ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოტოები, რომელზეც ობამების მიერ ტრამპებისთვის თეთრი სახლის დათმობის ღონისძიებაა აღბეჭდილი. სანამ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს დადებდა, ის და მომავალი პირველი ლედი მელანია თეთრ სახლში ბარაკ და მიშელ ობამებს ესტუმრნენ, პრეინაუგურაციისთვის მომზადებულ ყავაზე.
მელანიამ მიშელს საჩუქრის ყუთი გადასცა, რომლის გამორთმევის შემდეგაც კამერებმა მიშელის სახე დააფიქსირეს, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა. დააკვირდით მიშელ ობამას გამომეტყველებას და თავად განსაჯეთ მისი განწყობა და ფიქრები.
მომზადებულია usatoday.com-ს მიხედვით.
ასეევ წაიკითხეთ: რა გამოხმაურება მოყვა პრესაში ინაუგურაციაზე პირველი ლედის ჩაცმულობას