სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა და იარაღი ამოიღეს - "გირჩი"
ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა და იარაღი ამოიღეს - "გირჩი"

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "გირ­ჩის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, რის შე­დე­გად მა­რი­ხუ­ა­ნა და ია­რა­ღი ამო­ი­ღეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია "გირ­ჩის" ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ ცამ­ციშ­ვილ­მა გა­მარ­თა. მისი თქმით, დი­აკ­ვა­ნი მამა გი­ორ­გი (ჯა­ხუა), რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში მსა­ხუ­რობს.

თე­მურ ცამ­ციშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პირს "დამ­ცი­ნა­ვად მო­ე­პყრნენ".

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას თა­ვად მამა გი­ორ­გიც ეს­წრე­ბო­და. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩხრე­კის შე­დე­გად მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბიც წა­ი­ღეს. ასე­ვე მისი თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თებს "დამ­ცი­ნა­ვად მო­ე­პყრნენ".

"მომ­ხა­დეს სა­ეკ­ლე­სიო ქუდი და თა­ვად და­ი­ხუ­რეს ჩხრე­კის დროს", - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გიმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

წა­ი­კი­თხეთ: "პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კა­ნა­ფის წინ "სელ­ფის" გა­და­ღე­ბა მა­ი­ძუ­ლეს" - რას ყვე­ბა დი­აკ­ვა­ნი, რომ­ლის სახ­ლი­და­ნაც მა­რი­ხუ­ა­ნა და ია­რა­ღი ამო­ი­ღეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა და იარაღი ამოიღეს - "გირჩი"

ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა და იარაღი ამოიღეს - "გირჩი"

პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგად მარიხუანა და იარაღი ამოიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია "გირჩის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა გამართა. მისი თქმით, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს.

თემურ ცამციშვილის თქმით, პოლიციელები სასულიერო პირს "დამცინავად მოეპყრნენ".

პრესკონფერენციას თავად მამა გიორგიც ესწრებოდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მისი პირადი ნივთებიც წაიღეს. ასევე მისი თქმით, პოლიციელები საეკლესიო ნივთებს "დამცინავად მოეპყრნენ".

"მომხადეს საეკლესიო ქუდი და თავად დაიხურეს ჩხრეკის დროს", - განაცხადა მამა გიორგიმ.

"ინტერპრესნიუსი"

წაიკითხეთ: "პოლიციელებმა კანაფის წინ "სელფის" გადაღება მაიძულეს" - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ