მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურზე - სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს
ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურზე - სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს ცო­ლად მოყ­ვა­ნა-არ­მოყ­ვა­ნა არ აინ­ტე­რე­სებს და ამი­ტომ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გაგ­რძელ­დე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც მან­და­ტურს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც მი­ნის­ტრი აცხა­დებს, მომ­ხდა­რის გამო, მან­და­ტუ­რის პრო­ფე­სი­ის მი­მარ­თა ნდო­ბა არ უნდა და­ი­კარ­გოს.

"მან­და­ტუ­რე­ბის და­ნიშ­ვნის წესი პრინ­ციპ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რად ისე­თი­ვე რჩე­ბა, რო­გო­რიც აქამ­დე იყო. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა აგ­ვა­ცი­ლა. ძა­ლა­დო­ბა სკო­ლებ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ეს ერთ-ერთი სა­ა­მა­ყო სამ­სა­ხუ­რია, რო­მე­ლიც ადრე შე­იქ­მნა და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და­იხ­ვე­წა, გახ­და უფრო ჰუ­მა­ნუ­რი და და­უ­ახ­ლოვ­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მე ვფიქ­რობ, შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა წავა ჰარ­მო­ნი­უ­ლად, ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მა­შია: პო­ლი­ცი­ა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ში ხდე­ბა ცუდი რა­ღა­ცე­ბი და პრო­ფე­სი­ის გამო, ნდო­ბა არ უნდა შე­ი­ლა­ხოს. მე ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მოხ­და. ის ადა­მი­ა­ნი აღარ მუ­შა­ობს ჩვენს სამ­სა­ხურ­ში და მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნაა და­წყე­ბუ­ლი. ამის გამო, ჩვენ, მან­და­ტუ­რის გუნდს ჩრდი­ლი არ უნდა მი­ვა­ყე­ნოთ. მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასეთ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც რჩე­ბა ტო­ლე­რან­ტუ­რი, რაც პრინ­ციპ­ში კარ­გი არ არის, რად­გან ჩვენ, გა­ნათ­ლე­ბით, ოჯა­ხებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მუ­შა­ო­ბით უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ და­ვა­ნა­ხოთ, მი­უ­ღე­ბე­ლია ასეთ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა, მისი ხელ­შე­წყო­ბა თუნ­დაც ოჯა­ხის მხრი­დან. მარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა ჩვენ ნამ­დვი­ლად არა ვართ ბედ­ნი­ე­რი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურზე - სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს

ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურზე - სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს

სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მანდატურს უკავშირდება.

როგორც მინისტრი აცხადებს, მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს.

"მანდატურების დანიშვნის წესი პრინციპში ფუნდამენტურად ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე იყო. მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურება აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. მე ვფიქრობ, შემდგომი განვითარება წავა ჰარმონიულად, ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია: პოლიციაში, ჟურნალისტებში ხდება ცუდი რაღაცები და პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს. მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ის ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ამის გამო, ჩვენ, მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის, რადგან ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშაობით უნდა შევეცადოთ, რომ დავანახოთ, მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ