ვე ბიჭი. შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის თქმით, მო­ძა­ლა­დე უმე­ტე­სად ბავ­შვის­თვის ნაც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბაა. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ელე­ნე სა­მუ­შია AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გუ­ლის­ხმობს ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

"ზო­გი­ერთს ჰგო­ნია, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად კონ­ტაქტსა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე სა­უბ­რე­ბი, შე­ხე­ბა, ალერ­სი, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, სუ­რა­თე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა.

რო­გორც წესი, და ამას კვლე­ვე­ბიც აჩ­ვე­ნებს, ბავ­შვზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, უმე­ტე­სად ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს შე­ფარ­ვი­თი ხა­სი­ა­თი­საა, რო­დე­საც ბავ­შვი ვერ ხვდე­ბა. რო­დე­საც ბავ­შვი ამას აც­ნო­ბი­ე­რებს, მო­ძა­ლა­დე მის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას იწყებს და აში­ნებს, რომ თუ იტყვის სხვე­ბი არას­წო­რედ გა­ი­გე­ბენ. ხში­რად ეს ძა­ლა­დო­ბა ხაგ­რძლი­ვია, იშ­ვი­ა­თად, რომ ერთჯე­რა­დი იყოს და რო­დე­საც მჟღავ­ნდე­ბა, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე წე­ლიც კი იყოს გა­სუ­ლი", - ამ­ბობს სა­მუ­შია.

რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, ბავ­შვის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრამ­ვუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვის რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბას ზი­ანს აყე­ნებს. ასე­თი ფაქ­ტი არას­რულ­წლო­ვა­ნის ყვე­ლა­ზე ძი­რე­ულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს არ­ღვევს. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვს ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია უგ­როვ­დე­ბა - სირ­ცხვი­ლის, და­ნა­შა­უ­ლის, და­უც­ვე­ლო­ბის და მუდ­მი­ვად და­ძა­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"რო­დე­საც ბავ­შვი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დის, მისი ქცე­ვა იც­ვლე­ბა. მთა­ვა­რია, და­ვი­ნა­ხოთ ბავ­შვის ცვლი­ლე­ბა ქცე­ვა­ში, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ბავ­შვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ იყო. თვალ­ში­სა­ცე­მია სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის თე­მებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, გა­შიშ­ვლე­ბა ან პი­რი­ქით სხე­უ­ლის და­ფარ­ვა, შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვმა არ უნდა იცო­დეს. მთა­ვა­რია, რომ ბავ­შვში რა­ღაც შე­იც­ვა­ლა", - აცხა­დებს ფსი­ქო­ლო­გი.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ­ბობს, ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­დახ­რე­ბი აქვს. სა­მუ­ში­ას თქმით, მსხვერ­პლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რაა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მი­სა და დრო­ის გან­სა­ზღვრა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­დაც­ვის ფონდს" ამ კუ­თხით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა აქვს. ჩვენ უფრო მე­ტად ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ კუ­თხით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ხში­რი არ არის, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. შე­საძ­ლოა, ოჯახს არ სურს, რომ გახ­მა­ურ­დეს. ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა მშობ­ლის­თვი­საც ძა­ლი­ან ტრამ­ვუ­ლია. და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა აქვთ, რო­გორ ვერ გა­ი­გეს და რო­გორ ვერ და­ეხ­მარ­ნენ", - აღ­ნიშ­ნა სა­მუ­ში­ამ.

ფსი­ქო­ლო­გი ნანა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მთლი­ა­ნად გა­რე­მოა ძა­ლა­დობ­რი­ვი.

"ძა­ლი­ან მშვიდ ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნიც კი, რო­მე­ლიც თა­ვად არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მო­ძა­ლა­დე. ძა­ლა­დო­ბა ერ­თის მხრივ არის თვით­დამ­კვიდ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მისი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ნორ­მა­ლუ­რად გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ხდე­ბი­ან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი. ძა­ლი­ან ხში­რად ამას ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვის­თვის ისე­თი ტრავ­მაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს არა­ჯან­საღ პრო­ტეს­ტში, შუ­რის­ძი­ე­ბა­ში, ბოღ­მა­სა და მო­უ­ნე­ლებ­ლო­ბა­ში. ის მო­საზ­რე­ბა, რომ მსხვერ­პლი თა­ვა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად ხდე­ბა მო­ძა­ლა­დე, მცდა­რია, თუმ­ცა რის­კე­ბი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნავს ფსი­ქო­ლო­გი.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა - მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოპორტრეტი

მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა - მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოპორტრეტი

რამდენიმე დღის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა მანდატურისგან დაორსულდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. სამწუხაროდ, მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში არასრულწლოვანზე მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ათი თვის განმავლობაში ოფიციალურად არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის 181 შემთხვევა გამოვლინდა, 176 შემთხვევაზე კი სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.

2016 წლის დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

დევნა დაიწყო

იანვარი - 22                        იანვარი - 23

თებერვალი - 16                 თებერვალი - 17

მარტი - 17                          მარტი - 18

აპრილი - 21                        აპრილი - 20

მაისი - 18                           მაისი - 16

ივნისი - 13                         ივნისი - 13

ივლისი - 16                        ივლისი - 14

აგვისტო - 8                         აგვისტო - 9

სექტემბერი - 14                   სექტემბერი - 13

ოქტომბერი - 18                   ოქტომბერი - 18

ნოემბერი - 18                      ნოემბერი - 15

მიუხედავად სტატისტიკური მონაცემებისა, სპეცილისტების თქმით, რეალურად ასეთი ფაქტები, ბევრად მეტია, თუმცა ხშირად მშობლები ამბის გახმაურებისგან თავს იკავებენ. სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველა სოციალურ ფენაში, ოჯახს გარეთ ან ოჯახში. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. შესაბამის სფეროში მომუშავე ადამიანების თქმით, მოძალადე უმეტესად ბავშვისთვის ნაცნობი პიროვნებაა. როგორც ფსიქოლოგი ელენე სამუშია AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, სექსუალური ძალადობა გულისხმობს ბავშვების გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.

"ზოგიერთს ჰგონია, რომ სექსუალური ძალადობა აუცილებლად კონტაქტსა და გაუპატიურებას გულისხმობს. სექსუალური ძალადობა შეიძლება იყოს სექსუალური შინაარსის მქონე საუბრები, შეხება, ალერსი, ფილმების ყურება, სურათების თვალიერება.

როგორც წესი, და ამას კვლევებიც აჩვენებს, ბავშვზე სექსუალური მოძალადეები, უმეტესად ოჯახის ახლობლები არიან. თავდაპირველად ეს შეფარვითი ხასიათისაა, როდესაც ბავშვი ვერ ხვდება. როდესაც ბავშვი ამას აცნობიერებს, მოძალადე მის მანიპულირებას იწყებს და აშინებს, რომ თუ იტყვის სხვები არასწორედ გაიგებენ. ხშირად ეს ძალადობა ხაგრძლივია, იშვიათად, რომ ერთჯერადი იყოს და როდესაც მჟღავნდება, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი იყოს გასული", - ამბობს სამუშია.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ბავშვისთვის სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე ტრამვულია. შესაბამისად, ბავშვის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკური განვითარებას ზიანს აყენებს. ასეთი ფაქტი არასრულწლოვანის ყველაზე ძირეულ მოთხოვნილებებს არღვევს. შესაბამისად, ბავშვს ბევრი უარყოფითი ემოცია უგროვდება - სირცხვილის, დანაშაულის, დაუცველობის და მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია.

"როდესაც ბავშვი სექსუალურ ძალადობას განიცდის, მისი ქცევა იცვლება. მთავარია, დავინახოთ ბავშვის ცვლილება ქცევაში, რომელიც მანამდე ბავშვისთვის დამახასიათებელი არ იყო. თვალშისაცემია სექსუალური შინაარსის თემებზე ყურადღების გამახვილება, გაშიშვლება ან პირიქით სხეულის დაფარვა, შეუფერებელი ჩაცმულობა, სექსუალური თამაშები, რომელიც ბავშვმა არ უნდა იცოდეს. მთავარია, რომ ბავშვში რაღაც შეიცვალა", - აცხადებს ფსიქოლოგი.

როგორც სპეციალისტი ამბობს, ბავშვებზე სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საკმაოდ მიღებული ადამიანი, რომელსაც გარკვეული სექსუალური გადახრები აქვს. სამუშიას თქმით, მსხვერპლის რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და სარეაბილიტაციო პროგრამისა და დროის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება.

"საზოგადოების ჯანდაცვის ფონდს" ამ კუთხით ფსიქოლოგიური და იურიდიული ყველანაირი მომსახურება აქვს. ჩვენ უფრო მეტად ოჯახში ძალადობაზე ვართ ორიენტირებული. ამ კუთხით მომართვიანობა ხშირი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს. შესაძლოა, ოჯახს არ სურს, რომ გახმაურდეს. ამის გაცნობიერება მშობლისთვისაც ძალიან ტრამვულია. დანაშაულის გრძნობა აქვთ, როგორ ვერ გაიგეს და როგორ ვერ დაეხმარნენ", - აღნიშნა სამუშიამ.

ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში მთლიანად გარემოა  ძალადობრივი.

"ძალიან მშვიდ ნორმალურ გარემოში გაზრდილი ადამიანიც კი, რომელიც თავად არანაირი ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა, შეიძლება გახდეს მოძალადე. ძალადობა ერთის მხრივ არის თვითდამკვიდრება ადამიანებისთვის, მისი არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე. ნორმალურად გაზრდილი ადამიანებიც ხდებიან მოძალადეები. ძალიან ხშირად ამას ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუცია განაპირობებს.

სექსუალური ძალადობა ბავშვისთვის ისეთი ტრავმაა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს არაჯანსაღ პროტესტში, შურისძიებაში, ბოღმასა და მოუნელებლობაში. ის მოსაზრება, რომ მსხვერპლი თავადაც აუცილებლად ხდება მოძალადე, მცდარია, თუმცა რისკები ყოველთვის არსებობს", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ლიკა ამირაშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ