ჭურჭლის რეცხვა, მექანიკოსობა, კურიერობა, დამლაგებლობა - ეს იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალია, რითაც თავს ირჩენდნენ მსოფლიოში ცნობილი მწერლები, სანამ სახელს გაითქვამდნენ. რამდენიმე ცნობილი მწერლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდმა Digital Culture-მგამოაქვეყნა.
ჯეიმს ჯოისი - XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი, რომლის ყველაზე გახმაურებული რომანია "ულისე", სანამ ცნობილი გახდებოდა, რამდენიმე საქმიანობით ირჩენდა თავს. კერძოდ, უკრავდა გიტარასა და პიანინოზე, წერდა მუსიკას და მსახიობობდა კიდეც.
ჩაკ პალანიკი - ამერიკელი, უკრაინული წარმოშობის ნოველისტი და ჟურნალისტი. ავტორი რომანისა
"მებრძოლთა კლუბი". მის პროფესიულ ბიოგრაფიაშია - ჭურჭლის მრეცხავად, კურიერად და მექანიკოსად მუშაობა.
უილიამ ფოლკნერი - ამერიკელი მწერალი, რომელიც ცნობადობამდე მისისიპის უნივერსიტეტში საფოსტო განყოფილების უფროსად მუშაობდა. განაგრძეთ კითხვა