ცნობილი ჰიტის, "ლამბადას" შემსრულებელი, ბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზი საკუთარ დამწვარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 63 წლის მომღერლის ცხედარი რიო-დე-ჟანეიროში, საკუთარ სახლთან ახლოს მაშინ აღმოაჩინეს, როცა ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ.
ლოალვა ბრაზს საყოველთაო აღიარება 1980 წელს ფრანგულ ჯგუფ "კაომასთან" ერთად ჩაწერილმა, ყველასთვის ცნობილმა ჰიტმა "ლამბადა" მოუტანა.