პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ფემინიზმის საწყისებთან - ვინ იყვნენ პირველი ქართველი ფემინისტი ქალები
ქართული ფემინიზმის საწყისებთან - ვინ იყვნენ პირველი ქართველი ფემინისტი ქალები

თა­ნა­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ქა­ლე­ბი თბი­ლის­ში სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ებ­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ერ­თვე­ბი­ან. იმ­დრო­ინ­დელ გა­ზე­თებ­ში ხში­რად ჩნდე­ბა მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ მო­უ­თხრო­ბენ. ქა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი უფრო ფარ­თოა და სცდე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს. უფ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძოლ ქალ­თა სია შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­უ­ყუ­რე­ბა: ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, სოფო მგე­ლა­ძე, მა­რი­ამ გა­რი­ყუ­ლი და ა. შ. სწო­რედ მათ­გან იღებს სა­თა­ვეს ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბე­ბი.

ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე

1833 წელს, სოფ. ქის­ტა­უ­რი, ახ­ლან­დე­ლი ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. ბარ­ბა­რე 12 წლის ასაკ­ში გა­ა­თხო­ვეს. 1985 წელს, გა­ზეთ ივე­რი­ა­ში მა­რი­ამ დე­მუ­რია ბარ­ბა­რეს მო­ნა­თხრობს იგო­ნებს: "სა­ზო­გა­დოთ იმ დროს, ქა­ლებს ძა­ლი­ან ადრე ათხო­ვებ­დნენ და მეც ისე­თი პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ჯვარს რომ გვწერ­დნენ, თა­მა­შო­ბა მე­გო­ნა. რო­დე­საც მღვდე­ლი ქორ­წი­ნე­ბის წესს ას­რუ­ლებ­და, ამ დროს ეკ­ლე­სი­ა­ში ღა­მუ­რა შე­მოფ­რინ­და. და­ვი­ნა­ხე თუ არა ღა­მუ­რა, მღვდელს ვუ­თხა­რი: მღვდე­ლო, მღვდე­ლო, შენი ჭი­რი­მე, გა­ჩუმ­დი, მე მგო­ნი, ჩემი ია­დო­ნი შე­მოფ­რე­ნი­ლა და მინ­და და­ვი­ჭი­რო­ვო". ასე და­ი­წყო და­ვით ერის­თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ზა­ქა­რია ჯორ­ჯა­ძეს­თან. წყვილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

ბარ­ბა­რეს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მის­მა გამ­ზრდელ­მა - დი­ლა­ვარ­დი­სამ იქო­ნია. სა­სუ­ლი­ე­რო წიგ­ნე­ბი, ან­ბა­ნი, ის­ტო­რი­ე­ბი საგ­მი­რო საქ­მე­ებ­ზე, წერა-კი­თხვა - ბარ­ბა­რეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ მან შე­ას­წავ­ლა. ჯორ­ჯა­ძის პო­ე­ზია, პრო­ზა ან უბ­რა­ლოდ ნა­აზ­რე­ვი ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და "ცის­კარ­ში", "დრო­ე­ბა­ში", "ივე­რი­ა­ში", "კვა­ლი­ში", "ჯე­ჯილ­ში".

ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე "მა­მე­ბი­სა" და "შვი­ლე­ბის" ბრძო­ლა­ში "მა­მე­ბის" პო­ზი­ცი­ას იცავ­და. იგი იყო ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­მაც გა­ბე­და და 1861 წელს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს შე­ე­კა­მა­თა. და­ვის თემა, ქარ­თუ­ლი ენის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სა­კითხს ეხე­ბო­და.

კრი­ტი­კო­სებ­მა, ბარ­ბა­რეს წე­რი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "ორი­ო­დე სი­ტყვა ყმაწ­ვილ კა­ცე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ" ქარ­თუ­ლი ფე­მი­ნიზ­მის მა­ნი­ფეს­ტად აღი­ა­რეს. "პირ­ვე­ლი­დან­ვე და­წყე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კაცი დე­და­კა­ცის გა­კილ­ვა­ში ყო­ფი­ლა და არის... სიყრმი­დან­ვე ამას ჩას­ძა­ხოდ­ნენ: "შენ, რად­გან შე­მოქ­მედს ქა­ლად და­უ­ბა­დე­ბი­ხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმა­გაკ­მენ­დი­ლი, ჩუ­მად იყო, არა­ვის შე­ხე­დო, არ­სად წახ­ვი­დე, ყუ­რე­ბი და­იხ­შო, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭო და იჯექ... სწავ­ლა და სხვა ნე­ბით გა­ნათ­ლე­ბა რა შენი საქ­მე­აო... მა­მა­კაც­მა ოჯახ­ში­აც კი არად ჩა­აგ­დო დე­და­კა­ცის შრო­მა, უპი­რა­ტე­სო­ბა თი­თონ და­ი­პყრო და ყუ­რე­ბი გა­მო­უ­ჭე­და: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნო­ბა, არც არა გეს­მით... ხართ და­უნ­დო­ბელ­ნი, მო­ღა­ლა­ტე­ნი... ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ ბრძა­ნა: არა არს გარ­ჩე­ვა ქალ­თა და დე­და­კაც­თაო. მაგ­რამ რა წრე­საც პირ­ვე­ლად და­ად­გა კაცი, იმ წრის გა­და­ცი­ლე­ბა რჯუ­ლის გარ­და­მავ­ლო­ბად მი­აჩ­ნდა".

წე­რილ­ში, ჯორ­ჯა­ძე ქარ­თველ ქალ­თა და­ჩაგ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამის მთა­ვარ მი­ზე­ზად კი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის არ­ქო­ნას მი­იჩ­ნევს.

1874 წელს, ექ­ვთი­მე ხე­ლა­ძის სტამ­ბამ "ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და სა­ო­ჯა­ხო სა­მე­ურ­ნეო ნა­ცა­დი ცნო­ბა­ნი" გა­მოს­ცა, სა­დაც ბარ­ბა­რე მკი­თხველს ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტებ­სა და მომ­ზა­დე­ბის წე­სებს აც­ნობ­და. ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე 1895 წლის 11 აპ­რილს, 62 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია თე­ლავ­ში, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი

"19 წლის ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი. მალე დავ­წვრილ­შვილ­დი (თერ­თმე­ტი შვი­ლი მყავ­და), ძლი­ერ ხელ­მოკ­ლე ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, ყო­ველ­გვარ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მე არ და­ვუ­მორ­ჩილ­დი სა­ზო­გა­დო ხვედრს დე­და­კა­ცი­სას, ყმო­ბას და თავ­შე­წირ­ვას კე­რი­სას. ამის­თვის დიდი ბრძო­ლა დამ­ჭირ­და, მაგ­რამ ბრძო­ლი­სათ­ვის ცო­ტა­ო­დე­ნი ძა­ლაც შემ­წევ­და. მე იმ ვიწ­რო კედ­ლებ­სა შუა, რომ­ლებ­საც ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბას ეძა­ხი­ან და რო­მე­ლიც შთან­თქავს ხოლ­მე ხში­რად დე­და­კა­ცის სუ­ლი­ერ არ­სე­ბას, პა­ტა­რა ჭუჭ­რუ­ტა­ნა გა­ვუ­კე­თე და იქი­დან მუ­დამ ყურს ვუგ­დებ­დი და თვალს ვა­დევ­ნებ­დი ჩემი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო ზრდა­სა და მსვლე­ლო­ბას.

შე­ვე­ცა­დე ორი­ო­დე აგუ­რი მა­ინც და­მე­დო იმ წმინ­და სა­ძირ­კველ­ზე, რო­მე­ლიც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ყა­რეს ჩემი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო შვილთ" - ამ სი­ტყვე­ბით მი­ე­სალ­მა ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი თა­ვის მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის 40 წლის იუ­ბი­ლე­ზე შე­იკ­რიბ­ნენ. მისი როლი, ქარ­თველ ქალ­თა ემან­სი­პა­ცი­ის­თვის ბრძო­ლა­ში ძა­ლი­ან დი­დია. ეს იყო ქალი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა აღ­ძრა ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

დე­დით ობო­ლი ეკა­ტე­რი­ნე (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბიდ გვა­რი თარ­ხნიშ­ვი­ლი) ყო­ველ­თვის მი­ის­წრაფ­ვო­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. გახ­სნა სამ­კერ­ვა­ლო სკო­ლე­ბი. აგ­ზავ­ნი­და კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებს გა­ზე­თებ­ში. სხვა­დას­ხვა წლებ­ში, ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რია, ქალ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქალ­თა წრის და­არ­სე­ბი­სა და მისი რე­გი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტო­რი. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტია და ჰუ­მა­ნიზ­მი მის ნა­აზ­რევ­ში არა დას­წავ­ლუ­ლი, არა­მედ სა­კუ­თა­რი ბე­დი­დან, ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით ცდი­ლობ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. მან მრა­ვალ ქალს თვა­ლი აუ­ხი­ლა და მის­ცა ბიძ­გი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ.

ეკა­ტე­რი­ნე გარ­და­იც­ვა­ლა 1938 წლის 7 აგ­ვის­ტოს, 87 წლის ასაკ­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

კატო მი­ქე­ლა­ძე

მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­მი­ნის­ტუ­რი იდე­ე­ბი ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ ქა­ლებს შე­მოჰ­ქონ­დათ. ასე­თი გახ­ლდათ კატო მი­ქე­ლა­ძე. 1916 წელს, ბრი­უ­სელ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ (1906 წლი­დან სწავ­ლობ­და ბრი­უ­სელ­ში, ბრი­უ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე, რის შემ­დე­გაც კატო პა­რიზ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც 1915 წლამ­დე დარ­ჩა) სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კა­ტომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შე­მოკ­რე­ბა და ქა­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო-პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო.

კა­ტომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლი "ქალ­თა ლიგა" და 1917 წელს, გა­მოს­ცა პირ­ვე­ლი ფე­მი­ნის­ტუ­რი გა­ზე­თი "ხმა ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა". პო­ლი­ტი­კა, ოჯა­ხი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - გა­ზე­თი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებს მო­ი­ცავ­და. პირ­ველ ნომ­რებ­ში მი­ქე­ლა­ძე შემ­დეგ მო­წო­დე­ბას ავ­რცე­ლებ­და: "ქა­ლე­ბო, მო­ი­თხო­ვეთ სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბა".

ამო­ნა­რი­დი კატო მი­ქე­ლა­ძის სტა­ტი­ი­დან "მა­მა­კა­ცე­ბის სულ­მოკ­ლე­ო­ბა და დე­და­კა­ცე­ბის კონ­სერ­ვა­ტიზ­მი", რო­მე­ლიც გა­ზეთ­ში "ხმა ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა" 1917 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ბეჭ­და:

"...და ამ მხრივ თუ გნე­ბავთ, ქა­ლე­ბი, მარ­თლაც რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ვართ. ჩვენ გვძულს და გვე­ზი­ზღე­ბა სის­ხლის ღვრა, არა მის­თვის, რომ მას ვერ შევ­ძლებთ (ჯერ ისე­თი არა­ფე­რი არ მო­უხ­დე­ნია მა­მა­კაცს, რაც ქალს არ შეს­ძლე­ბო­დეს), არა­მედ მის­თვის, რომ ჩვენს კაც­თმოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას ის სძაგს... ასე­თი ზნე­ობ­რი­ვი ან­გა­რი­შით იმის თქმა არა­ვის შე­უძ­ლია, რომ ქა­ლე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყოთ უმაღ­ლეს იდე­ალს და მხო­ლოდ დღი­ურ ჭირ­ვა­რამ­ზე ვზრუ­ნავ­დეთ. მხო­ლოდ როცა ჩვენ ვი­სა­ხავთ მიზ­ნათ რთულ­სა და სა­ზო­გა­დო მნიშ­ვნე­ლო­ვანს სა­კითხს, ჩვენ გვსურს მის­და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლათ ნი­ა­და­გიც მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს, და როცა ასეთს და­ვი­ნა­ხავთ, იქ არც თა­ვის გან­წირ­ვას და­ვე­რი­დე­ბით...

...რა კონ­კრე­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სის უნდა იყოს დღე­ვან­დე­ლი სო­ცი­ა­ლიზ­მი, როცა ხალ­ხი არც გო­ნებ­რი­ვათ, არც ზნე­ობ­რი­ვათ და არც შრო­მის უნა­რით სა­ა­მი­სოთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ არის. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის მა­რა­დი­სო­ბის დამ­ცველ­ნი სო­ცი­ა­ლიზმს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქი­მე­რა­თა სთვლი­ან. ჩვენ შორ­სა ვართ ასე­თი აზ­რი­დან, მაგ­რამ ამა­ვე დროს შორ­სა ვართ დღეს დღე­ო­ბით კო­მუ­ნის შე­მო­ღე­ბი­და­ნაც. და თუ მა­მა­კა­ცე­ბის ერთი ნა­წი­ლი, მა­ინ­და მა­ინც ამას მო­ი­თხო­ვენ, ეს აიხ­სნე­ბა არა მათი რა­დი­კა­ლო­ბით, არა­მედ მათი სულ­მოკ­ლე­ო­ბით. და ამ მხრივ ჩვენ, ქა­ლე­ბი ყო­ველ­თვის კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი დავ­რჩე­ბით".

ბოლ­შე­ვი­კურ­მა ეპო­ქამ, კატო მი­ქე­ლა­ძე ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი გარ­ყვნი­ლე­ბის მა­გა­ლი­თად მო­ნათ­ლა, და­ი­ხუ­რა მისი გა­ზე­თი. 1942 წელს, უკა­ნას­კნელ გზა­ზე ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ემან­სი­პა­ცი­ის სა­კი­თხზე მებ­რძოლს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მი­ა­ცი­ლებ­და: ირი­ნე და ნი­კო­ლო იუს­კო­ვე­ბი, პო­ე­ტი ან­დრო თევ­ზა­ძე და მწე­რა­ლი მა­რი­ამ გა­რი­ყუ­ლი.

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ყო­ვე­ლი წლის 29 ნო­ემ­ბერს მსოფ­ლი­ო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, "ქალ­თა ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში" ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებს "კატო მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია" გა­და­ე­ცე­მათ...

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
a-ს
2

ფემინიზმი ქალის და მამაკაცის თანასწორობას ნიშნავს და არა ქალის უპირატესობას!!!! ქალი ფემინისტი მაშინაა, როცა მახინჯია ან სხვა საქმე არ აქვსო, ბრძანებთ... ანუ თუ ქალი ნორმალური გარეგნობისაა და საქმე აქვს, უნდა თვლიდეს, რომ მამაკაცი მასზე მეტია და მას უნდა ემორჩილებოდეს?! კოჭლი ლოგიკა გაქვთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართული ფემინიზმის საწყისებთან - ვინ იყვნენ პირველი ქართველი ფემინისტი ქალები

ქართული ფემინიზმის საწყისებთან - ვინ იყვნენ პირველი ქართველი ფემინისტი ქალები

თანაბარი განათლებისა და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, ქალები თბილისში საჯარო დისკუსიებში მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ერთვებიან. იმდროინდელ გაზეთებში ხშირად ჩნდება მასალები, რომლებიც საზოგადოებას ახალი ქალთა ორგანიზაციების დაარსების შესახებ მოუთხრობენ. ქალები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათი უფლებები უფრო ფართოა და სცდება საოჯახო საქმეებს. უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა სია შთამბეჭდავად გამოიუყურება: ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, სოფო მგელაძე, მარიამ გარიყული და ა. შ. სწორედ მათგან იღებს სათავეს ქალთა საზოგადოებრივი მოძრაობები.

ბარბარე ჯორჯაძე

1833 წელს, სოფ. ქისტაური, ახლანდელი ახმეტის რაიონში დაიბადა. ბარბარე 12 წლის ასაკში გაათხოვეს. 1985 წელს, გაზეთ ივერიაში მარიამ დემურია ბარბარეს მონათხრობს იგონებს: "საზოგადოთ იმ დროს, ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავი, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონა. როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულებდა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა. დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო".  ასე დაიწყო დავით ერისთავის ქალიშვილის თანაცხოვრება ზაქარია ჯორჯაძესთან. წყვილს სამი შვილი შეეძინათ.

ბარბარეს მსოფლმხედველობაზე დიდი ზეგავლენა მისმა გამზრდელმა - დილავარდისამ იქონია. სასულიერო წიგნები, ანბანი, ისტორიები  საგმირო საქმეებზე, წერა-კითხვა - ბარბარეს ყველაფერი სწორედ მან შეასწავლა. ჯორჯაძის პოეზია, პროზა ან უბრალოდ ნააზრევი ხშირად იბეჭდებოდა "ცისკარში", "დროებაში", "ივერიაში", "კვალიში", "ჯეჯილში".

ბარბარე ჯორჯაძე "მამებისა" და "შვილების" ბრძოლაში "მამების" პოზიციას იცავდა. იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა. დავის თემა, ქართული ენის მოდერნიზაციის საკითხს ეხებოდა.

კრიტიკოსებმა, ბარბარეს წერილი სახელწოდებით "ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ" ქართული ფემინიზმის მანიფესტად აღიარეს. "პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცის გაკილვაში ყოფილა და არის... სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდნენ: "შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმენდილი, ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭო და იჯექ... სწავლა და სხვა ნებით განათლება რა შენი საქმეაო... მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თითონ დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით... ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი... ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: არა არს გარჩევა ქალთა და დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება რჯულის გარდამავლობად მიაჩნდა".

წერილში, ჯორჯაძე ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის მთავარ მიზეზად კი, განათლების მიღების საშუალების არქონას მიიჩნევს.

1874 წელს, ექვთიმე ხელაძის სტამბამ "ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადი ცნობანი" გამოსცა, სადაც ბარბარე მკითხველს ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტებსა და მომზადების წესებს აცნობდა. ბარბარე ჯორჯაძე 1895 წლის 11 აპრილს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თელავში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკატერინე გაბაშვილი

"19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დავუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, ყმობას და თავშეწირვას კერისას. ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა. მე იმ ვიწრო კედლებსა შუა, რომლებსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას.

შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ" - ამ სიტყვებით მიესალმა ეკატერინე გაბაშვილი თავის მეგობრებს, რომლებიც მისი მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ. მისი როლი, ქართველ ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში ძალიან დიდია. ეს იყო ქალი, რომელმაც პირველმა აღძრა ქალთა განათლების საკითხი საზოგადოებაში.

დედით ობოლი ეკატერინე (ქალიშვილობიდ გვარი თარხნიშვილი) ყოველთვის მიისწრაფვოდა თვითგანვითარებისკენ. გახსნა სამკერვალო სკოლები. აგზავნიდა კორესპონდენციებს გაზეთებში. სხვადასხვა წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრია, ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, ქალთა წრის დაარსებისა და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი. სოციალ-დემოკრატია და ჰუმანიზმი მის ნააზრევში არა დასწავლული, არამედ საკუთარი ბედიდან, ცხოვრებიდან გამომდინარეა.

ეკატერინე გაბაშვილი თავისი მოღვაწეობით ცდილობდა იმდროინდელი ჩვენი საზოგადოება თანასწორობის იდეის საჭიროებასა და აუცილებლობაში დაერწმუნებინა. მან მრავალ ქალს თვალი აუხილა და მისცა ბიძგი განვითარებისკენ.

ეკატერინე გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კატო მიქელაძე

მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში ფემინისტური იდეები ევროპაში განათლებამიღებულ ქალებს შემოჰქონდათ. ასეთი გახლდათ კატო მიქელაძე. 1916 წელს, ბრიუსელში განათლების მიღებისა და პარიზში ცხოვრების შემდეგ (1906 წლიდან სწავლობდა ბრიუსელში, ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რის შემდეგაც კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა) სამშობლოში დაბრუნებულმა კატომ თანამოაზრეების შემოკრება და ქალების სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო.

კატომ ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი "ქალთა ლიგა" და 1917 წელს, გამოსცა პირველი ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა". პოლიტიკა, ოჯახი, სექსუალური ცხოვრება, სამოქალაქო საზოგადოება - გაზეთი სხვადასხვა სფეროებს მოიცავდა. პირველ ნომრებში მიქელაძე შემდეგ მოწოდებას ავრცელებდა: "ქალებო, მოითხოვეთ საარჩევნო ხმის უფლება".

ამონარიდი კატო მიქელაძის სტატიიდან "მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი", რომელიც გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" 1917 წლის ნოემბერში დაიბეჭდა:

"...და ამ მხრივ თუ გნებავთ, ქალები, მართლაც რომ კონსერვატორები ვართ. ჩვენ გვძულს და გვეზიზღება სისხლის ღვრა, არა მისთვის, რომ მას ვერ შევძლებთ (ჯერ ისეთი არაფერი არ მოუხდენია მამაკაცს, რაც ქალს არ შესძლებოდეს), არამედ მისთვის, რომ ჩვენს კაცთმოყვარე ბუნებას ის სძაგს... ასეთი ზნეობრივი ანგარიშით იმის თქმა არავის შეუძლია, რომ ქალები მოკლებული ვიყოთ უმაღლეს იდეალს და მხოლოდ დღიურ ჭირვარამზე ვზრუნავდეთ. მხოლოდ როცა ჩვენ ვისახავთ მიზნათ რთულსა და საზოგადო მნიშვნელოვანს საკითხს, ჩვენ გვსურს მისდა განსახორციელებლათ ნიადაგიც მომზადებული იყოს, და როცა ასეთს დავინახავთ, იქ არც თავის განწირვას დავერიდებით...

...რა კონკრეტიული შინაარსის უნდა იყოს დღევანდელი სოციალიზმი, როცა ხალხი არც გონებრივათ, არც ზნეობრივათ და არც შრომის უნარით საამისოთ მომზადებული არ არის. კერძო საკუთრების მარადისობის დამცველნი სოციალიზმს განუხორციელებელ ქიმერათა სთვლიან. ჩვენ შორსა ვართ ასეთი აზრიდან, მაგრამ ამავე დროს შორსა ვართ დღეს დღეობით კომუნის შემოღებიდანაც. და თუ მამაკაცების ერთი ნაწილი, მაინდა მაინც ამას მოითხოვენ, ეს აიხსნება არა მათი რადიკალობით, არამედ მათი სულმოკლეობით. და ამ მხრივ ჩვენ, ქალები ყოველთვის კონსერვატორები დავრჩებით".

ბოლშევიკურმა ეპოქამ, კატო მიქელაძე ბურჟუაზიული გარყვნილების მაგალითად მონათლა, დაიხურა მისი გაზეთი. 1942 წელს, უკანასკნელ გზაზე ქართველი ქალების ემანსიპაციის საკითხზე მებრძოლს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიაცილებდა: ირინე და ნიკოლო იუსკოვები, პოეტი ანდრო თევზაძე და მწერალი მარიამ გარიყული.

უკვე რამდენიმე წელია, ყოველი წლის 29 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, "ქალთა ფონდი საქართველოში" ინიციატივით, ქალთა უფლებების დამცველებს "კატო მიქელაძის სახელობის პრემია" გადაეცემათ...

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია

"კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე

"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე