პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩის ჩხუბიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვაში - რას იხსენებს პოლკოვნიკი ექს-პრეზიდენტსა და მის ოჯახზე
ქუჩის ჩხუბიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვაში - რას იხსენებს პოლკოვნიკი ექს-პრეზიდენტსა და მის ოჯახზე

ხა­შუ­რე­ლი იური ბეჟუ­აშ­ვი­ლი 1940 წელს და­ი­ბა­და. ხა­შუ­რის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შემ­დეგ მან ჯერ გო­რის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი), შემ­დეგ ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი), ბო­ლოს კი მოს­კოვ­ში კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უმაღ­ლე­სი სკო­ლაც და­ამ­თავ­რა. მისი კა­რი­ე­რის აღ­მას­ვლა კი 1972 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი "ცე­კას" პირ­ვე­ლი მდივ­ნის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის უფ­რო­სი გახ­და:

- ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვი­ყა­ვი. ბა­თუმ­ში კომ­ბი­ნატ­ში ვმუ­შა­ობ­დი და ერთ დღე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს კგბ-ს სკო­ლა­ში თუ წახ­ვა­ლო. იმ დროს ამა­ზე უა­რის თქმა სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და და ბუ­ნებ­რი­ვია, დავ­თან­ხმდი. ასე მოვ­ხვდი КГБ-ს სპეცს­კო­ლა­ში, სა­დაც 4 წელი ვის­წავ­ლე. ერთხელ, პა­რა­შუ­ტით ხტო­მის სწავ­ლე­ბი­სას ასე­თი რამე შე­მემ­თხვა. ჩვენ გვამ­ზა­დებ­დნენ მტრის ზურ­გში დე­სან­ტი­რე­ბი­სათ­ვის, ამი­ტომ პრი­ო­რი­ტე­ტი და­ბა­ლი სი­მაღ­ლი­დან ხტო­მა იყო, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია. მოკ­ლედ, 800 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გად­მოვ­ხტით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი პა­რა­შუ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში აიხ­ლარ­თა, მე აღ­მოვ­ჩნდი ქვე­ვით და ის ზე­მოთ, ის შე­და­რე­ბით ახალ­ბე­და იყო, ამი­ტომ მე ქვე­მო­დან მთე­ლი ხმით ვუხ­სნი­დი, თუ რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რომ მისი პა­რა­შუ­ტი გახ­სნი­ლი­ყო. სა­ბო­ლო­ოდ, მა­შინ როცა მი­წამ­დე რამ­დე­ნი­მე მეტ­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, პა­რა­შუ­ტი გა­იხ­სნა. როცა და­ვეშ­ვით, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ძა­ლი­ან შე­მა­ქო და და­მა­ჯილ­დო­ვა.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას და­ხა­სი­ა­თე­ბა მომ­ცეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვე­დი, სკო­ლის უფ­რო­სი ბა­ი­ა­რი­ნო­ვი გა­მომ­ყვა, სი­მარ­თლე გი­თხრათ გა­მიკ­ვირ­და, თუმ­ცა რა­მეს ხომ არ ვკი­თხავ­დი. რო­გორც მერე აღ­მოჩ­ნდა, ჩა­მომ­ყვა იმი­ტომ, რომ წარ­ვედ­გი­ნე გმი­რო­ბა­ზე. ჩვე­ნი სკო­ლი­დან თით­ქმის ყო­ველ წელს ვი­ღა­ცას აძ­ლევ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის ტი­ტულს და იმის გამო, რომ პა­რა­შუ­ტით ხტო­მი­სას ასე­თი სი­მა­მა­ცე გა­მო­ვი­ჩი­ნე, წარ­მად­გი­ნეს მე, თუმ­ცა უარი გან­ვა­ცხა­დე, რად­გან მა­შინ ვფიქ­რობ­დი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე და არ მინ­დო­და ჩემი კა­რი­ე­რა ამ კუ­თხით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ახლა კი ვნა­ნობ ამ პა­სუხს, მაგ­რამ მა­შინ ახალ­გაზ­რდუ­ლი შე­მარ­თე­ბით ვი­ყა­ვი და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ასე.

- ამის მერე იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, რო­გორ მოხ­ვდით მას­თან?

- მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­როს­თან ვი­დე­ქი, რო­დე­საც ვი­ღაც ხუ­ლი­გან­მა ჩემს მე­უღ­ლეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას­თან ერ­თად კი­დევ ოთხნი იყ­ვნენ. მე შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი და ვე­ცა­დე, ინ­ცი­დენ­ტი ამე­რი­დე­ბი­ნა. სპეცს­კო­ლა­ში ნა­ვარ­ჯი­შევს, იმ­ხე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბა მქონ­და იმ ახ­მახ­თან, რომ ამ უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სირ­ცხვი­ლიც იყო. მაგ­რამ თავს უცებ ხუ­თი­ვე და­მეს­ხა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თავი და­მეც­ვა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე (იცი­ნის)... ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდნენ, მაგ­რამ მეც შარ­ში გა­ვეხ­ვიე. მთა­ვა­რი "შარი" კი უშიშ­რო­ე­ბის მრის­ხა­ნე მი­ნის­ტრი ალექ­სი ინა­უ­რი იყო, რო­მელ­საც ეს ინ­ცი­დენ­ტი არ გა­მორ­ჩე­ბო­და.

მე­ო­რე დღეს­ვე ბა­ტო­ნი ინა­უ­რის კა­ბი­ნეტ­ში აღ­მოვ­ჩნდი. მას­თან ერ­თად კი კა­ბი­ნეტ­ში მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კონ­სტან­ტი­ნე კე­თი­ლა­ძეც იმ­ყო­ფე­ბო­და. აი, აქ კი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ინა­ურს, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტის უწ­ვრი­ლე­სი დე­ტა­ლე­ბიც კი უკვე ზე­პი­რად იცო­და, საყ­ვე­დუ­რი არც დას­ცდე­ნია. პი­რი­ქით, შე­მა­ქო კი­დეც. ყო­ჩაღ, კონ­ტრმზვე­რავს ყო­ველ­თვის უნდა შე­ეძ­ლოს თა­ვის დაც­ვა! და ამას მოჰ­ყვა ფრა­ზა, რომ­ლის წარ­მოდ­გე­ნაც მა­შინ უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო: "ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ - დღე­ი­დან შენ სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდივ­ნის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის უფ­რო­სი იქ­ნე­ბი". ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო პოსტზე. მისი დაც­ვის უფ­რო­სო­ბა, იმის გარ­და, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პოს­ტი იყო ნე­ბის­მი­ე­რი ოფიც­რის­თვის, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გახ­ლდათ, მით უმე­ტეს, რომ მა­შინ დაც­ვა ისე­თი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი არ იყო, რო­გორც დღეს.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით მას­თან მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს?

- ედუ­არ­დი სა­ოც­რად კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო, ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, ცოლ-შვი­ლის დი­დად მოყ­ვა­რუ­ლი. გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცა­ზე ხუმ­რობ­და. იყო ძა­ლი­ან უში­შა­რი. 1978 წელს, მას­თან უკვე აღარ ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ ხალ­ხთან მის­ვლა გა­და­წყვი­ტა, მათ­თან ვინც ქარ­თულ ენის სა­ხელ­მწი­ფო ენად გა­უქ­მე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, მეც გავ­ყე­ვი და ოდ­ნა­ვი ში­შიც არ ეტყო­ბო­და, არა­და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უც­ვე­ლი იყო. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, ყო­ველ­თვის ახ­სოვ­და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ახ­ლობ­ლებს ულო­ცავ­და. და­ლე­ვა არ უყვრდა, თუმ­ცა თუ სი­ტუ­ა­ცია მო­თხოვ­და, არც ამა­ზე ამ­ბობ­და უარს, ძა­ლი­ან მა­გა­რი მთვრა­ლიც მი­ნა­ხავს და მინ­და გი­თხრათ, რომ ფან­ტას­ტი­უ­რი სიმ­თვრა­ლე ჰქონ­და, სულ ხუმ­რობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მას მერე რაც მისი დაც­ვი­დან წა­მო­ვე­დი, აღარ მქო­ნია უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, თუმ­ცა დაც­ვის ბი­ჭებს ყო­ველ­თვის მო­კი­თხვას აბა­რებ­და ჩემ­თან.

- იმ პე­რი­ოდ­ში, თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი ბევ­რის­თვის სა­ოც­ნე­ბო იყო, თქვენ კი თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­მოხ­ვე­დით, რა­ტომ?

- რო­დე­საც წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, შე­ვარ­დნა­ძემ და­მი­ბა­რა: "ამ ად­გილ­ზე ათასე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ და შენ უარს ამ­ბო­ბო?". ავუხ­სე­ნი, რომ ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, ედუ­არ­დმა მკი­თხა: "რამე და­გი­შა­ვე რომ მი­დი­ხა­რო?" არა ბა­ტო­ნო ედუ­არდ-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. "იური, გულ­წრფე­ლად მი­თხა­რი, თუ მე გა­წყე­ნი­ნე რამე, ბო­დიშს მო­გიხ­დი და დარ­ჩიო". ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად აგარკზე ვის­ვე­ნებ­დი და ყო­ველ­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით ვი­ყა­ვი მათ­თან. ძა­ლი­ან კარ­გი ქალი იყო მისი მე­უღ­ლე ნა­ნუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი ყავ­და მას, პა­ა­ტას­თან ვმე­გობ­რობ­დი კი­დეც.

- რა­ი­მე ინ­ცი­დენ­ტი თუ ყო­ფი­ლა რო­დეს­მე?

- ერთი რაც მახ­სენ­დე­ბა ის იყო, რომ მის შვი­ლიშ­ვილს ვი­ღაც ბი­ჭე­ბი აწუ­ხებ­დნენ, ჩემი ბი­ჭე­ბი გავ­გზავ­ნე და მალე მოგ­ვარ­და ყვე­ლა­ფე­რი. სხვა ისე­თი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა.

- უამ­რავ სტუ­მარ­თან და ოფი­ცი­ა­ლურ პირ­თან მო­გი­წევ­დათ შეხ­ვედ­რა... გა­სახ­სე­ნე­ბე­ლიც ბევ­რი გექ­ნე­ბათ...

- სა­ქარ­თვე­ლოს 1973 წელს სსრკ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მე­ო­რე მდი­ვა­ნი კი­რი­ლენ­კო სტუმ­რობ­და. იგი ბრეჟნე­ვის შემ­დეგ მე­ო­რე პირი გახ­ლდათ ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უზარ­მა­ზა­რი ფი­გუ­რაც. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლამ­დე მას გუ­და­უ­თა­ში მო­უ­წყეს შეხ­ვედ­რა და ორი დღე იქ, სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მო­ას­ვე­ნეს. შე­ვარ­დნა­ძის და კი­რი­ლენ­კოს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი ერთ შე­ნო­ბა­ში იყო. ვი­ზი­ტის მე­ო­რე დღეს, დი­ლით ძა­ლი­ან ადრე, კი­რი­ლენ­კო სა­სე­ირ­ნოდ გა­მო­სუ­ლა ულა­მა­ზეს ბაღ­ში. თუმ­ცა ბაღ­ში გას­ვლამ­დე მას, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ნო­ბის ჰოლი უნდა გა­ევ­ლო. ჰოლ­ში რო­ი­ა­ლი იდგა, რო­მელ­ზეც და­ბალ ხმა­ზე, ერთ-ერთ ცნო­ბილ ინ­გლი­სურ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებ­დი (იური ბეჟუ­აშ­ვი­ლი ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ფლობს ინ­სტრუ­მენტს და უაქ­ცენ­ტოდ სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად).

კი­რი­ლენ­კოს უმალ შე­ვარ­დნა­ძის­თვის მი­უ­მარ­თავს და თით­ქმის საყ­ვე­დუ­რის კი­ლო­ზე უთ­ქვამს, რა სა­ჭი­რო იყო ასეთ დროს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მოწ­ვე­ვა. ხოლო, როცა აუხ­სნეს, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის უფ­რო­სი იყო, გა­და­რე­უ­ლა კაცი, შე­ვარ­დნა­ძე კი გა­ბად­რუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი უხ­სნი­და მას, რომ მისი დაც­ვის უფ­როსს ბევ­რად მე­ტიც შე­ეძ­ლო. მერე, კი­რი­ლენ­კოს მე­უღ­ლემ მთხო­ვა სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ისიც რომ და­ვუ­კა­რი, კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ, მაგ­რამ მათ­ზე კმა­ყო­ფი­ლი შე­ვარ­დნა­ძე იყო. სხვა­თა შო­რის, კი­რი­ლენ­კოს დაც­ვის ორ­მეტ­რი­ან­მა "ამა­ლამ" იმ სა­ღა­მოს პირ­და­პირ, მო­რი­დე­ბის გა­რე­შე, სმა­ში გა­მო­მიწ­ვია. შე­ვარ­დნა­ძე მიხ­ვდა სი­ტუ­ა­ცი­ას და მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან მჯდომს თვა­ლის ჩაკ­ვრით მა­ნიშ­ნა, მიდი აჩ­ვე­ნე მა­გათ ქარ­თუ­ლი "კლა­სიო". ორი­ოდ სა­ათ­ში მა­გი­დას­თან მხო­ლოდ მე და თეფ­შებ­ზე თავ­და­დე­ბუ­ლი რუ­სე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ორი დღე ვე­ღარ გა­აღ­ვი­ძეს და სსრკ-ს მე­ო­რე პირი დაც­ვის გა­რე­შე და­ტო­ვეს".

შე­ვარ­დნა­ძეს­თან 5-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, იური ბეჟუ­აშ­ვი­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბამ­დეც მი­ვი­და. ასე­ვე გახ­და იუს­ტი­ცი­ის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი (ესეც პოლ­კოვ­ნი­კის ჩი­ნის ტოლ­ფა­სია). სხვა­დას­ხვა წლებ­ში იყო მარ­ნე­უ­ლის, ფო­თის პრო­კუ­რო­რი და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზის ტრან­სპორ­ტის სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. ეს სამ­მარ­თვე­ლო კი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კებ­საც მო­ი­ცავ­და. დღეს ბა­ტო­ნი იური პენ­სი­ო­ნე­რია. უკან დარ­ჩა მარ­თლაც ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბა სა­ო­ცა­რი დღე­ე­ბით... სახ­ლი, სა­დაც მო­ხუ­ცი პოლ­კოვ­ნი­კი ცხოვ­რობს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ხა­შუ­რუ­ლი" სახ­ლია, რო­გო­რიც იქ ყვე­ლა რი­გით მო­ქა­ლა­ქეს აქვს...

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ქუჩის ჩხუბიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვაში - რას იხსენებს პოლკოვნიკი ექს-პრეზიდენტსა და მის ოჯახზე

ქუჩის ჩხუბიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვაში - რას იხსენებს პოლკოვნიკი ექს-პრეზიდენტსა და მის ოჯახზე

ხაშურელი იური ბეჟუაშვილი 1940 წელს დაიბადა. ხაშურის პირველი საშუალო სკოლის შემდეგ მან ჯერ გორის პედაგოგიური ინსტიტუტი (ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი), შემდეგ ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი), ბოლოს კი მოსკოვში კონტრდაზვერვის უმაღლესი სკოლაც დაამთავრა. მისი კარიერის აღმასვლა კი 1972 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელი "ცეკას" პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი გახდა:

- ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვიყავი. ბათუმში კომბინატში ვმუშაობდი და ერთ დღესაც შემომთავაზეს კგბ-ს სკოლაში თუ წახვალო. იმ დროს ამაზე უარის თქმა სიგიჟე იქნებოდა და ბუნებრივია, დავთანხმდი. ასე მოვხვდი КГБ-ს სპეცსკოლაში, სადაც 4 წელი ვისწავლე. ერთხელ, პარაშუტით ხტომის სწავლებისას ასეთი რამე შემემთხვა. ჩვენ გვამზადებდნენ მტრის ზურგში დესანტირებისათვის, ამიტომ პრიორიტეტი დაბალი სიმაღლიდან ხტომა იყო, რაც ძალიან რთულია. მოკლედ, 800 მეტრის სიმაღლიდან გადმოვხტით მე და ჩემი მეგობარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი პარაშუტები ერთმანეთში აიხლართა, მე აღმოვჩნდი ქვევით და ის ზემოთ, ის შედარებით ახალბედა იყო, ამიტომ მე ქვემოდან მთელი ხმით ვუხსნიდი, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ მისი პარაშუტი გახსნილიყო. საბოლოოდ, მაშინ როცა მიწამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, პარაშუტი გაიხსნა. როცა დავეშვით, ხელმძღვანელობამ ძალიან შემაქო და დამაჯილდოვა.

სკოლის დასრულებისას დახასიათება მომცეს, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესო. როდესაც საქართველოში წამოვედი, სკოლის უფროსი ბაიარინოვი გამომყვა, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, თუმცა რამეს ხომ არ ვკითხავდი. როგორც მერე აღმოჩნდა, ჩამომყვა იმიტომ, რომ წარვედგინე გმირობაზე. ჩვენი სკოლიდან თითქმის ყოველ წელს ვიღაცას აძლევდნენ საბჭოთა კავშირის გმირის ტიტულს და იმის გამო, რომ პარაშუტით ხტომისას ასეთი სიმამაცე გამოვიჩინე, წარმადგინეს მე, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან მაშინ ვფიქრობდი კარიერულ წინსვლაზე და არ მინდოდა ჩემი კარიერა ამ კუთხით დასრულებულიყო, ახლა კი ვნანობ ამ პასუხს, მაგრამ მაშინ ახალგაზრდული შემართებით ვიყავი და ამიტომაც გადავწყვიტე ასე.

- ამის მერე იყო ედუარდ შევარდნაძესთან გატარებული წლები, როგორ მოხვდით მასთან?

- მეუღლესთან ერთად მარჯანიშვილის მეტროსთან ვიდექი, როდესაც ვიღაც ხულიგანმა ჩემს მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ მასთან ერთად კიდევ ოთხნი იყვნენ. მე შენიშვნა მივეცი და ვეცადე, ინციდენტი ამერიდებინა. სპეცსკოლაში ნავარჯიშევს, იმხელა უპირატესობა მქონდა იმ ახმახთან, რომ ამ უპირატესობის გამოყენება სირცხვილიც იყო. მაგრამ თავს უცებ ხუთივე დამესხა და იძულებული ვიყავი თავი დამეცვა. მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე (იცინის)... ყველა საავადმყოფოში მოხვდნენ, მაგრამ მეც შარში გავეხვიე. მთავარი "შარი" კი უშიშროების მრისხანე მინისტრი ალექსი ინაური იყო, რომელსაც ეს ინციდენტი არ გამორჩებოდა.

მეორე დღესვე ბატონი ინაურის კაბინეტში აღმოვჩნდი. მასთან ერთად კი კაბინეტში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კონსტანტინე კეთილაძეც იმყოფებოდა. აი, აქ კი სრულიად საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ინაურს, რომელმაც ინციდენტის უწვრილესი დეტალებიც კი უკვე ზეპირად იცოდა, საყვედური არც დასცდენია. პირიქით, შემაქო კიდეც. ყოჩაღ, კონტრმზვერავს ყოველთვის უნდა შეეძლოს თავის დაცვა! და ამას მოჰყვა ფრაზა, რომლის წარმოდგენაც მაშინ უბრალოდ, შეუძლებელი იყო: "ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ - დღეიდან შენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი იქნები". ედუარდ შევარდნაძე ახალი დანიშნული იყო პოსტზე. მისი დაცვის უფროსობა, იმის გარდა, რომ ძალიან მაღალი პოსტი იყო ნებისმიერი ოფიცრისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაც გახლდათ, მით უმეტეს, რომ მაშინ დაცვა ისეთი მრავალრიცხოვანი არ იყო, როგორც დღეს.

- როგორ გაიხსენებდით მასთან მუშაობის პერიოდს?

- ედუარდი საოცრად კარგი პიროვნება იყო, ძალიან უშუალო, ცოლ-შვილის დიდად მოყვარული. გამუდმებით რაღაცაზე ხუმრობდა. იყო ძალიან უშიშარი. 1978 წელს, მასთან უკვე აღარ ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც სტადიონზე შეკრებილ ხალხთან მისვლა გადაწყვიტა, მათთან ვინც ქართულ ენის სახელმწიფო ენად გაუქმებას აპროტესტებდა, მეც გავყევი და ოდნავი შიშიც არ ეტყობოდა, არადა ფაქტობრივად, დაუცველი იყო. ძალიან ყურადღებიანი იყო, ყოველთვის ახსოვდა დაბადების დღეები და ახლობლებს ულოცავდა. დალევა არ უყვრდა, თუმცა თუ სიტუაცია მოთხოვდა, არც ამაზე ამბობდა უარს, ძალიან მაგარი მთვრალიც მინახავს და მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიური სიმთვრალე ჰქონდა, სულ ხუმრობდა. სამწუხაროდ, მას მერე რაც მისი დაცვიდან წამოვედი, აღარ მქონია უშუალო კონტაქტი, თუმცა დაცვის ბიჭებს ყოველთვის მოკითხვას აბარებდა ჩემთან.

- იმ პერიოდში, თქვენი სამსახური ბევრისთვის საოცნებო იყო, თქვენ კი თქვენი განცხადების საფუძველზე წამოხვედით, რატომ?

- როდესაც წასვლაზე განცხადება დავწერე, შევარდნაძემ დამიბარა: "ამ ადგილზე ათასები ოცნებობენ და შენ უარს ამბობო?". ავუხსენი, რომ ოპერატიულ სამსახურში მინდოდა მუშაობა, ედუარდმა მკითხა: "რამე დაგიშავე რომ მიდიხარო?" არა ბატონო ედუარდ-მეთქი, ვუპასუხე. "იური, გულწრფელად მითხარი, თუ მე გაწყენინე რამე, ბოდიშს მოგიხდი და დარჩიო". ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მასთან და მის ოჯახთან ერთად აგარკზე ვისვენებდი და ყოველთვის ოჯახის წევრივით ვიყავი მათთან. ძალიან კარგი ქალი იყო მისი მეუღლე ნანული. ძალიან კარგი შვილები ყავდა მას, პაატასთან ვმეგობრობდი კიდეც.

- რაიმე ინციდენტი თუ ყოფილა როდესმე?

- ერთი რაც მახსენდება ის იყო, რომ მის შვილიშვილს ვიღაც ბიჭები აწუხებდნენ, ჩემი ბიჭები გავგზავნე და მალე მოგვარდა ყველაფერი. სხვა ისეთი არაფერი მახსენდება.

- უამრავ სტუმართან და ოფიციალურ პირთან მოგიწევდათ შეხვედრა... გასახსენებელიც ბევრი გექნებათ...

- საქართველოს 1973 წელს სსრკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი კირილენკო სტუმრობდა. იგი ბრეჟნევის შემდეგ მეორე პირი გახლდათ ამხელა ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, უზარმაზარი ფიგურაც. თბილისში ჩამოსვლამდე მას გუდაუთაში მოუწყეს შეხვედრა და ორი დღე იქ, სამთავრობო რეზიდენციაში მოასვენეს. შევარდნაძის და კირილენკოს აპარტამენტები ერთ შენობაში იყო. ვიზიტის მეორე დღეს, დილით ძალიან ადრე, კირილენკო სასეირნოდ გამოსულა ულამაზეს ბაღში. თუმცა ბაღში გასვლამდე მას, ბუნებრივია, შენობის ჰოლი უნდა გაევლო. ჰოლში როიალი იდგა, რომელზეც დაბალ ხმაზე, ერთ-ერთ ცნობილ ინგლისურ სიმღერას ვასრულებდი (იური ბეჟუაშვილი ვირტუოზულად ფლობს ინსტრუმენტს და უაქცენტოდ საუბრობს ინგლისურად).

კირილენკოს უმალ შევარდნაძისთვის მიუმართავს და თითქმის საყვედურის კილოზე უთქვამს, რა საჭირო იყო ასეთ დროს ცნობილი მუსიკოსების მოწვევა. ხოლო, როცა აუხსნეს, რომ ეს პიროვნება შევარდნაძის დაცვის უფროსი იყო, გადარეულა კაცი, შევარდნაძე კი გაბადრული და კმაყოფილი უხსნიდა მას, რომ მისი დაცვის უფროსს ბევრად მეტიც შეეძლო. მერე, კირილენკოს მეუღლემ მთხოვა სიმღერების შესრულება და ისიც რომ დავუკარი, კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მაგრამ მათზე კმაყოფილი შევარდნაძე იყო. სხვათა შორის, კირილენკოს დაცვის ორმეტრიანმა "ამალამ" იმ საღამოს პირდაპირ, მორიდების გარეშე, სმაში გამომიწვია. შევარდნაძე მიხვდა სიტუაციას და მეზობელ მაგიდასთან მჯდომს თვალის ჩაკვრით მანიშნა, მიდი აჩვენე მაგათ ქართული "კლასიო". ორიოდ საათში მაგიდასთან მხოლოდ მე და თეფშებზე თავდადებული რუსები იყვნენ, რომლებიც ორი დღე ვეღარ გააღვიძეს და სსრკ-ს მეორე პირი დაცვის გარეშე დატოვეს".

შევარდნაძესთან 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, იური ბეჟუაშვილი ოპერატიული მუშაობით იყო დაკავებული და პოლკოვნიკის წოდებამდეც მივიდა. ასევე გახდა იუსტიციის უფროსი მრჩეველი (ესეც პოლკოვნიკის ჩინის ტოლფასია). სხვადასხვა წლებში იყო მარნეულის, ფოთის პროკურორი და ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის საგამომძიებლო სამმართველოს უფროსი. ეს სამმართველო კი საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებსაც მოიცავდა. დღეს ბატონი იური პენსიონერია. უკან დარჩა მართლაც ბობოქარი ცხოვრება საოცარი დღეებით... სახლი, სადაც მოხუცი პოლკოვნიკი ცხოვრობს, ჩვეულებრივი "ხაშურული" სახლია, როგორიც იქ ყველა რიგით მოქალაქეს აქვს...

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა - რა განმარტება გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში?

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს - ფოტოები რუსთავიდან