პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე
თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე

2017 წლის 16 იან­ვარს ყირ­გი­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ ბიშ­კეკ­ში მას­შტა­ბუ­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და. მა­ნა­სის აე­რო­პორ­ტში დაჯ­დო­მი­სას თურ­ქუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია ACT Airlines-ის კუთ­ვნი­ლი Boeing 747-412F ჩა­მო­ვარ­და. თვითმფრი­ნა­ვი ჰონ­კონ­გი­დან სტამ­ბოლ­ში მიფ­რი­ნავ­და და ბიშ­კეკ­ში საწ­ვა­ვის მა­რა­გი უნდა შე­ევ­სო. ლა­ი­ნე­რის ბორტზე ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. წი­ნას­წა­რი ცნო­ბე­ბით, კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი ცუდი მე­ტე­ო­პი­რო­ბე­ბი გახ­და. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნის­ლის გამო და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის პი­რო­ბებ­ში, პი­ლოტ­მა ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გა.

თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ბორტზე 85 ტ ტვირ­თი ჰქონ­და, კერ­ძო და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და. ნგრე­ვას გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რიც და­ე­მა­ტა. შე­დე­გად, გა­ნად­გურ­და 32 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ კი­დევ დგინ­დე­ბა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი რი­ცხვი 38-ია. 34 მათ­გა­ნი - მი­წა­ზე და­ი­ღუ­პა.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე თვითმფრი­ნა­ვის და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში ად­რეც ყო­ფი­ლა.

თბი­ლის­ში 1992 წლის 20 ივ­ლისს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი - ლა­ი­ნე­რი Ту-154Б ახ­ლად­შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Transair Georgia-ს კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­და. იმ დღეს ქარ­თუ­ლი ჩაით დატ­ვირ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი რუ­სეთ­ში სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში მიფ­რი­ნავ­და. დო­კუ­მენ­ტე­ბით, ბორტზე 6,4 ტ ტვირ­თი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად კი მისი წონა 20 ტო­ნით მეტი იყო. Ту-154Б და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე თით­ქმის 2 ტო­ნით მე­ტად იყო გა­დატ­ვირ­თუ­ლი. შე­დე­გად, თვითმფრი­ნავ­მა აფ­რე­ნა ვერ შეძ­ლო. ასაფ­რენ ბი­ლიკს თით­ქმის 600 მ გაც­და და ხევ­ში ჩა­ვარ­და. კა­ტას­ტრო­ფას ბორტზე მყო­ფი 24 ადა­მი­ა­ნი­დან ვე­რა­ვინ გა­და­ურ­ჩა. კი­დევ 4 ადა­მი­ა­ნი მი­წა­ზე და­ი­ღუ­პა.

1992 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ჰო­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ ამ­სტერ­დამ­ში სატ­ვირ­თო Boeing 747-ი პრაქ­ტი­კუ­ლად აფ­რე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­მო­ვარ­და. რო­გორც შემ­დგომ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, ლი­თო­ნის "დაღ­ლი­ლო­ბის" გამო, ერთ-ერთი ძრა­ვის სა­მაგ­რი დე­ტა­ლი გა­ტყდა. ჰა­ერ­ში­ვე მო­წყვე­ტი­ლი ძრა­ვა მე­ო­რე ძრავს და­ე­ჯა­ხა და ისიც მოგ­ლი­ჯა (ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გი­ლობ­რივ ტბა­ში იპო­ვეს). პი­ლო­ტი ერთხანს თვითმფრი­ნავ­ზე კონ­ტრო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა უმარ­თა­ვი ლა­ი­ნე­რი 760 მეტ­რი­დან ჩა­მო­ვარ­და და 11 სარ­თუ­ლი­ან, 2000 მო­ბი­ნად­რე­ზე გათ­ვლილ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს და­ე­ცა. და­ი­ღუ­პა ბორტზე მყო­ფი 4 და კომ­პლექსში მცხოვ­რე­ბი 39 ადა­მი­ა­ნი. 26-მა სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

1997 წლის 6 დე­კემ­ბერს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი Ан-124-100-ი ირ­კუტსკი­დან ვლა­დი­ვოს­ტო­კის გავ­ლით ვი­ეტ­ნამ­ში მიფ­რი­ნავ­და. მის ბორტზე ვი­ეტ­ნა­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორი დაშ­ლი­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბით, აფ­რე­ნი­დან 3 წამ­ში თვითმფრი­ნავ­ზე ოთხი­დან სამი ძრა­ვი გა­ი­თი­შა.

თვითმფრი­ნა­ვი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს და­ე­ცა. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფამ 72 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ­გან 23 სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ნარ­ჩე­ნი 49, მათ შო­რის 11 ბავ­შვი მი­წა­ზე და­ი­ღუ­პა. კა­ტას­ტრო­ფის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი დღემ­დე უც­ნო­ბი რჩე­ბა. ძლი­ე­რი ხან­ძრის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი "შავი ყუ­თე­ბის" გა­შიფრ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

1996 წლის 8 იან­ვარს სა­ში­ნე­ლი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ კინ­შა­სა­ში. ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც 298 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, ბა­ნა­ლურ­მა და­უ­დევ­რო­ბამ და გულ­გრი­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. აფ­რე­ნის წინ ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით და­საშ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რი 6,7 ტ ნაც­ვლად, თვითმფრი­ნავ­ში 11 ტ ტვირ­თი ჩატ­ვირ­თეს. შე­დე­გად, Moscow Airways-ის კუთ­ვნილ­მა Ан-32-მა აფ­რე­ნა ვერ შეძ­ლო. თით­ქმის 200 კმ/სთ-ის სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი თვითმფრი­ნა­ვი ასაფ­რენ ბი­ლიკს გას­ცდა და აე­რო­პორ­ტის მო­სა­ზღვრედ მდე­ბა­რე ბა­ზარ­ში შე­ვარ­და.

თვითმფრი­ნა­ვის პრო­პე­ლე­რე­ბი გზად გა­ზო­ნის საკ­რე­ჭი მან­ქა­ნა­სა­ვით ცე­ლავ­დნენ ყვე­ლა­ფერს. სხე­უ­ლე­ბი იმ­დე­ნად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 66-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ხერ­ხდა. 298 ადა­მი­ა­ნი­დან 297 მი­წა­ზე და­ი­ღუ­პა. ერთი ეკი­პა­ჟის წევ­რი იყო.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "სი­ნამ­დვი­ლე­ში არც შა­ვია და არც ყუ­თის ფორ­მა აქვს" - რა­ტომ ამონ­ტა­ჟე­ბენ საფ­რენ აპა­რა­ტებ­ში "შავ ყუთს" და რა დატ­ვირ­თვა აქვს მას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე

თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე

2017 წლის 16 იანვარს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. მანასის აეროპორტში დაჯდომისას თურქული ავიაკომპანია ACT Airlines-ის კუთვნილი Boeing 747-412F ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰონკონგიდან სტამბოლში მიფრინავდა და ბიშკეკში საწვავის მარაგი უნდა შეევსო. ლაინერის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ცნობებით, კატასტროფის მიზეზი ცუდი მეტეოპირობები გახდა. შესაძლებელია, ნისლის გამო დაბალი ხილვადობის პირობებში, პილოტმა ორიენტაცია დაკარგა.

თვითმფრინავი, რომელსაც ბორტზე 85 ტ ტვირთი ჰქონდა, კერძო დასახლების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნგრევას გაჩენილი ხანძარიც დაემატა. შედეგად, განადგურდა 32 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. წინასწარი ინფორმაციით, მათი რიცხვი 38-ია. 34 მათგანი - მიწაზე დაიღუპა.

სამწუხაროდ, საცხოვრებელ სახლებზე თვითმფრინავის დაცემის შემთხვევები ავიაციის ისტორიაში ადრეც ყოფილა.

თბილისში 1992 წლის 20 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ავიაკატასტროფის მთავარი ფიგურანტი - ლაინერი Ту-154Б ახლადშექმნილი ქართული ავიაკომპანია Transair Georgia-ს კუთვნილება გახდა. იმ დღეს ქართული ჩაით დატვირთული თვითმფრინავი რუსეთში სტავროპოლის მხარეში მიფრინავდა. დოკუმენტებით, ბორტზე 6,4 ტ ტვირთი იყო განთავსებული. რეალურად კი მისი წონა 20 ტონით მეტი იყო. Ту-154Б დასაშვებ ნორმაზე თითქმის 2 ტონით მეტად იყო გადატვირთული. შედეგად, თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო. ასაფრენ ბილიკს თითქმის 600 მ გაცდა და ხევში ჩავარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 24 ადამიანიდან ვერავინ გადაურჩა. კიდევ 4 ადამიანი მიწაზე დაიღუპა.

1992 წლის 4 ოქტომბერს, ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში სატვირთო Boeing 747-ი პრაქტიკულად აფრენისთანავე ჩამოვარდა. როგორც შემდგომ გამოძიებით დადგინდა, ლითონის "დაღლილობის" გამო, ერთ-ერთი ძრავის სამაგრი დეტალი გატყდა. ჰაერშივე მოწყვეტილი ძრავა მეორე ძრავს დაეჯახა და ისიც მოგლიჯა (ორივე მათგანი ადგილობრივ ტბაში იპოვეს). პილოტი ერთხანს თვითმფრინავზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა უმართავი ლაინერი 760 მეტრიდან ჩამოვარდა და 11 სართულიან, 2000 მობინადრეზე გათვლილ საცხოვრებელ კომპლექსს დაეცა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 4 და კომპლექსში მცხოვრები 39 ადამიანი. 26-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

1997 წლის 6 დეკემბერს რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-124-100-ი ირკუტსკიდან ვლადივოსტოკის გავლით ვიეტნამში მიფრინავდა. მის ბორტზე ვიეტნამისთვის განკუთვნილი ორი დაშლილი გამანადგურებელი იყო განთავსებული. დღემდე დაუდგენელი მიზეზებით, აფრენიდან 3 წამში თვითმფრინავზე ოთხიდან სამი ძრავი გაითიშა.

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ავიაკატასტროფამ 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათგან 23 სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. დანარჩენი 49, მათ შორის 11 ბავშვი მიწაზე დაიღუპა. კატასტროფის ოფიციალური მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანებული "შავი ყუთების" გაშიფრვა შეუძლებელი იყო.

1996 წლის 8 იანვარს საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში. ტრაგედია, რომელმაც 298 ადამიანი იმსხვერპლა, ბანალურმა დაუდევრობამ და გულგრილობამ განაპირობა. აფრენის წინ ტექნიკური დოკუმენტაციით დასაშვები მაქსიმალური 6,7 ტ ნაცვლად, თვითმფრინავში 11 ტ ტვირთი ჩატვირთეს. შედეგად, Moscow Airways-ის კუთვნილმა Ан-32-მა აფრენა ვერ შეძლო. თითქმის 200 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და აეროპორტის მოსაზღვრედ მდებარე ბაზარში შევარდა.

თვითმფრინავის პროპელერები გზად გაზონის საკრეჭი მანქანასავით ცელავდნენ ყველაფერს. სხეულები იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ დაღუპულებიდან მხოლოდ 66-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. 298 ადამიანიდან 297 მიწაზე დაიღუპა. ერთი ეკიპაჟის წევრი იყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: "სინამდვილეში არც შავია და არც ყუთის ფორმა აქვს" - რატომ ამონტაჟებენ საფრენ აპარატებში "შავ ყუთს" და რა დატვირთვა აქვს მას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი