სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ თვეში 112-ში სასწრაფოს გამოძახების 80 000-მდე შეტყობინება შევიდა
ერთ თვეში 112-ში სასწრაფოს გამოძახების 80 000-მდე შეტყობინება შევიდა

2016 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში 112-ში სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის 76.754 შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ 112-ის მიერ AMBEBI.GE-სთვის მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

AMBEBI.GE-მ სსიპ-დან გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნა­დაა გაზ­რდი­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა ერთი წლის ინ­ტერ­ვა­ლით. რო­გორც 112-ის ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, 2015 წლის დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რი­ცხვმა 20 000-ით მო­ი­მა­ტა.

კერ­ძოდ, თუ 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში - 56.799 შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და, 2016 წლის 1-ელი დე­კემ­ბრი­დან 2016 წლის 29 დე­კემ­ბრამ­დე 112-ში სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბის 76.754 შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და.

ამას­თან, რო­გორც "112"-ში გან­მარ­ტა­ვენ, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დე­კემ­ბრის თვი­დან სსიპ "112"-ში შე­იც­ვა­ლა ზა­რის მიმ­ღე­ბის მომ­სა­ხუ­რე­თა სა­მუ­შაო გრა­ფი­კი და გა­ი­ზარ­და ზა­რის მი­ღე­ბა­თა რი­ცხვი.

"112-ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­და­ე­ცე­მა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ბრი­გა­დებს. 2016 წლის დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან სა­მე­დი­ცი­ნო გა­მო­ძა­ხე­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი (რისკ ჯგუ­ფე­ბის, გარ­თუ­ლე­ბე­ბის და ტემ­პე­რა­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­და­ე­ცე­მა სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც. ასე­ვე, დე­კემ­ბრის თვი­დან სსიპ "112"-ში შე­იც­ვა­ლა ზა­რის მიმ­ღე­ბის მომ­სა­ხუ­რე­თა სა­მუ­შაო გრა­ფი­კი და გა­ი­ზარ­და ზა­რის მი­ღე­ბა­თა რი­ცხვი. ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­შიც ზა­რე­ბის მი­ღე­ბა სსიპ "112"-ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ამა­ვე გრა­ფი­კით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერთ თვეში 112-ში სასწრაფოს გამოძახების 80 000-მდე შეტყობინება შევიდა

ერთ თვეში 112-ში სასწრაფოს გამოძახების 80 000-მდე შეტყობინება შევიდა

2016 წლის დეკემბრის თვეში 112-ში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების 76.754 შეტყობინება დაფიქსირდა. ამის შესახებ 112-ის მიერ AMBEBI.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

AMBEBI.GE-მ სსიპ-დან გამოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა გაზრდილი სასწრაფო დახმარების გამოძახება ერთი წლის ინტერვალით. როგორც 112-ის ოფიციალურ წერილშია მითითებული, 2015 წლის დეკემბრის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში გამოძახებების რიცხვმა 20 000-ით მოიმატა.

კერძოდ, თუ 2015 წლის დეკემბერში - 56.799 შეტყობინება დაფიქსირდა, 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე 112-ში სასწრაფოს გამოძახების 76.754 შეტყობინება შევიდა.

ამასთან, როგორც "112"-ში განმარტავენ, ზემოაღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, დეკემბრის თვიდან სსიპ "112"-ში შეიცვალა ზარის მიმღების მომსახურეთა სამუშაო გრაფიკი და გაიზარდა ზარის მიღებათა რიცხვი.

"112-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით განხორციელებული შეტყობინება, თბილისის მასშტაბით რეაგირებისთვის გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს. 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან სამედიცინო გამოძახების შესახებ გარკვეული შეტყობინებები (რისკ ჯგუფების, გართულებების და ტემპერატურის გათვალისწინებით) რეაგირებისთვის გადაეცემა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც. ასევე, დეკემბრის თვიდან სსიპ "112"-ში შეიცვალა ზარის მიმღების მომსახურეთა სამუშაო გრაფიკი და გაიზარდა ზარის მიღებათა რიცხვი. ახალი წლის პერიოდშიც ზარების მიღება სსიპ "112"-ში ხორციელდებოდა ამავე გრაფიკით", - აღნიშნულია წერილში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი