თბილისში ორგვარ ჩამოსახმელ ღვინოს ნახავთ - ე.წ. გლეხურსა და მცირე ან დიდი ქარხნის მიერ წარმოებულს. ღვინის მაღაზიების აბსოლუტურ უმრავლესობაში გლეხურ ღვინოს უკვე ვეღარ იყიდით, რადგან გლეხებს ღვინის ხარისხის სერთიფიკატი, როგორც წესი, არ აქვთ. ამ სერთიფიკატს კლიენტურა მართალია თითქმის არასოდეს ითხოვს და ზედამხედველობის სამსახურის მხრიდანაც ამ კუთხით კონტროლი მცირეა, მაგრამ ღვინის მაღაზიები გლეხური ღვინის არშეტანით ერთგვარად თავს იზღვევენ. თითქმის ყველა ღვინის მაღაზიაში ამბობენ, რომ მათ გარანტირებულად ნორმალური ხარისხის ქარხნული ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა ურჩევნიათ, ვიდრე უსერთიფიკატო გლეხურის.
გასარკვევია, ხარისხით კარგ გლეხურ ღვინოს სჯობს თუ არა, თუნდაც იგივე ტიპის ქარხნულად წარმოებული ღვინო და არის თუ არა სამართლიანი არაქარხნული ღვინის ასე ხელაღებით დაწუნება, თუმცა ღვინის მაღაზიები საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავად არიან და, ბუნებრივია, სრული უფლება აქვთ, ის ღვინო გაყიდონ. რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ.