მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანი ბრეგვაძის ფათერაკებითა და მხიარული ამბებით სავსე ცხოვრება
ნანი ბრეგვაძის ფათერაკებითა და მხიარული ამბებით სავსე ცხოვრება

ნანი ბრეგ­ვა­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, პი­ა­ნის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მერე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ესტრა­დო ორ­კესტრში მღე­რო­და და მოს­კოვ­ში ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. პა­რიზ­ში მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც ორი თვის მან­ძილ­ზე სა­ხელ­გან­თქმულ "ოლიმ­პის" დარ­ბაზ­ში გა­მო­დი­ო­და. შემ­დეგ კი იყო "რერო" და "ორე­რა". წარ­მა­ტე­ბე­ბი მუ­დამ თან სდევ­და. ნანი ბრეგ­ვა­ძემ მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო შე­მო­ი­ა­რა.

პი­ა­ნის­ტი თუ მომ­ღე­რა­ლი

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბა მქონ­და, სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბი დღემ­დე მომ­ყვე­ბა. სა­ო­ცარ მუ­სი­კა­ლურ გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე. დე­ი­და­ჩე­მი - ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ. როცა ის სიმ­ღე­რებს სწავ­ლობ­და, მეც უნე­ბუ­რად ვი­მახ­სოვ­რებ­დი. ექ­ვსი წლი­სა გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი, მხრებ­ზე მო­სას­ხამს მო­ვიგ­დებ­დი და ძალ­ზე მგრძნო­ბი­ა­რედ ვმღე­რო­დი ქარ­თულ და რუ­სულ რო­მან­სებს. ჩემი ჭკუ­ით, სტუმ­რებს ვბა­ძავ­დი, თან ვცდი­ლობ­დი, არ­ტის­ტუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მახ­სოვს, რო­გორ იცი­ნოდ­ნენ უფ­რო­სე­ბი, რო­დე­საც ვმღე­რო­დი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მეს­მო­და რუ­სუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ გრძნო­ბით ვიმ­ღე­რე.

მთაწ­მინ­და­ზე, კოტე მეს­ხის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით. მახ­სოვს, ჩვე­ნი ეზოს მზი­ა­ნი კვი­რა დღე­ე­ბი. რა­დი­ო­დან მუ­სი­კა სულ ის­მო­და. მერე ჩვე­ნი ქუ­ჩის ბავ­შვე­ბი სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დით და ვმღე­რო­დით. ცა­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, როცა კოტე მეს­ხის ქუ­ჩი­დან გრი­ბო­ე­დოვ­ზე გად­მო­ვე­დით თო­თხმეტ კვად­რა­ტულ მეტრ ოთახ­ში, მაგ­რამ ის დრო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სა­გო­ნა­რია. პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. რუს­თა­ველ­ზე, მა­ღა­ზია "ლუქ­სის" თავ­ზე ჩემი კლა­სე­ლი, ნა­თე­ლა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი მას­თან ხში­რად ავ­დი­ო­დით. დავ­ჯდე­ბო­დი პი­ა­ნი­ნოს­თან, ჩემი კლა­სე­ლე­ბი ფან­ჯრებს გა­მო­ა­ღებ­დნენ და მე ვმღე­რო­დი... ქვე­მოთ, ქუ­ჩა­ში ხალ­ხი ჩერ­დე­ბო­და და მის­მენ­და. სიმ­ღე­რას რომ და­ვამ­თავ­რებ­დი, მთხოვ­დნენ, გა­მო­ი­ხე­დეო. მეც გავ­დი­ო­დი და თავს ვუკ­რავ­დი. ტა­შით მა­ჯილ­დო­ებ­დნენ ხოლ­მე.

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას, როცა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე რა­ი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი არ გა­მომ­დი­ო­და, ჩემი პე­და­გო­გი, გა­ი­ა­ნე მა­ჭუ­ტა­ძე მე­ტყო­და ხოლ­მე: აბა, იმ­ღე­რე ეს ფრა­ზა. ვიმ­ღე­რებ­დი და ყვე­ლა პრობ­ლე­მა იხ­სნე­ბო­და. სიმ­ღე­რის შეგ­რძნე­ბა ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ყა­რო იყო ჩემ­თვის. მი­ზა­ნი ერთი მქონ­და, და­მემ­თავ­რე­ბი­ნა კონ­სერ­ვა­ტო­რია და პრო­ფე­სორ მა­ჭუ­ტა­ძის ღირ­სე­უ­ლი აღ­ზრდი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. და­ვამ­თავ­რე და, გავ­ხდი მომ­ღე­რა­ლი.

"მე­დი­კო და მე"

- მე­დეა გონ­გლი­აშ­ვი­ლი და მე ერ­თდრო­უ­ლად მი­ვე­დით პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ესტრა­დო ორ­კესტრში. ჩემი სოლო კონ­ცერ­ტე­ბი მე­დი­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გა­ვი­და დრო და ის ჩემი კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი გახ­და, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და: ჩვე­ნი ან­სამ­ბლის (მე და ის) დი­რექ­ტო­რი და მე­ნე­ჯე­რიც მე ვარო. თუმ­ცა, "ჩვე­ნი ან­სამ­ბლი" გას­ტრო­ლებ­ზე ხში­რად არ და­დი­ო­და. ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მე­დი­კოს ვუ­თხა­რი: პე­რი­ფე­რი­ებ­ში არ წა­ვალთ. როცა მახ­სენ­დე­ბა მგზავ­რო­ბა მა­ტა­რებ­ლით, თვითმფრი­ნა­ვით, ცუდი სას­ტუმ­რო­ე­ბი და სა­ერ­თოდ, ცუდი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი, თავს დათ­რგუნ­ვი­ლად ვგრძნობ-მეთ­ქი. ეს "ორე­რას" პე­რი­ოდს ეხე­ბო­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნანი ბრეგვაძის ფათერაკებითა და მხიარული ამბებით სავსე ცხოვრება

ნანი ბრეგვაძის ფათერაკებითა და მხიარული ამბებით სავსე ცხოვრება

ნანი ბრეგვაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა, პიანისტობაზე ოცნებობდა. მერე პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში მღეროდა და მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. პარიზში მიიწვიეს, სადაც ორი თვის მანძილზე სახელგანთქმულ "ოლიმპის" დარბაზში გამოდიოდა. შემდეგ კი იყო "რერო" და "ორერა". წარმატებები მუდამ თან სდევდა. ნანი ბრეგვაძემ მთელი საბჭოთა კავშირი და თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.

პიანისტი თუ მომღერალი

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სასიამოვნო ემოციები დღემდე მომყვება. საოცარ მუსიკალურ გარემოში გავიზარდე. დეიდაჩემი - ქეთევან მიქელაძე პროფესიონალი მომღერალი გახლდათ. როცა ის სიმღერებს სწავლობდა, მეც უნებურად ვიმახსოვრებდი. ექვსი წლისა გიტარაზე ვუკრავდი, მხრებზე მოსასხამს მოვიგდებდი და ძალზე მგრძნობიარედ ვმღეროდი ქართულ და რუსულ რომანსებს. ჩემი ჭკუით, სტუმრებს ვბაძავდი, თან ვცდილობდი, არტისტული ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორ იცინოდნენ უფროსები, როდესაც ვმღეროდი. აბსოლუტურად არ მესმოდა რუსული, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, რომ გრძნობით ვიმღერე.

მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მახსოვს, ჩვენი ეზოს მზიანი კვირა დღეები. რადიოდან მუსიკა სულ ისმოდა. მერე ჩვენი ქუჩის ბავშვები სპექტაკლებს ვდგამდით და ვმღეროდით. ცამეტი წლის ვიყავი, როცა კოტე მესხის ქუჩიდან გრიბოედოვზე გადმოვედით თოთხმეტ კვადრატულ მეტრ ოთახში, მაგრამ ის დრო ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარია. პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. რუსთაველზე, მაღაზია "ლუქსის" თავზე ჩემი კლასელი, ნათელა ჯავახიშვილი ცხოვრობდა. თანაკლასელები მასთან ხშირად ავდიოდით. დავჯდებოდი პიანინოსთან, ჩემი კლასელები ფანჯრებს გამოაღებდნენ და მე ვმღეროდი... ქვემოთ, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და მისმენდა. სიმღერას რომ დავამთავრებდი, მთხოვდნენ, გამოიხედეო. მეც გავდიოდი და თავს ვუკრავდი. ტაშით მაჯილდოებდნენ ხოლმე.

კონსერვატორიაში სწავლისას, როცა ფორტეპიანოზე რაიმე ნაწარმოები არ გამომდიოდა, ჩემი პედაგოგი, გაიანე მაჭუტაძე მეტყოდა ხოლმე: აბა, იმღერე ეს ფრაზა. ვიმღერებდი და ყველა პრობლემა იხსნებოდა. სიმღერის შეგრძნება ყოველთვის განსხვავებული სამყარო იყო ჩემთვის. მიზანი ერთი მქონდა, დამემთავრებინა კონსერვატორია და პროფესორ მაჭუტაძის ღირსეული აღზრდილი ვყოფილიყავი. დავამთავრე და, გავხდი მომღერალი.

"მედიკო და მე"

- მედეა გონგლიაშვილი და მე ერთდროულად მივედით პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. ჩემი სოლო კონცერტები მედიკოს დამსახურებაა. გავიდა დრო და ის ჩემი კონცერტმაისტერი გახდა, რომელიც ამბობდა: ჩვენი ანსამბლის (მე და ის) დირექტორი და მენეჯერიც მე ვარო. თუმცა, "ჩვენი ანსამბლი" გასტროლებზე ხშირად არ დადიოდა. ერთობლივი მუშაობის დაწყებისთანავე, მედიკოს ვუთხარი: პერიფერიებში არ წავალთ. როცა მახსენდება მგზავრობა მატარებლით, თვითმფრინავით, ცუდი სასტუმროები და საერთოდ, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, თავს დათრგუნვილად ვგრძნობ-მეთქი. ეს "ორერას" პერიოდს ეხებოდა.

განაგრძეთ კითხვა

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს