ნაკურთხი წყლის შესახებ გვესაუბრება მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- დიდი აიაზმა პირველი საუკუნიდან ქრისტეს მიერ არის დაწესებული, თუმცა ლოცვითი ტიპიკონი მოგვიანებით გვხვდება. მამები IV საუკუნიდან ნელ-ნელა ქმნიდნენ ჰიმნით ლოცვებს. სადაც სამადლობელი სიტყვებით აღწერილია ჩვენი გამოხსნის საიდუმლო და აზრი ნათლისღებისა. უფალს ვთხოვთ, სასულიერო პირმა მცირე აიაზმა აღასრულოს და წყალი აკურთხოს. სხვათა შორის, ადრეულ საუკუნეებში, სანამ მცირე აიაზმის მსახურება შეიქმნებოდა, არსებობდა სიწმინდით წყლის კურთხევის ტრადიცია. წყალში ჩაასვენებდნენ რომელიმე წმინდა მოწამის სხეულს და იკითხებოდა ლოცვები, რის შემდეგაც მორწმუნეებს ურიგდებოდათ ნაკურთხი წყალი.
- როგორ უნდა შევინახოთ ნათლისღების ნაკურთხი წყალი?
- სუფთა ჭურჭელი ვიქონიოთ, რითაც წლიდან წლამდე შევინახავთ სიწმინდეს.
- შეიძლება ნათლისღების წყლის გამრავლება? და როგორ გავამრავლოთ ნაკურთხი წყალი?
- შეიძლება. თუ გვინდა გამრავლება, უბრალო წყალი დავამატოთ ნაკურთხ წყალს.
- ნათლისღების წყალი სახლში რომ ვასხუროთ შეიძლება?
- კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით.
განაგრძეთ კითხვა