ბრალდებულ ბექა შენგელიას დედის განცხადებით, მისი შვილი მკვლელობის მონაწილე არ იქნება. ამის შესახებ შენგელიას დედამ, ტელეკომპანია "იბერიას" განუცხადა.
"თავის თავზე იბრალებს ყველაფერს, რომ ისინი გადაარჩინოს. ალბათ ის ქალი უკვე იყო მოკლული, დაურეკა და ესენი მივიდნენ, მონაწილე არ იქნება, მაგას ვერ ვიტყვი. დაფარვაში იქნება მონაწილე. მკვლელობაში არ იქნება მონაწილე. არარსებულია",- განაცხადა შენგელიას დედამ.
ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა თბილისში 2016 წლის 4 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი, მისმა შვილმა ირმა ყოჩიაშვილმა მეგობრების დახმარებით გამოასალმა სიცოცხლეს. ბრალდებულმა ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაული უკვე აღიარეს.
"ირწმუნება, რომ სხეული შრამებით აქვს სავსე!" - რა ახალ დეტალებს ამხელს ჟურნალისტი, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლოს ესწრებოდა