სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა
ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დღე სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნა: 

გა­სულ წლეს სან­დრო ახ­მე­ტე­ლის და­ბა­დე­ბის 130-ე წლის­თა­ვი და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის და­არ­სე­ბი­დან 35 წელი შეს­რულ­და, ეს თა­რი­ღე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ამ­თხვი­ეს და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დღეს დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და:

იუ­ბი­ლა­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მა დიდი რე­ჟი­სო­რის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის საქ­მე, და­კი­თხვის ოქ­მი­სა და გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით პერ­ფორ­მა­სის სა­შუ­ა­ლე­ბით აღად­გი­ნეს.

სან­დრო ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი, რე­ჟი­სო­რი ლერი პაქ­საშ­ვი­ლი ვი­დე­ო­კო­ლა­ჟით გა­იხ­სე­ნეს და ამ ფაქ­ტის მოკ­ლე ის­ტო­რი­ის მი­მო­ხილ­ვაც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს...

თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "წლის სა­უ­კე­თე­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბის" კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა.

შე­ჯამ­და და შე­ფას­და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის - ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი­სა და გია ჯა­ფა­რი­ძის გან­ვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზაც, მათი რო­ლე­ბი კი­ნო­სა და თე­ატ­რში. სა­ღა­მოს ფი­ნალ­ში კი ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი­სა და გია ჯა­ფა­რი­ძის სა­ხე­ლო­ბი­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი თე­ატ­რის წინ სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა.

სა­ღა­მო­ზე გა­იხ­სე­ნეს თე­ატ­რის ის მსა­ხი­ო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც წლე­ბის მან­ძილ­ზე და­სის შე­მად­გენ­ლო­ბას გა­მო­აკ­ლდნენ, მა­ყუ­რე­ბელ­მა მათ წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო. სცე­ნა­ზე წარ­დგნენ ძვე­ლი და­სის წევ­რე­ბიც, ვინც თე­ატ­რში გახ­სნის დღი­დან მუ­შა­ო­ბენ... პერ­ფო­მან­სი და­სის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს მიჰ­ყავ­დათ. ღო­ნის­ძი­ე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად ან­სამ­ბლი "ქალ­დეა" აფორ­მებ­და.

ამ დღეს და­ვით ხა­ხი­ძე, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის მიერ დად­გმულ სპე­ტქკლში - შექ­სპი­რის "აურ­ზა­უ­რი არაფ­რის გამო" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მამ­კა­ცის მე­ო­რე პლა­ნის რო­ლის­თვის და­ჯილ­დოვ­და:

- მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ეს ჯილ­დო მო­მა­ნი­ჭა, - ჟი­უ­რის წევ­რებს, თე­ატ­რა­ლურ მოღ­ვა­წე­თა კავ­შირს, თე­ატრმ­ცოდ­ნე­ებს, მა­ყუ­რე­ბელს, ბა­ტონ დიმა ხვთი­სი­აშ­ვილს, რად­გან ეს მხო­ლოდ ჩემი წარ­მა­ტე­ბა არ არის. ცხა­დია, თე­ატრსაც ვუ­ლო­ცავ, ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბებს, ვინც ამ სპექ­ტაკლში თა­მა­შო­ბენ. პრე­მი­ე­რა გო­რის ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა...

- ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს. ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს. რას გვე­ტყვით ამ ფაქ­ტზე?

- ორი­ვეს კარ­გად ვიც­ნობ, ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბიც არის. უნ­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა. იმა­ვეს ვი­ტყვო­დი გია ჯა­ფა­რი­ძე­ზეც, თუმ­ცა მას­თან ისე­თი აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, რო­გორც ნუგ­ზარ­თან, რად­გა­ნაც ნუ­გარ­თან სცე­ნა­ზე, რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში პარტნი­ო­რიც ვყო­ფილ­ვარ. გა­მი­ხარ­და, რომ ორი­ვეს, წლე­ბის მან­ძილ­ზე შრო­მა და ღვაწ­ლი და­უ­ფას­და. 35 წელი პა­ტა­რა ამ­ბა­ვი არ არის.

აქვე ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის დას­ზეც ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბუ­ლია. ირაკ­ლი გო­გია, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი სე­რი­ო­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. კარ­გი გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი შეკ­რი­ბა, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მე­გო­ნა, რომ მხო­ლოდ ჩვენ ვთა­მა­შობ­დით თვე­ში რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სპე­ტქ­ტაკ­ლებს (პრინ­ციპ­ში, მა­ინც ასეა), მაგ­რამ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის დასი არაფ­რით ჩა­მოგ­ვრჩე­ბა. თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი 25 სპექ­ტაკლს თა­მა­შობს. დარ­წმი­უ­ნე­ბულ ვარ, სულ მალე, ქარ­თულ თე­ატ­რში თა­ვის სათ­ქმელს იტყვი­ან იმი­ტომ, რომ შრო­მას ყო­ველ­თვის შე­დე­გი მო­აქვს. რამ­დე­ნი­მეს ვიც­ნობ კი­დეც და ვიცი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ. კარ­გია, როცა მსა­ხი­ობს საქ­მე აქვს და და­კა­ვე­ბუ­ლია. წარ­მა­ტე­ბე­ბი მათ და ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა

ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა

ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა: 

გასულ წლეს სანდრო ახმეტელის დაბადების 130-ე წლისთავი და ახმეტელის თეატრის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა, ეს თარიღები ერთმანეთს დაამთხვიეს და ახმეტელის თეატრში, ქართული თეატრის დღეს დიდი ღონისძიება გაიმართა, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა:

იუბილარი თეატრის მსახიობებმა დიდი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის საქმე, დაკითხვის ოქმისა და განაჩენის მიხედვით პერფორმასის საშუალებით აღადგინეს.

სანდრო ახმეტელის თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი ლერი პაქსაშვილი ვიდეოკოლაჟით გაიხსენეს და ამ ფაქტის მოკლე ისტორიის მიმოხილვაც წარმოგვიდგინეს...

თეატრალური საზოგადოებამ "წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების" კონკურსში გამარჯვებულებიც დაასახელა.

შეჯამდა და შეფასდა ახმეტელის თეატრის მსახიობების - ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის განვილი შემოქმედებითი გზაც, მათი როლები კინოსა და თეატრში. საღამოს ფინალში კი ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავები თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

საღამოზე გაიხსენეს თეატრის ის მსახიობებიც, რომლებიც წლების მანძილზე დასის შემადგენლობას გამოაკლდნენ, მაყურებელმა მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. სცენაზე წარდგნენ ძველი დასის წევრებიც, ვინც თეატრში გახსნის დღიდან მუშაობენ... პერფომანსი დასის ახალგაზრდა მსახიობებს მიჰყავდათ. ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი ''ქალდეა'' აფორმებდა.

ამ დღეს დავით ხახიძე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი, დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპეტქკლში - შექსპირის "აურზაური არაფრის გამო" შესრულებული მამკაცის მეორე პლანის როლისთვის დაჯილდოვდა:

- მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ჯილდო მომანიჭა, - ჟიურის წევრებს, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს, თეატრმცოდნეებს, მაყურებელს, ბატონ დიმა ხვთისიაშვილს, რადგან ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის. ცხადია, თეატრსაც ვულოცავ, ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობებს, ვინც ამ სპექტაკლში თამაშობენ. პრემიერა გორის ფესტივალზე შედგა...

- ახმეტელის თეატრის მსახიობებს. ვარსკვლავი გაუხსნეს. რას გვეტყვით ამ ფაქტზე?

- ორივეს კარგად ვიცნობ, ნუგზარ ყურაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობიც არის. უნჭიერესი ადამიანია, ძალიან საყვარელი პიროვნება. იმავეს ვიტყვოდი გია ჯაფარიძეზეც, თუმცა მასთან ისეთი აქტიური ურთიერთობა არ მაქვს, როგორც ნუგზართან, რადგანაც ნუგართან სცენაზე, რამდენიმე სპექტაკლში პარტნიორიც ვყოფილვარ. გამიხარდა, რომ ორივეს, წლების მანძილზე შრომა და ღვაწლი დაუფასდა. 35 წელი პატარა ამბავი არ არის.

აქვე ახმეტელის თეატრის დასზეც ვიტყვი, რომ ძალიან გაახალგაზრდავებულია. ირაკლი გოგია, სამხატვრო ხელმძღვანელი სერიოოზულად მუშაობს. კარგი გოგოები და ბიჭები შეკრიბა, ნიჭიერი ადამიანები არიან. მეგონა, რომ მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით თვეში რეკორდული რაოდენობის სპეტქტაკლებს (პრინციპში, მაინც ასეა), მაგრამ ახმეტელის თეატრის დასი არაფრით ჩამოგვრჩება. თვეში საშუალოდ, ყველა მსახიობი 25 სპექტაკლს თამაშობს. დარწმიუნებულ ვარ, სულ მალე, ქართულ თეატრში თავის სათქმელს იტყვიან იმიტომ, რომ შრომას ყოველთვის შედეგი მოაქვს. რამდენიმეს ვიცნობ კიდეც და ვიცი, რომ საინტერესო რაღაცების შექმნა შეუძლიათ. კარგია, როცა მსახიობს საქმე აქვს და დაკავებულია. წარმატებები მათ და ყველა ჩემს კოლეგას.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება