10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის გამარჯვების იმედი მაქვს" - რა გეგმები აქვს თაკო გაჩეჩილაძეს "ევროვიზია 2017"-მდე
"როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის გამარჯვების იმედი მაქვს" - რა გეგმები აქვს თაკო გაჩეჩილაძეს "ევროვიზია 2017"-მდე

თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ევ­რო­ვი­ზი­ის ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. სიმ­ღე­რით - Keep the Faith სწო­რედ ის წარ­დგე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით 2017 წლის ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე, რო­მე­ლიც კი­ევ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რიმ 25 კონ­კურ­სანტს შო­რის, ხმის მი­ცე­მის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნეს. თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­სა და მა­ყუ­რებ­ლის­გან ჯამ­ში - 122 ქულა მო­ი­პო­ვა. ევ­რო­ვი­ზი­ის ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი 20 იან­ვარს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­და­შე­სარ­ჩევ ტურ­ში 25 კონ­კურ­სან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

Ambebi.ge მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და:

- კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. როცა ასეთ საქ­მეს ვი­წყებ, ყო­ველ­თვის მაქვს გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო. ჩემი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი სულ მწერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის­თვი­საც მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შენი სიმ­ღე­რა ანრი ჯო­ხა­ძემ და­წე­რა...

- ჩვენ ერ­თად დავ­წე­რეთ სიმ­ღე­რა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი მე­ლო­დია ან­რის ეკუთ­ვნის. ტექ­სტი მე დავ­წე­რე. საკ­მა­ოდ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი სიმ­ღე­რაა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში. ახლა ორი დღით ვის­ვე­ნებ და მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან გა­დავ­წყვეტთ, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. გეგ­მა­ში გვაქვს, რომ სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა ევ­რო­პა­ში გა­კეთ­დეს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს სიმ­ღე­რა ბევ­რად უფრო და­ლა­გე­ბუ­ლად, დინ­ჯად და მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ი­წე­როს.

- რა არის თქვე­ნი გზავ­ნი­ლი ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე?

- რად­გან ჩემი სიმ­ღე­რის ფო­ნად, ეკ­რან­ზე მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გა­დი­ო­და, არ მინ­და ხალ­ხმა იფიქ­როს, რომ სიმ­ღე­რა პო­ლი­ტი­კუ­რია. ეს არის სიმ­ღე­რა იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ზე კარ­გიც ხდე­ბა და ცუ­დიც. ამი­ტომ რაც არ უნდა მოხ­დეს შენს ცხოვ­რე­ბა­ში, არ უნდა და­ე­ცე და გქონ­დეს რწმე­ნა. ყვე­ლა ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დიმხარ­და­ჭე­რის­თვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის გამარჯვების იმედი მაქვს" - რა გეგმები აქვს თაკო გაჩეჩილაძეს "ევროვიზია 2017"-მდე

"როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის გამარჯვების იმედი მაქვს" - რა გეგმები აქვს თაკო გაჩეჩილაძეს "ევროვიზია 2017"-მდე

თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. სიმღერით - Keep the Faith სწორედ ის წარდგება საქართველოს სახელით 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც კიევში გაიმართება.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა.

Ambebi.ge მომღერალს დაუკავშირდა:

- კონკურსებში მონაწილეობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის მაქვს გამარჯვების იმედი და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემი თაყვანისმცემლები სულ მწერდნენ სოციალურ ქსელში, რომ "ევროვიზიაზე" მიმეღო მონაწილეობა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

- ცნობილი გახდა, რომ შენი სიმღერა ანრი ჯოხაძემ დაწერა...

- ჩვენ ერთად დავწერეთ სიმღერა, თუმცა ძირითადი მელოდია ანრის ეკუთვნის. ტექსტი მე დავწერე. საკმაოდ მოკლე პერიოდში გაკეთებული სიმღერაა, დაახლოებით ერთ კვირაში. ახლა ორი დღით ვისვენებ და მომავალი კვირიდან გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. გეგმაში გვაქვს, რომ სიმღერის არანჟირება ევროპაში გაკეთდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიმღერა ბევრად უფრო დალაგებულად, დინჯად და მაღალ დონეზე ჩაიწეროს.

- რა არის თქვენი გზავნილი ევროვიზიაზე?

- რადგან ჩემი სიმღერის ფონად, ეკრანზე მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენები გადიოდა, არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ სიმღერა პოლიტიკურია. ეს არის სიმღერა იმაზე, რომ ქვეყანაზე კარგიც ხდება და ცუდიც. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, არ უნდა დაეცე და გქონდეს რწმენა. ყველა ჩემს გულშემატკივარს უდიდეს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება