მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი ახალგორში
"ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი ახალგორში

სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და რუ­სე­თის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში, რო­გორც მას ოსუ­რი მხა­რე უწო­დებს, "ლე­ნინ­გორ­ში", "ქარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლთა" მო­ნუ­მენ­ტი დად­გეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნუ­მენ­ტი, რო­გორც ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სეი ბო­სი­კო­ვი ამ­ბობს, ალა­ნელ და რუს მებ­რძო­ლებს ასა­ხავს. მო­ნუ­მენ­ტი 5-მეტ­რი­ა­ნია და ის კარ­გად ასა­ხავს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ის­ტო­რი­ას.

"ამ­ჟა­მად კე­თილ­მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბია და­წყე­ბუ­ლი ძეგლის გარ­შე­მო. გეგ­მა­ში გვაქვს მის გარ­შე­მო სკვე­რის გა­შე­ნე­ბა. ასე­ვე მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის მო­წყო­ბა, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლებ­თან ომის დროს და­ღუ­პულ­თა გვა­რე­ბი იქ­ნე­ბა ამოტვიფ­რუ­ლი. მო­ნუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სი ასე­თია, - სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან ალა­ნე­ლი და რუსი მე­ომ­რე­ბი ხმლე­ბით, ხოლო მათ თავ­ზე ოსე­თის გერ­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი... მე­მო­რი­ა­ლი ოსი მხატ­ვრის ფე­ლიქს ბე­გა­ე­ვის პრო­ექ­ტით შე­იქ­მნა, რო­მელ­მაც შე­მოქ­მე­დე­ბით მუ­ზად ალა­ნე­ლი და რუსი მე­ომ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა", – ამ­ბობს რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ალექ­სეი ბო­სი­კო­ვი.

მო­ნუ­მენ­ტი, ახალ­გო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ახ­ლოს, კნი­აზ ერის­თა­ვის მუ­ზე­უმ­თან გა­იხ­სნა. მისი გახ­სნი­სას ბო­სი­კოვ­მა სი­ტყვით მი­მარ­თა იქ მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას, - "ბოლო ომის დროს, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს მო­უ­წია სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩი­სანსკის მო­სახ­ლე­ო­ბას, ასო­ბით ადა­მი­ან­მა თავ­შე­სა­ფა­რი სხვა­გან ჰპო­ვა. ათე­უ­ლო­ბით მათ­გა­ნი კი, მომ­ხდურ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა და ეს ის­ტო­რია ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა იცო­დეს", - გა­ნა­ცხა­და ბო­სი­კოვ­მა.

მისი თქმით, რა­ი­ონ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ედ­გათ მსგავ­სი ძეგლი, ვი­ნა­ი­დან, "ქარ­თუ­ლი 20-წლი­ა­ნი აგ­რე­სია ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­ზო­ბელ" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აი­სა­ხა".

პ.ს. თბი­ლის­მა ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ზე კონ­ტრო­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ და­კარ­გა. ამ­ჟა­მად, ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი ახალგორში

"ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი ახალგორში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივითა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგორის რაიონში, როგორც მას ოსური მხარე უწოდებს, "ლენინგორში", "ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი დადგეს.

აღნიშნული მონუმენტი, როგორც ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ბოსიკოვი ამბობს, ალანელ და რუს მებრძოლებს ასახავს. მონუმენტი 5-მეტრიანია და ის კარგად ასახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბოლოდროინდელ ისტორიას.

"ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოებია დაწყებული ძეგლის გარშემო. გეგმაში გვაქვს მის გარშემო სკვერის გაშენება. ასევე მემორიალური დაფის მოწყობა, რომელზეც ქართველებთან ომის დროს დაღუპულთა გვარები იქნება ამოტვიფრული. მონუმენტის შინაარსი ასეთია, - სამშობლოს სადარაჯოზე დგანან ალანელი და რუსი მეომრები ხმლებით, ხოლო მათ თავზე ოსეთის გერბია გამოსახული... მემორიალი ოსი მხატვრის ფელიქს ბეგაევის პროექტით შეიქმნა, რომელმაც შემოქმედებით მუზად ალანელი და რუსი მეომრები გამოიყენა", – ამბობს რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ალექსეი ბოსიკოვი.

მონუმენტი, ახალგორის ადმინისტრაციასთან ახლოს, კნიაზ ერისთავის მუზეუმთან გაიხსნა. მისი გახსნისას ბოსიკოვმა სიტყვით მიმართა იქ მყოფ მოსახლეობას, - "ბოლო ომის დროს, ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლ-კარის დატოვება, განსაკუთრებით, ჩისანსკის მოსახლეობას, ასობით ადამიანმა თავშესაფარი სხვაგან ჰპოვა. ათეულობით მათგანი კი, მომხდურთან ბრძოლას შეეწირა და ეს ისტორია ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს", - განაცხადა ბოსიკოვმა.

მისი თქმით, რაიონში აუცილებლად უნდა დაედგათ მსგავსი ძეგლი, ვინაიდან, "ქართული 20-წლიანი აგრესია ყველაზე მეტად სწორედ "საქართველოსთან მეზობელ" ტერიტორიაზე აისახა".

პ.ს. თბილისმა ახალგორის რაიონზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. ამჟამად, ახალგორის მოსახლეობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით გადაადგილდება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე