პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის ლამაზი ცხვირში ატაკო შენს შვილს, როგორი ბედნიერი ხარ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე
"არ არის ლამაზი ცხვირში ატაკო შენს შვილს, როგორი ბედნიერი ხარ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე

მომ­ღე­რალ­მა თა­მარ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბოლო დროს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "მაქ­სი­მეს" რო­ლით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

ჭო­ხო­ნე­ლი­ძის თქმით, ეს თემა ოჯა­ხის­თვის დიდ ტკი­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას­ზე სა­უ­ბა­რი არ სი­ა­მოვ­ნებს, ისე­ვე რო­გორც მა­რი­ამს. შე­გახ­სე­ნებთ, მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე ოთხ წელ­ზე მე­ტია გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან, მათ სა­ერ­თო შვი­ლი ელე­ნე ჰყავთ.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს თა­მარ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ­მა გა­ზეთ "პრა­იმ­ტა­იმს" მის­ცა:

"სა­ერ­თოდ არ ვსა­უბ­რობ ამ თე­მა­ზე, რად­გან ეს დიდ ტკი­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... ერთს გე­ტყვით, ამ სე­რი­ალ­ში ახა­ლი გმი­რი ვერ და­ვი­ნა­ხე, "მაქ­სი­მე" ჩემ­თვის ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი­სა, ყო­ველ­თვის გა­მი­ხარ­დე­ბა, რაც მეტ ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეს შექ­მნის ეს ადა­მი­ა­ნი, რად­გან ის ელე­ნეს მა­მაა. რაც მეტი ექ­ნე­ბა შვილს სა­ა­მა­ყო მა­მის­გან, მით უკე­თე­სი. მაგ­რამ ერთს მა­ინც ვურ­ჩევ­დი მას, ელე­ნე იმ ბავ­შვე­ბის რი­ცხვს ეკუთ­ვნის, რომ­ლებ­საც 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავ­შვებს ეძა­ხი­ან. მან უფრო ადრე დას­ვა კი­თხვა, რა­ტომ და­შორ­დნენ დედა და მამა ერ­თმა­ნეთს, ვიდ­რე ვე­ლო­დით. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვგრძნობთ ყო­ველ­თვის თავს. ვფიქ­რობ, თა­ვად გას­ცემს ამ კი­თხვას პა­სუხს, თუმ­ცა ამას დრო სჭირ­დე­ბა. ერთი კი არის, როცა ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, შეც­დო­მას შეც­დო­მა არ უნდა და­უ­მა­ტო. მა­შინ, როცა მა­რი­ა­მი (მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი) დიდსუ­ლოვ­ნად ცდი­ლობს ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში თავი აა­რი­დოს ამ შე­კი­თხვას და თუ არ გა­მოს­დის, დე­ლი­კა­ტუ­რად, მოკ­ლედ პა­სუ­ხობს ამ ყვე­ლა­ფერს და ამით უფრთხილ­დე­ბა შვი­ლის სწორ და ფსი­ქი­კურ აღ­ზრდას, არ არის ლა­მა­ზი ყო­ველ მე­ო­რე ჟურ­ნალ­ში, რო­გორც იტყვი­ან, ცხვირ­ში ატა­კო შენს გო­ნი­ერ და ჭკვი­ან შვილს, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი ხარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერ ნა­ხუ­ლობ მას და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო.

რა ვიცი, იქ­ნებ მე ვტყუი, მაგ­რამ არ მგო­ნია, ეს ასე იყოს. ერთი ვიცი, მა­რი­ა­მი ვაჟ­კა­ცი გოგო აღ­მოჩ­ნდა, ყო­ჩაღ! ნა­ხევ­რად ვხუმ­რობ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა არც კი იყოს ეს ხუმ­რო­ბა. მე ჩემს არც ერთ ინ­ტერ­ვი­უს არ ვი­ნა­ხავ, მაგ­რამ ახლა, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ელე­ნეს შე­კი­თხვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თა­რი უხერ­ხუ­ლო­ბა მო­ვიხ­სნა, ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უს შე­ვი­ნა­ხავ. დე­დი­სა­საც და მა­მი­სა­საც და როცა ელე­ნე გა­იზ­რდე­ბა და კი­დევ დას­ვამს შე­კი­თხვას, რა­ტომ და­შორ­დნენ მისი მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, წა­ვა­კი­თხებ და თა­ვად გა­მო­ი­ტანს დას­კვნას. ახლა ამას გნე­ბავთ, სი­დედ­რის პო­ზი­ცია და­არ­ქვით, გნე­ბავთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლი­სა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის აპ­რო­ტეს­ტებს ყო­ველ­გვარ სი­ყალ­ბე­სა და სი­ხარ­ბეს, მით უმე­ტეს, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში".

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"არ არის ლამაზი ცხვირში ატაკო შენს შვილს, როგორი ბედნიერი ხარ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე

"არ არის ლამაზი ცხვირში ატაკო შენს შვილს, როგორი ბედნიერი ხარ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე

მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ მისი ქალიშვილის, მარიამ როინიშვილის ყოფილ მეუღლეზე გიორგი მახარაძეზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული "მაქსიმეს" როლით გახდა პოპულარული.

ჭოხონელიძის თქმით, ეს თემა ოჯახისთვის დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული და მასზე საუბარი არ სიამოვნებს, ისევე როგორც მარიამს. შეგახსენებთ, მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე ოთხ წელზე მეტია განქორწინებული არიან, მათ საერთო შვილი ელენე ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს თამარ ჭოხონელიძის ინტერვიუდან, რომელიც მომღერალმა გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა:

"საერთოდ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგან ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული... ერთს გეტყვით, ამ სერიალში ახალი გმირი ვერ დავინახე, "მაქსიმე" ჩემთვის ძალიან ნაცნობია. მიუხედავად ჩემი გულისტკივილისა, ყოველთვის გამიხარდება, რაც მეტ ახალ და საინტერესო სახეს შექმნის ეს ადამიანი, რადგან ის ელენეს მამაა. რაც მეტი ექნება შვილს საამაყო მამისგან, მით უკეთესი. მაგრამ ერთს მაინც ვურჩევდი მას, ელენე იმ ბავშვების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც 21-ე საუკუნის ბავშვებს ეძახიან. მან უფრო ადრე დასვა კითხვა, რატომ დაშორდნენ დედა და მამა ერთმანეთს, ვიდრე ველოდით. ძალიან უხერხულად ვგრძნობთ ყოველთვის თავს. ვფიქრობ, თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, თუმცა ამას დრო სჭირდება. ერთი კი არის, როცა ასეთი ვითარებაა, შეცდომას შეცდომა არ უნდა დაუმატო. მაშინ, როცა მარიამი (მარიამ როინიშვილი) დიდსულოვნად ცდილობს ყველა ინტერვიუში თავი აარიდოს ამ შეკითხვას და თუ არ გამოსდის, დელიკატურად, მოკლედ პასუხობს ამ ყველაფერს და ამით უფრთხილდება შვილის სწორ და ფსიქიკურ აღზრდას, არ არის ლამაზი ყოველ მეორე ჟურნალში, როგორც იტყვიან, ცხვირში ატაკო შენს გონიერ და ჭკვიან შვილს, როგორი ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ნახულობ მას დაკავებულობის გამო.

რა ვიცი, იქნებ მე ვტყუი, მაგრამ არ მგონია, ეს ასე იყოს. ერთი ვიცი, მარიამი ვაჟკაცი გოგო აღმოჩნდა, ყოჩაღ! ნახევრად ვხუმრობ, მაგრამ შეიძლება არც კი იყოს ეს ხუმრობა. მე ჩემს არც ერთ ინტერვიუს არ ვინახავ, მაგრამ ახლა, სწორედ იმიტომ, რომ ელენეს შეკითხვებიდან გამომდინარე, საკუთარი უხერხულობა მოვიხსნა, ყველა ინტერვიუს შევინახავ. დედისასაც და მამისასაც და როცა ელენე გაიზრდება და კიდევ დასვამს შეკითხვას, რატომ დაშორდნენ მისი მშობლები ერთმანეთს, წავაკითხებ და თავად გამოიტანს დასკვნას. ახლა ამას გნებავთ, სიდედრის პოზიცია დაარქვით, გნებავთ, ჩვეულებრივი ქალისა, რომელიც ყოველთვის აპროტესტებს ყოველგვარ სიყალბესა და სიხარბეს, მით უმეტეს, ინტერვიუებში".

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება