სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან
კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან

2018 წლის 11 მარტს 76 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და კომ­პო­ზი­ტორს, რო­მელ­მაც ქარ­თულ ესტრა­და­ზე ეპო­ქა შექ­მნა. ალექ­სან­დრე (ბუ­თხუზ) ბა­სი­ლა­ი­ას მუ­სი­კა­ზე (მი­უ­ზიკ­ლე­ბი, კი­ნო­მუ­სი­კა, მუ­სი­კა მულ­ტფილ­მე­ბის­თვის) თა­ო­ბე­ბი აღი­ზარ­და.

"ზღა­პა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა", "ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა", "გუდა გუდა", "ცი­სარ­ტყე­ლე­ბი", "სოფ­ლის მა­შე­ნე­ბელ­ნი", "არ­გო­ნავ­ტე­ბი" - ეს ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია მისი დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან, რო­მე­ლიც მსმე­ნელს დღემ­დე უყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბით ის­მენს. ათწლე­უ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ვო­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტა­ლურ ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას"...

"კარ­გია, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს იხ­სე­ნებთ, თან, სა­ნამ გამ­ხსე­ნებ­ლე­ბი ჰყავს, თო­რემ იცით, რამ­დე­ნი ღვაწლ­მო­სი­ლი და კარ­გი პი­როვ­ნე­ბა მი­ე­ცა მი­ვი­წყე­ბას? მით უფრო, რომ დღეს­დღე­ო­ბით სა­ესტრა­დო ხე­ლოვ­ნე­ბა თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს და რაც არის, ისიც, და­უ­ფა­სე­ბე­ლი," - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ამ წლე­ბის წინ თა­ვად აარ­ჩია მისი გუნ­დის წევ­რად...

AMBEBI.GE ბა­ტონ ნუგ­ზარ­თან ერ­თად ახლა ამ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მედს გა­იხ­სე­ნებს...

"შე­ეძ­ლო სულ თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბით შე­ეკ­რა სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მე­ბი, მაგ­რამ კო­ლე­გა კომ­პო­ზი­ტო­რებ­საც არ ივი­წყებ­და, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით - ვაჟა აზა­რაშ­ვილ­თან, გია ყან­ჩელ­თან, გი­ორ­გი ცა­ბა­ძეს­თან, მათი არა­ერ­თი სიმ­ღე­რა აგ­ვიჟ­ღე­რე­ბია. ბა­სი­ლა­ია ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის დიდი მოყ­ვა­რუ­ლიც იყო, ისე­ვე რო­გორ ჯა­ზის და კლა­სი­კის. ბევ­რი ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ცია და­უ­მუ­შა­ვე­ბია. თუნ­დაც მეგ­რუ­ლი თბი­ლი, ლა­მა­ზი და სათ­ნო მუ­სი­კა მის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ხში­რად შე­იმ­ჩნე­ვა... არის 4 მი­უ­ზიკ­ლის ავ­ტო­რი, უამ­რა­ვი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მის, ცნო­ბი­ლია მისი კი­ნო­მუ­სი­კა, სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი აქვს ქარ­თულ მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

ის მულ­ტფილ­მე­ბი დღე­საც ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც მა­შინ, წლე­ბის წინ, როცა შე­იქ­მნა და მგო­ნია, რომ ეს ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა, რო­გორც მის ერთ სიმ­ღე­რა­შია - "ჩვენ წა­ვალთ და ამ ქვეყ­ნად, სიმ­ღე­რე­ბი დარ­ჩე­ბა". დიახ, სიმ­ღე­რე­ბი დარ­ჩა. დიდი მე­ლო­დის­ტი იყო. სხვა ქვეყ­ნებ­შიც დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ­ში, პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში მი­მუ­შა­ვია და ვიცი, რო­გორ უყ­ვარ­დათ", - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი.

- ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე "ივე­რი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი და და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ან­სამ­ბლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, დღე­საც არ­სე­ბობთ...

- ეს ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრეს და ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც ქმნიდ­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს, ანუ იმას, რაც ჩვენ შემ­დეგ უნდა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა ისი­ნი პი­რი­ქით ამ­ბობ­დნენ ყო­ველ­თვის, - თქვენ რომ არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­დაო... ერ­თმა­ნეთს ვაბ­რა­ლებ­დით ამ სიყ­ვა­რულს, მე­გობ­რო­ბას, კო­ლე­გი­ა­ლო­ბას და იმას, რაც ჩვენს კონ­ცერ­ტებ­ზე, სცე­ნა­ზე ხდე­ბო­და. ვინც კი "ივე­რი­ის" "სკო­ლა" გა­ი­ა­რა, ანუ ბა­სი­ლა­ია-ბა­ღაშ­ვი­ლის "აკა­დე­მია", ყვე­ლა, დღეს სა­დაც უნდა იყოს, მა­ინც "ივე­რი­ე­ლად" მი­იჩ­ნევს თავს, ზოგი ორი თვე იყო, ზოგი ორი-სამი წელი, ზოგი - 45 წე­ლი­წა­დი.

დღე­საც "ივე­რი­ის" სა­ხე­ლით გა­მოვ­დი­ვართ და სა­ნამ ბოლო "ივე­რი­ე­ლი" იქ­ნე­ბა, ეს სა­ხე­ლი მა­ნამ იარ­სე­ბებს. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ასა­კი­სა, ან­სამ­ბლმა ყვე­ლა­ნი კარ­გად "შეგ­ვი­ნა­ხა". გარ­და იმი­სა, რომ სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვენს გუნდს ეარ­სე­ბა, მისი წევ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბიც ვი­ყა­ვით. ნათ­ლი­ე­ბი, ნათ­ლუ­ლე­ბი, ძმე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი, სიძე-ცო­ლის ძმა, მამა-შვი­ლი, დედა-შვი­ლი და ა.შ. მოკ­ლედ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას უკვე სხვა რა­ღაც ერ­ქვა და ჰქვია...

- რო­გო­რი იყო მა­ესტრო, რო­დე­საც გა­ი­ცა­ნით?

- ან­სამ­ბლში რომ მი­ვე­დი, "ივე­რია" უკვე 4 წლის და­არ­სე­ბუ­ლი გახ­ლდათ. კონ­ცერ­ტზეც ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი და ბა­სი­ლა­ი­ას შე­სა­ხებ ვი­ცო­დი. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, გა­და­ვი­რიე, - ეს ვინ არის, რო­ი­ა­ლი ლა­მის და­შა­ლა-მეთ­ქი. ქარ­თვე­ლი ოს­კარ პი­ტერ­სო­ნი იყო... მაგ დროს "ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში" ვი­ყა­ვი, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი, და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენტზე მა­ნამ­დე ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მიკ­რავს და ერთხე­ლაც, ბა­სი­ლა­ი­ას­გან მიწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენტზე მინ­და, რომ და­უკ­რა­სო. რად­გან ასეთ ჯგუფ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დიდი იყო და 2 კვი­რა­ში მთე­ლი პროგ­რა­მა ვის­წავ­ლე. პირ­ვე­ლი­ვე გას­ტრო­ლი ბუ­და­პეშ­ტში გვქონ­და. ეს იყო 1972 წელი. თან­და­თან ან­სამ­ბლი ისე შე­იკ­რა, რომ ერ­თმა­ნე­თის სუნ­თქვაც კი გვეს­მო­და...

ბა­სი­ლა­ი­ას სა­კუ­თა­რი ახა­ლი სიმ­ღე­რა რომ მოჰ­ქონ­და, ზუს­ტად იცო­და, ვის რა უნდა გვემ­ღე­რა და ნა­მუ­შე­ვა­რიც 2 სა­ათ­ში მზად გვქონ­და. უძ­ლი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი იყო. ყვე­ლას ხმის ნი­უ­ან­სი იცო­და და რო­დე­საც სიმ­ღე­რა შედ­გე­ბო­და ზუს­ტად ისე, რო­გორც წარ­მო­ედ­გი­ნა, ხე­დავ­და, ცრემ­ლე­ბი მო­ე­რე­ო­და, ემო­ცი­უ­რი და სა­ოც­რად გულ­ჩვი­ლი კაცი გახ­ლდათ. ამას­თან, იუ­მო­რით სავ­სეც, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ანეგ­დოტს ისე მოყ­ვე­ბო­და, რომ სი­ცი­ლის­გან იტი­რებ­დი...

ის პე­რი­ო­დიც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, სულ თა­ვი­დან, მის ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, პი­ა­ნი­ნო­ზე რო­გორ ვსწავ­ლობ­დით სიმ­ღე­რებს. ინ­სტრუ­მენტს ნა­ხევ­რად ჩა­ვარ­დნი­ლი კლა­ვი­შე­ბი ჰქონ­და...

მა­ესტრო ბა­სი­ლა­ი­ას ოჯა­ხი

"მისი შვი­ლი, ანრი ბა­სი­ლა­ი­აც ან­სამ­ბლის წევ­რი იყო, ჩვენს ხელ­ში გა­ი­ზარ­და. "ივე­რი­ა­ში" გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. ბუ­თხუ­ზი უმაგ­რე­სი მამა იყო, რო­გორც სხვე­ბის­თვის (სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, ბესო კა­ლან­და­ძე...) ან­რის­თვი­საც წერ­და სიმ­ღე­რებს. ფილმში "ჩი­ო­რა" სწო­რედ ანრი მღე­რის შე­სა­ნიშ­ნავ სიმ­ღე­რას, "ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა", რო­მე­ლიც მა­მამ და­უ­წე­რა. მერე უკვე რო­გორც ემიგ­რანტს, სიმ­ღე­რა ისე შე­უქ­მნა, რად­გა­ნაც ანრი წლე­ბია, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს (შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რია) და ისიც უმაგ­რე­სად მღე­რო­და ამ სიმ­ღე­რას...

ბუ­თხუზს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­და ისი­ნი, მარ­თლა გიჟი ბა­ბუა იყო. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერ­ში მაქ­სი­მა­ლის­ტი გახ­ლდათ... რაც შე­ე­ხე­ბა მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ლუ­ი­ზა კო­ბა­ლა­ძეს, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია, ამ­დე­ნი წელი მან და მის­მა მე­უღ­ლემ ერ­თად გა­ა­ტა­რეს...

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხე­ლო­ვა­ნი

"გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი იყო და ეს ყვე­ლა­ფერ­ში ეტყო­ბო­და. მუ­სი­კა­ში, ჩაც­მის სტილ­ში - გა­მორ­ჩე­უ­ლად იც­ვამ­და, თან­ხას არ იშუ­რებ­და ხა­რის­ხი­ა­ნი ტან­საც­მე­ლის­თვის და, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ლა­მაზ და მშვე­ნი­ერ მან­დი­ლოს­ნებს მოს­წონ­დათ. ლა­მაზ ქალ­ბა­ტო­ნებ­სა და კარგ სა­მოს­ზე უარს არას­დროს ამ­ბობ­და..."

სა­ზღვრებს მიღ­მა

2012 წელს რო­დე­საც მისი კონ­ცერ­ტი მოს­კოვ­ში გა­ვა­კე­თეთ, ისე­თი დიდი მუ­სი­კო­სი, რო­გო­რიც სპი­ვა­კო­ვი იყო, მო­ვი­და და გულ­თბი­ლი სი­ტყვე­ბი მი­უ­ძღვნა. ასე­ვე კობ­ზონ­მა, მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და მოს­კო­ველ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვებ­თან, რე­ჟი­სორ ევ­გე­ნი გინსბურგთან, სწო­რედ მან გა­და­ი­ღო ჩვე­ნი ფილ­მე­ბიც... მა­გა­ლი­თად, "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი" 60-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ იყი­და. ბა­სი­ლა­ი­ას სიმ­ღე­რა "არგო" მი­უ­ზიკ­ლი­დან "არ­გო­ნავ­ტე­ბი" უც­ნო­ბი­ლე­სია. თუ რუ­სეთ­ში ადრე "თბი­ლი­სო" და "სუ­ლი­კო" იცოდ­ნენ, დღეს "არ­გო­საც" მღე­რი­ან. ამ სიმ­ღე­რას რომ და­ვი­წყებ­დით, ხალ­ხი დარ­ბაზ­ში ფეხ­ზე დგე­ბო­და. ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ.

...რო­დე­საც ბუ­თხუზ ბა­სი­ლა­ი­ამ და ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­მა მო­რი­გი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის­თვის "თოვ­ლის ბე­ბოს ზრა­პა­რი" შექ­მნეს, სა­ო­ცა­რი მო­წო­ნე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. 163 კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ. ის კი არა, ივ­ლის­შიც ვთა­მა­შობ­დით იმ სა­ზამ­თრო კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი და ოფლში ვცუ­რავ­დით...

მი­მაჩ­ნია, რომ მისი "ფი­როს­მა­ნის" ყვე­ლა არია შე­დევ­რია, ისე­ვე რო­გორც "არ­გო­ნავ­ტე­ბის"...

იმედ­გაც­რუ­ე­ბა

"ბო­ლომ­დე საყ­ვე­დუ­რი არ შე­ეძ­ლო, დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის დი­რექ­ტო­რად რომ და­ნიშ­ნეს, იყო მო­თხოვ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ეშ­ვა, შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა, ამ­ბობ­და, - სცე­ნის მუშა, სარ­თუ­ლის მო­რი­გე, რა­შიც 18 ლარს იღებს, სამ­სა­ხუ­რი­დან რო­გორ გა­ვუშ­ვაო?!

მოკ­ლედ, ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­სი­ლა­ი­ამ მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, და­არ­სე­ბის დღი­დან იმ­სა­ხუ­რა, 1000-ზე მეტი კონ­ცერ­ტი აქვს იქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა იქა­უ­რო­ბას სხვა ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს. ის კი არა, ბო­ლოს ისე მო­ექ­ცნენ, რო­გორ მოქ­ცე­ვა­საც ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ასე­თი მო­პყრო­ბის ღირ­სი არ იყო, გა­მო­უშ­ვეს. უბ­რა­ლოდ, სხვა დრო იყო და ეს არის... არა­და, ეგო­ნა, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ეს გა­ა­კე­თა, გვერ­დში ედგნენ და სწო­რედ ეს ეწყი­ნა, ცუ­დად მო­ექ­ცნენ. იმის მერე ძვე­ლე­ბუ­რი ხა­ლი­სით ვე­ღარ, თუმ­ცა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ქმნი­და მუ­სი­კას... დიდი ადა­მი­ა­ნი იყო და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მის გვერ­დით მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ, მოვ­ხვდი "ივე­რი­ა­ში" და დღემ­დე ვარ "ივე­რი­ე­ლი"...

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ო­დი

"მძი­მე დი­აგ­ნო­ზი რომ და­უს­ვეს, მა­შინ მის გვერ­დით ვი­ყა­ვი. არა­ფე­რი­აო, - თქვა, მხნედ იყო, თუმ­ცა ბოლო ორი თვე არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტობ­და, ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს ასე კე­ტავს ხოლ­მე, მაგ­რამ მე მა­ინც ვა­კი­თხავ­დი, ვნა­ხუ­ლობ­დი... (ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია 2009 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, გერ­მა­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა).

მისი წას­ვლა ჩვე­ნი ყვე­ლას ტკი­ვი­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩაგ­ვხო­ცა, მის გა­რე­შე ძა­ლი­ან გვი­ჭირს. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ადა­მი­ანს, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მშობ­ლე­ბის შემ­დეგ უდი­დე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნაა... რო­გორც შევ­პირ­დით, ისეთ სა­ხელს ვა­ტა­რებთ და ისე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, პირ­ველ­მა თა­ვად აიღო, საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ!

ამი­ტომ ახლა, დარ­ჩე­ნი­ლებს, მის მე­გობ­რებს, გვინ­და, რომ ბუ­თხუ­ზის 75 წლის იუ­ბი­ლე აღ­ვნიშ­ნოთ, ამის­თვის წე­რი­ლი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს და იმე­დია, ეს საქ­მე გა­მოგ­ვი­ვა, რომ დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მისი გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კა აჟ­ღერ­დეს..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან

კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან

2018 წლის 11 მარტს 76 წელი შეუსრულდებოდა კომპოზიტორს, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა. ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას მუსიკაზე (მიუზიკლები, კინომუსიკა, მუსიკა მულტფილმებისთვის) თაობები აღიზარდა.

"ზღაპარი სიყვარულისა", "ყველაფერი დალაგდება", "გუდა გუდა", "ცისარტყელები", "სოფლის მაშენებელნი", "არგონავტები" - ეს ის მცირე ჩამონათვალია მისი დიდი შემოქმედებიდან, რომელიც მსმენელს დღემდე უყვარს და სიამოვნებით ისმენს. ათწლეულები ხელმძღვანელობდა ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ივერიას"...

"კარგია, რომ ასეთ ადამიანებს იხსენებთ, თან, სანამ გამხსენებლები ჰყავს, თორემ იცით, რამდენი ღვაწლმოსილი და კარგი პიროვნება მიეცა მივიწყებას? მით უფრო, რომ დღესდღეობით საესტრადო ხელოვნება თითქმის აღარ არსებობს და რაც არის, ისიც, დაუფასებელი," - ამბობს მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, რომელიც ალექსანდრე ბასილაიამ წლების წინ თავად აარჩია მისი გუნდის წევრად...

AMBEBI.GE ბატონ ნუგზართან ერთად ახლა ამ საინტერესო შემოქმედს გაიხსენებს...

"შეეძლო სულ თავისი სიმღერებით შეეკრა საკონცერტო პროგრამები, მაგრამ კოლეგა კომპოზიტორებსაც არ ივიწყებდა, აქტიურად ვთანამშრომლობდით - ვაჟა აზარაშვილთან, გია ყანჩელთან, გიორგი ცაბაძესთან, მათი არაერთი სიმღერა აგვიჟღერებია. ბასილაია ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულიც იყო, ისევე როგორ ჯაზის და კლასიკის. ბევრი ცნობილი კომპოზიცია დაუმუშავებია. თუნდაც მეგრული თბილი, ლამაზი და სათნო მუსიკა მის ხელოვნებაში ხშირად შეიმჩნევა... არის 4 მიუზიკლის ავტორი, უამრავი საკონცერტო პროგრამის, ცნობილია მისი კინომუსიკა, სერიოზული წვლილი აქვს ქართულ მულტიპლიკაციაში.

ის მულტფილმები დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც მაშინ, წლების წინ, როცა შეიქმნა და მგონია, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება, როგორც მის ერთ სიმღერაშია - "ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება". დიახ, სიმღერები დარჩა. დიდი მელოდისტი იყო. სხვა ქვეყნებშიც დიდ პატივს სცემდნენ. განსაკუთრებით რუსეთში, პოპულარობით სარგებლობდა, მასთან ერთად მოსკოვში მიმუშავია და ვიცი, როგორ უყვარდათ", - გვიყვება ბატონი ნუგზარი.

- ბატონი ალექსანდრე "ივერიის" ხელმძღვანელი და დამაარსებელი იყო და როგორც ამბობენ, მისი დამსახურებაა, რომ ანსამბლი წლების განმავლობაში არსებობდა და პრაქტიკულად, დღესაც არსებობთ...

- ეს ბატონი ალექსანდრეს და ჯემალ ბაღაშვილის დამსახურებაა, რომლებიც ქმნიდნენ ამ ყველაფერს, ანუ იმას, რაც ჩვენ შემდეგ უნდა შეგვესრულებინა, თუმცა ისინი პირიქით ამბობდნენ ყოველთვის, - თქვენ რომ არა, ეს ყველაფერი არ იქნებოდაო... ერთმანეთს ვაბრალებდით ამ სიყვარულს, მეგობრობას, კოლეგიალობას და იმას, რაც ჩვენს კონცერტებზე, სცენაზე ხდებოდა. ვინც კი "ივერიის" "სკოლა" გაიარა, ანუ ბასილაია-ბაღაშვილის "აკადემია", ყველა, დღეს სადაც უნდა იყოს, მაინც "ივერიელად" მიიჩნევს თავს, ზოგი ორი თვე იყო, ზოგი ორი-სამი წელი, ზოგი - 45 წელიწადი.

დღესაც "ივერიის" სახელით გამოვდივართ და სანამ ბოლო "ივერიელი" იქნება, ეს სახელი მანამ იარსებებს. მოკლედ, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, ანსამბლმა ყველანი კარგად "შეგვინახა". გარდა იმისა, რომ სურვილი გვქონდა, ჩვენს გუნდს ეარსება, მისი წევრები ნათესავებიც ვიყავით. ნათლიები, ნათლულები, ძმები, მეუღლეები, სიძე-ცოლის ძმა, მამა-შვილი, დედა-შვილი და ა.შ. მოკლედ, ჩვენს ურთიერთობას უკვე სხვა რაღაც ერქვა და ჰქვია...

- როგორი იყო მაესტრო, როდესაც გაიცანით?

- ანსამბლში რომ მივედი, "ივერია" უკვე 4 წლის დაარსებული გახლდათ. კონცერტზეც ნამყოფი ვიყავი და ბასილაიას შესახებ ვიცოდი. პირველად რომ ვნახე, გადავირიე, - ეს ვინ არის, როიალი ლამის დაშალა-მეთქი. ქართველი ოსკარ პიტერსონი იყო... მაგ დროს "ციცინათელაში" ვიყავი, გიტარაზე ვუკრავდი, დასარტყამ ინსტრუმენტზე მანამდე ცხოვრებაში არ დამიკრავს და ერთხელაც, ბასილაიასგან მიწვევა მივიღე, დასარტყამ ინსტრუმენტზე მინდა, რომ დაუკრასო. რადგან ასეთ ჯგუფში მეპატიჟებოდნენ, პასუხისმგებლობა დიდი იყო და 2 კვირაში მთელი პროგრამა ვისწავლე. პირველივე გასტროლი ბუდაპეშტში გვქონდა. ეს იყო 1972 წელი. თანდათან ანსამბლი ისე შეიკრა, რომ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმოდა...

ბასილაიას საკუთარი ახალი სიმღერა რომ მოჰქონდა, ზუსტად იცოდა, ვის რა უნდა გვემღერა და ნამუშევარიც 2 საათში მზად გვქონდა. უძლიერესი მუსიკოსი იყო. ყველას ხმის ნიუანსი იცოდა და როდესაც სიმღერა შედგებოდა ზუსტად ისე, როგორც წარმოედგინა, ხედავდა, ცრემლები მოერეოდა, ემოციური და საოცრად გულჩვილი კაცი გახლდათ. ამასთან, იუმორით სავსეც, თუნდაც უმნიშვნელო ანეგდოტს ისე მოყვებოდა, რომ სიცილისგან იტირებდი...

ის პერიოდიც კარგად მახსენდება, სულ თავიდან, მის ერთოთახიან ბინაში, ვაჟა-ფშაველაზე, პიანინოზე როგორ ვსწავლობდით სიმღერებს. ინსტრუმენტს ნახევრად ჩავარდნილი კლავიშები ჰქონდა...

მაესტრო ბასილაიას ოჯახი

"მისი შვილი, ანრი ბასილაიაც ანსამბლის წევრი იყო, ჩვენს ხელში გაიზარდა. "ივერიაში" გიტარაზე უკრავდა. ბუთხუზი უმაგრესი მამა იყო, როგორც სხვებისთვის (სოსო პავლიაშვილი, ბესო კალანდაძე...) ანრისთვისაც წერდა სიმღერებს. ფილმში "ჩიორა" სწორედ ანრი მღერის შესანიშნავ სიმღერას, "ყველაფერი დალაგდება", რომელიც მამამ დაუწერა. მერე უკვე როგორც ემიგრანტს, სიმღერა ისე შეუქმნა, რადგანაც ანრი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს (შესანიშნავი მხატვარია) და ისიც უმაგრესად მღეროდა ამ სიმღერას...

ბუთხუზს შვილიშვილები სიგიჟემდე უყვარდა ისინი, მართლა გიჟი ბაბუა იყო. საერთოდ, ყველაფერში მაქსიმალისტი გახლდათ... რაც შეეხება მეუღლეს, ქალბატონ ლუიზა კობალაძეს, უსაყვარლესი ადამიანია, ამდენი წელი მან და მისმა მეუღლემ ერთად გაატარეს...

გემოვნებიანი ხელოვანი

"გემოვნებიანი იყო და ეს ყველაფერში ეტყობოდა. მუსიკაში, ჩაცმის სტილში - გამორჩეულად იცვამდა, თანხას არ იშურებდა ხარისხიანი ტანსაცმელისთვის და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლამაზ და მშვენიერ მანდილოსნებს მოსწონდათ. ლამაზ ქალბატონებსა და კარგ სამოსზე უარს არასდროს ამბობდა..."

საზღვრებს მიღმა

2012 წელს როდესაც მისი კონცერტი მოსკოვში გავაკეთეთ, ისეთი დიდი მუსიკოსი, როგორიც სპივაკოვი იყო, მოვიდა და გულთბილი სიტყვები მიუძღვნა. ასევე კობზონმა, მეგობრობა აკავშირებდა მოსკოველ კინოვარსკვლავებთან, რეჟისორ ევგენი გინსბურგთან, სწორედ მან გადაიღო ჩვენი ფილმებიც... მაგალითად, "ჩხიკვთა ქორწილი" 60-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა. ბასილაიას სიმღერა "არგო" მიუზიკლიდან "არგონავტები" უცნობილესია. თუ რუსეთში ადრე "თბილისო" და "სულიკო" იცოდნენ, დღეს "არგოსაც" მღერიან. ამ სიმღერას რომ დავიწყებდით, ხალხი დარბაზში ფეხზე დგებოდა. ძალიან მოსწონდათ.

...როდესაც ბუთხუზ ბასილაიამ და ჯემალ ბაღაშვილმა მორიგი საახალწლო კონცერტისთვის "თოვლის ბებოს ზრაპარი" შექმნეს, საოცარი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. 163 კონცერტი ჩავატარეთ, არ გავჩერებულვართ. ის კი არა, ივლისშიც ვთამაშობდით იმ საზამთრო კოსტიუმებში გამოწყობილები და ოფლში ვცურავდით...

მიმაჩნია, რომ მისი "ფიროსმანის" ყველა არია შედევრია, ისევე როგორც "არგონავტების"...

იმედგაცრუება

"ბოლომდე საყვედური არ შეეძლო, დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორად რომ დანიშნეს, იყო მოთხოვნა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სამსახურიდან გაეშვა, შეემცირებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა, ამბობდა, - სცენის მუშა, სართულის მორიგე, რაშიც 18 ლარს იღებს, სამსახურიდან როგორ გავუშვაო?!

მოკლედ, ისე აღმოჩნდა, რომ ბასილაიამ მთელი შეგნებული ცხოვრება დიდ საკონცერტო დარბაზში, დაარსების დღიდან იმსახურა, 1000-ზე მეტი კონცერტი აქვს იქ ჩატარებული, თუმცა იქაურობას სხვა ადამიანის სახელი მიანიჭეს. ის კი არა, ბოლოს ისე მოექცნენ, როგორ მოქცევასაც ნამდვილად არ იმსახურებდა. ასეთი მოპყრობის ღირსი არ იყო, გამოუშვეს. უბრალოდ, სხვა დრო იყო და ეს არის... არადა, ეგონა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა, გვერდში ედგნენ და სწორედ ეს ეწყინა, ცუდად მოექცნენ. იმის მერე ძველებური ხალისით ვეღარ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა მუსიკას... დიდი ადამიანი იყო და მადლობა ღმერთს, რომ მის გვერდით მომიწია ცხოვრებამ, მოვხვდი "ივერიაში" და დღემდე ვარ "ივერიელი"...

სიცოცხლის ბოლო პერიოდი

"მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს, მაშინ მის გვერდით ვიყავი. არაფერიაო, - თქვა, მხნედ იყო, თუმცა ბოლო ორი თვე არავისთან კონტაქტობდა, ონკოდაავადება ადამიანებს ასე კეტავს ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვაკითხავდი, ვნახულობდი... (ალექსანდრე ბასილაია 2009 წლის 3 ოქტომბერს, გერმანიაში გარდაიცვალა).

მისი წასვლა ჩვენი ყველას ტკივილია, ფაქტობრივად, ჩაგვხოცა, მის გარეშე ძალიან გვიჭირს. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს, ჩემს ცხოვრებაში, მშობლების შემდეგ უდიდესი ადგილი უჭირავს, ერთ-ერთი მთავარი პერსონაა... როგორც შევპირდით, ისეთ სახელს ვატარებთ და ისეთი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც, თავის დროზე, პირველმა თავად აიღო, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!

ამიტომ ახლა, დარჩენილებს, მის მეგობრებს, გვინდა, რომ ბუთხუზის 75 წლის იუბილე აღვნიშნოთ, ამისთვის წერილი გამზადებული გვაქვს და იმედია, ეს საქმე გამოგვივა, რომ დიდ საკონცერტო დარბაზში მისი გენიალური მუსიკა აჟღერდეს..."

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა