პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამის ატანას არ ვაპირებთ" - სერგეენკო რიგ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს
"ამის ატანას არ ვაპირებთ" - სერგეენკო რიგ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რიგ­მა კლი­ნი­კებ­მა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბი და­ხარ­ჯეს მე­ნე­ჯმენ­ტის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და დი­ვი­დენ­დებ­ზე და მხო­ლოდ მცი­რე­დი ნა­წი­ლი მი­მარ­თეს მედ­პერ­სო­ნალ­სა და პა­ცი­ენ­ტებ­ზე.

რო­გორც სერ­გე­ენ­კომ წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ასეთ მიდ­გო­მას არ შე­ე­გუ­ე­ბა და ასეთ კლი­ნი­კებ­თან სა­მო­მავ­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ გა­აგ­რძე­ლებს.

"სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა უდა­ვოდ და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მიჩ­ნე­უ­ლია რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს მის­ცა შვე­ბა და და­იც­ვა ისი­ნი. ალ­ბათ გა­იხ­სე­ნებთ, რომ ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არც ერთხელ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია რეპ­რე­სი­უ­ლი მე­თო­დე­ბი, სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯე­ბი და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ და­ი­ცავს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ­მა ასეთ­მა მიდ­გო­მამ რიგ კლი­ნი­კებს შე­უქ­მნა მცდა­რი მო­ლო­დი­ნე­ბი. მათ და­ი­წყეს ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ ეს თან­ხე­ბი და­ე­ხარ­ჯათ მე­ნე­ჯმენ­ტის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და დი­ვი­დენ­დებ­ზე და მი­ნი­მა­ლუ­რი მი­ე­მარ­თათ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. ამის ატა­ნას არც ვა­პი­რებ­დით და არც ვა­პი­რებთ მო­მა­ვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრმა კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და­ა­სა­ხე­ლა კლი­ნი­კე­ბის მხრი­დან ე.წ. არა­პირ­და­პი­რი ხარ­ჯვის.

"ანა­ლი­ზის შე­დე­გად და­ვი­ნა­ხეთ, რომ იკ­ვე­თე­ბა კლი­ნი­კე­ბი, ჩვენს მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­ე­მარ­თე­ბა ე.წ. არა­პირ­და­პირ ხარ­ჯე­ბის­კენ რაც არის მე­ნე­ჯმენ­ტის და მმარ­თვე­ლე­ბის მო­გე­ბა და მი­ნი­მა­ლუ­რი ნა­წი­ლი მი­ე­მარ­თე­ბა პა­ცი­ენ­ტის მოვ­ლის­კენ, ექი­მე­ბის, ექნთე­ბის და მედ­პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის­კენ ვინც უშუ­ა­ლოდ უვ­ლის პა­ცი­ენ­ტებს. ჩვენ, ვერ ვიქ­ნე­ბით ვე­რა­ნა­ი­რად მო­მარ­თუ­ლე­ბი, რომ ასეთ კლი­ნი­კებ­თან გა­ვაგ­რძე­ლოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. იკ­ვე­თე­ბა კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლებ­მაც არარ­სე­ბუ­ლი ნონ­სენ­სი მო­ი­ფიქ­რეს და და­ა­ფუძ­ნეს ისე­თი ფრაგ­მენ­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი, რო­გორც არის მა­გა­ლი­თად მხო­ლოდ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა - ქუ­ჩი­დან იღე­ბენ პა­ცი­ენტს და ქუ­ჩა­ში­ვე უშ­ვე­ბენ. ასე­თი ფრაგ­მენ­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მომ­წო­დებ­ლებ­თან ვერ ვიქ­ნე­ბით მო­მარ­თუ­ლე­ბი, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად იხ­დის თან­ხებს და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ არა ყვე­ლა მო­თხოვ­ნილ თან­ხას (ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა და რა­საც ვთვლით, რომ არა­ჯე­როვ­ნად მო­თხოვ­ნი­ლია თან­ხა, იმ ნა­წილს ვა­ჩე­რებთ), იკ­ვე­თე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­დე­საც თით­ქმის 90% გა­დახ­დი­ლია მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის, 10% დარ­ჩე­ნი­ლია რო­გორც სა­და­ვო და კლი­ნი­კის მე­ნე­ჯმენ­ტი ამას იყე­ნებს სა­ფუძ­ვლად, რომ ექი­მებს და ექთ­ნებს უთხრას, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ გვიხ­დის ფულს და ამი­ტომ გიგ­ვი­ა­ნებთ ხელ­ფა­სებს. ამ დროს, 90% გა­დახ­დი­ლი გვაქვს და 10%-იც ძა­ლი­ან მალე მოგ­ვარ­დე­ბო­და, რომ ამ კლი­ნი­კებ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვქო­ნო­და. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით მო­მარ­თუ­ლი ასეთ კლი­ნი­კებ­თან გა­ვაგ­რძე­ლოთ ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გორც იყო", - აღ­ნიშ­ნა სერ­გე­ენ­კომ.

"ამის ატანას არ ვაპირებთ" - სერგეენკო რიგ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

"ამის ატანას არ ვაპირებთ" - სერგეენკო რიგ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რიგმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯეს მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს მედპერსონალსა და პაციენტებზე.

როგორც სერგეენკომ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს.

"საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი. ალბათ გაიხსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა კლინიკების მხრიდან ე.წ. არაპირდაპირი ხარჯვის.

"ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ იკვეთება კლინიკები, ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, ექიმების, ექნთების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. ჩვენ, ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას (ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არაჯეროვნად მოთხოვნილია თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ), იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ ისეთივე ურთიერთობები, როგორც იყო", - აღნიშნა სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი