ხვალ, 20 იანვარს დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ქვეყნის პირველ პირთან ერთად, აშშ-ს ახალი პირველი ლედი ეყოლება - მელანია ტრამპი. მელანიას საახალწლო წვეულებაზე დოლჩე და გაბანას კაბა ეცვა, რის შემდეგაც სოცქსელების მომხმარებლებმა მოდის სახლს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამჟამად მასმედია შემდეგ კითხვაზე ცდილობს პასუხის მიღებას: ვინ ჩააცმევს ქვეყნის პირველ ლედის ინაუგურაციაზე?
ეს შესაძლოა იყოს რალფ ლორენი ან კარლ ლაგერფელდი. თუმცა, კონკრეტულად რომელი ბრენდი - შანელი, ფენდი თუ კარლ ლაგერფელდი, უცნობია. რალფ ლორენის სამოსი ხშირად ეცვა ტრამპის მოწინააღმდეგეს პრეზიდენტის პოსტზე ჰილარი კლინტონს. თუ მელანია ლაგერფილდის კაბას აარჩევს, ეს შესაძლოა პროვოკაციად შეფასდეს.
თანაც, ამერიკის პირველი ქალბატონები ტრადიციულად პატრიოტიზმს იჩენენ, ლაგერფელდი კი წარმოშობით გერმანელია.
მელანიას შეუძლია ერთდროულად ორი დიზაინერიც აირჩიოს, რადგან ის ორ ღონისძიებას დაესწრება, ინაუგურაციას და შემდეგ მეჯლისს.
მომზადებულია elle-ს მიხედვით