სამართალი
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედიებით სავსე ქალი თავშესაფრიდან, რომელიც ჩვენი ბავშვობის საყვარელ მულტფილმებს ქმნიდა
ტრაგედიებით სავსე ქალი თავშესაფრიდან, რომელიც ჩვენი ბავშვობის საყვარელ მულტფილმებს ქმნიდა

დო­ნა­ტა პა­ჩენ­კო 75 წლი­საა. 19 წლის ასაკ­ში კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ქარ­თუ­ლი მულ­ტფილ­მე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­და. ქორ­ბუ­და, ნა­ხე­ვარ-წი­წი­ლა, წუნა და წრუ­წუ­ნა - ამ და სხვა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის საყ­ვა­რე­ლი მულ­ტფილ­მე­ბის ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის შე­სა­ხებ დღეს ერ­თა­დერთ მე­სა­ი­დუმ­ლეს - უსი­ნათ­ლო კა­ტას უყ­ვე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რიც მი­ა­ტო­ვა, სახლ-კა­რის გა­რე­შე დარ­ჩა და თით­ქმის 20 წლის წინ, სა­ცხოვ­რებ­ლად ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატ­ში წა­ვი­და. თავ­და­პირ­ვე­ლად რუს­თა­ვის პან­სი­ო­ნატ­ში ცხოვ­რობ­და, ახლა კი თბი­ლი­სის ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატ­ში ცხოვ­რობს.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი Palitravideo.ge-ზე

"სკო­ლა როცა და­ვამ­თავ­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვერ ჩა­ვა­ბა­რე, ვხა­ტავ­დი და ბე­ბი­ამ სთხო­ვა კო­ლია სა­ნიშ­ვილს, მი­ვეყ­ვა­ნე კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში და იქ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ვი­მუ­შა­ვე, იყო "წუნა და წრუ­წუ­ნა", როცა მი­ვე­დი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო ამ მულ­ტფილმზე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ ვი­მუ­შა­ვე "ნა­ხე­ვარ-წი­წი­ლა­ზე", "ქორ­ბუ­და­ზე" და სხვა მულ­ტფილ­მებ­ზე. ერთი კად­რის ამოძ­რა­ვე­ბას ათო­ბით კად­რი სჭირ­დე­ბო­და. სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მუ­შაო იყო, ამას ასე მარ­ტი­ვად ვერ ავ­ხსნი. როცა ვი­წყებ­დით სუ­რათ­ზე მუ­შა­ო­ბას, მოს­კოვ­ში მი­დი­ო­და სცე­ნა­რი და იქე­დან უნდა მო­სუ­ლი­ყო თან­ხმო­ბა. ცუდი იყო მოს­კოვ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ მთე­ლი კო­მი­სია იკ­რი­ბე­ბო­და, ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კის­თვის ზი­ა­ნი რომ არ მო­ე­ტა­ნა სუ­რათს.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მო­ხუც­თა პან­სი­ო­ნატ­ში ცხოვ­რე­ბა?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­მექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი, ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ბავ­შვი დავ­კარ­გე, დედ-მა­მაც გარ­და­მეც­ვა­ლა, დავ­რჩი მარ­ტო. შემ­დეგ მო­ტყუ­ე­ბით ბი­ნაც დავ­კარ­გე, ყო­ფილ­მა მე­ზო­ბელ­მა დამ­ტო­ვა ქუ­ჩა­ში... სა­ნამ აქ მოვ­ხვდე­ბო­დი, უამ­რავ­მა რა­მემ გა­და­ი­ა­რა ჩემს თავ­ზე... ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში წას­ვლა... სულ მინ­დო­და აქ მოხ­ვედ­რა... ამ­ხა­ნა­გე­ბიც მყავს, მაგ­რამ აქ კარ­გად ვგრძნობ თავს.

ბე­ბია, დედა და მამა მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ასეა ცხოვ­რე­ბა, ერთი მი­დის, მე­ო­რე მო­დის. ულა­მა­ზე­სი დედა და ბე­ბია მყავ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი ნი­კო­ლოზ მე­ო­რეს ნათ­ლუ­ლი იყო, მა­მა­მი­სი გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძე კი ნი­კო­ლოზ მე­ო­რეს სა­სახ­ლის მო­უ­რა­ვი გახ­ლდათ. ბა­ბუ­ას 13 შვი­ლი ჰყავ­და, როცა ნი­კო­ლოზ მე­ო­რემ მე­ცა­მე­ტე შვი­ლის და­ბა­დე­ბის ამ­ბა­ვი გა­ი­გო, ბა­ბუ­ა­ჩემს უთხრა, მე უნდა მო­გი­ნათ­ლო შვი­ლიო და ბე­ბი­ა­ჩე­მი მო­ნათ­ლა. მერე კი მოხ­და, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მი ნი­კო­ლო­ზის ოფი­ცერს გაჰ­ყვა ცო­ლად.

ახლა პან­სი­ო­ნატ­ში ჩემს კა­ტას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. 17 წლის წინ ქუ­ჩი­დან მო­იყ­ვა­ნეს, მე გავ­ზარ­დე, უკვე და­ბერ­და და დაბრმავ­და, ვერ ხე­დავს, მაგ­რამ მე მა­ინც ბო­ლომ­დე უნდა შე­ვი­ნა­ხო ის...

- ამ გა­და­სა­ხე­დი­დან როცა აფა­სებთ თქვენს ცხოვ­რე­ბას, რა­მეს შეც­ვლი­დით?

- წლი­ნა­ხევ­რი­დან ავად გავ­ხდი, პო­ლი­ო­მე­ლი­ტი და­მე­მარ­თა, ვერ დავ­დი­ო­დი, 9 წლის ასაკ­ში ლე­ნინ­გრად­ში წა­მიყ­ვა­ნეს და იქ და­მა­ყე­ნეს ფეხ­ზე. მე რომ ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა ვიყო, ჩემი ცხოვ­რე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი ვნა­ხე ცხოვ­რე­ბა­ში, სხვა ბავ­შვე­ბის­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბაც კი არ მქო­ნია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არ და­მე­ტყო ეს ტრა­გე­დი­ე­ბი. ახლა დი­ა­ბე­ტიც და­მე­მარ­თა, მჭამს ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა. უკვე 75 წლის ვარ, არ მჯე­რა რომ ყვე­ლა­ფე­რი უც­ვლე­ლად დარ­ჩე­ბა და მე აღარ ვიქ­ნე­ბი.

- რა არის თქვე­ნი ოც­ნე­ბა?

- გი­თხრათ, რა მინ­და? სა­ნამ ვმუ­შა­ობ­დი და ნორ­მა­ლუ­რად ვცხოვ­რობ­დი, სა­მუ­შა­ოს მერე მივ­დი­ო­დი სახ­ლში ჯა­ნა­ში­ას ქუ­ჩა­ზე, წყალს ვა­ცხე­ლებ­დი, და­ვი­ბან­დი, ჩა­ვიც­მევ­დი, ვჭამ­დი და ყო­ველ სა­ღა­მოს მივ­დი­ო­დი ოპე­რა­ში. ოპე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, 12 წლი­დან დავ­ყავ­დი დე­დას... ახლა სულ იმას ვფიქ­რობ, ნუთუ ისე უნდა მოვ­კვდე, რომ ოპე­რა­ში ვე­ღარ მოვ­ხვდე?!...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ტრაგედიებით სავსე ქალი თავშესაფრიდან, რომელიც ჩვენი ბავშვობის საყვარელ მულტფილმებს ქმნიდა

ტრაგედიებით სავსე ქალი თავშესაფრიდან, რომელიც ჩვენი ბავშვობის საყვარელ მულტფილმებს ქმნიდა

დონატა პაჩენკო 75 წლისაა. 19 წლის ასაკში კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ქართული მულტფილმების შექმნაზე მუშაობდა. ქორბუდა, ნახევარ-წიწილა, წუნა და წრუწუნა - ამ და სხვა ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმების ერთ-ერთი შემქმნელი კინოსტუდიაში გატარებული დღეების შესახებ დღეს ერთადერთ მესაიდუმლეს - უსინათლო კატას უყვება. პირად ცხოვრებაში მომხდარი წარუმატებლობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიც მიატოვა, სახლ-კარის გარეშე დარჩა და თითქმის 20 წლის წინ, საცხოვრებლად ხანდაზმულთა პანსიონატში წავიდა. თავდაპირველად რუსთავის პანსიონატში ცხოვრობდა, ახლა კი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს.

იხილეთ სიუჟეტი Palitravideo.ge-ზე

"სკოლა როცა დავამთავრე, უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, ვხატავდი და ბებიამ სთხოვა კოლია სანიშვილს, მივეყვანე კინოსტუდიაში და იქ დავიწყე მუშაობა. პირველი სურათი, რომელზეც ვიმუშავე, იყო "წუნა და წრუწუნა", როცა მივედი კინოსტუდიაში უკვე დაწყებული იყო ამ მულტფილმზე მუშაობა, შემდეგ ვიმუშავე "ნახევარ-წიწილაზე", "ქორბუდაზე" და სხვა მულტფილმებზე. ერთი კადრის ამოძრავებას ათობით კადრი სჭირდებოდა. სპეციფიკური სამუშაო იყო, ამას ასე მარტივად ვერ ავხსნი. როცა ვიწყებდით სურათზე მუშაობას, მოსკოვში მიდიოდა სცენარი და იქედან უნდა მოსულიყო თანხმობა. ცუდი იყო მოსკოვზე დამოკიდებულება, მაგრამ მთელი კომისია იკრიბებოდა, ბავშვების ფსიქიკისთვის ზიანი რომ არ მოეტანა სურათს.

- რატომ გადაწყვიტეთ მოხუცთა პანსიონატში ცხოვრება?

- პირად ცხოვრებაში შემექმნა პრობლემები, ორსულად ვიყავი და ბავშვი დავკარგე, დედ-მამაც გარდამეცვალა, დავრჩი მარტო. შემდეგ მოტყუებით ბინაც დავკარგე, ყოფილმა მეზობელმა დამტოვა ქუჩაში... სანამ აქ მოვხვდებოდი, უამრავმა რამემ გადაიარა ჩემს თავზე... ამის შემდეგ გადავწყვიტე მოხუცთა თავშესაფარში წასვლა... სულ მინდოდა აქ მოხვედრა... ამხანაგებიც მყავს, მაგრამ აქ კარგად ვგრძნობ თავს.

ბებია, დედა და მამა მენატრება, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა ცხოვრება, ერთი მიდის, მეორე მოდის. ულამაზესი დედა და ბებია მყავდა. ბებიაჩემი ნიკოლოზ მეორეს ნათლული იყო, მამამისი გიორგი მდინარაძე კი ნიკოლოზ მეორეს სასახლის მოურავი გახლდათ. ბაბუას 13 შვილი ჰყავდა, როცა ნიკოლოზ მეორემ მეცამეტე შვილის დაბადების ამბავი გაიგო, ბაბუაჩემს უთხრა, მე უნდა მოგინათლო შვილიო და ბებიაჩემი მონათლა. მერე კი მოხდა, რომ ბებიაჩემი ნიკოლოზის ოფიცერს გაჰყვა ცოლად.

ახლა პანსიონატში ჩემს კატასთან ერთად ვცხოვრობ. 17 წლის წინ ქუჩიდან მოიყვანეს, მე გავზარდე, უკვე დაბერდა და დაბრმავდა, ვერ ხედავს, მაგრამ მე მაინც ბოლომდე უნდა შევინახო ის...

- ამ გადასახედიდან როცა აფასებთ თქვენს ცხოვრებას, რამეს შეცვლიდით?

- წლინახევრიდან ავად გავხდი, პოლიომელიტი დამემართა, ვერ დავდიოდი, 9 წლის ასაკში ლენინგრადში წამიყვანეს და იქ დამაყენეს ფეხზე. მე რომ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვიყო, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა. ძალიან ბევრი ცუდი ვნახე ცხოვრებაში, სხვა ბავშვებისნაირი ცხოვრებაც კი არ მქონია, მაგრამ რატომღაც არ დამეტყო ეს ტრაგედიები. ახლა დიაბეტიც დამემართა, მჭამს ეს ვერაგი დაავადება. უკვე 75 წლის ვარ, არ მჯერა რომ ყველაფერი უცვლელად დარჩება და მე აღარ ვიქნები.

- რა არის თქვენი ოცნება?

- გითხრათ, რა მინდა? სანამ ვმუშაობდი და ნორმალურად ვცხოვრობდი, სამუშაოს მერე მივდიოდი სახლში ჯანაშიას ქუჩაზე, წყალს ვაცხელებდი, დავიბანდი, ჩავიცმევდი, ვჭამდი და ყოველ საღამოს მივდიოდი ოპერაში. ოპერა ძალიან მიყვარდა, 12 წლიდან დავყავდი დედას... ახლა სულ იმას ვფიქრობ, ნუთუ ისე უნდა მოვკვდე, რომ ოპერაში ვეღარ მოვხვდე?!...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი