მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა პარიზში სამდღიან ვიზიტზე
რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა პარიზში სამდღიან ვიზიტზე

გა­სუ­ლი წლის 6-9 დე­კემ­ბერს საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­მუ­შაო ვი­ზიტ­ზე 110 ათას ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში პა­რიზ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი­სა და დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ხარ­ჯე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი: დღი­უ­რი ნორ­მა - 3720,31 ლარი, სას­ტუმ­როს და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯი - 10341,77 ლარი; პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე მაკა ჩი­ჩუა: დღი­უ­რი ნორ­მა - 800,54 ლარი; პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი: დღი­უ­რი ნორ­მა - 1108,44 ლარი, სას­ტუმ­როს და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯი - 2454,47 ლარი; პრე­ზი­დენ­ტის პრეს­პი­კე­რი ეკა­ტე­რი­ნე მიშ­ვე­ლა­ძე: დღი­უ­რი ნორ­მა - 862,12 ლარი, სას­ტუმ­როს და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯი - 2454,47 ლარი; პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლაშა კვერ­ნა­ძე: დღი­უ­რი ნორ­მა - 862,12 ლარი, სას­ტუმ­როს და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯი - 2454,47 ლარი.

გარ­და ამი­სა, ტრან­სპორ­ტის და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯმა შე­ად­გი­ნა 63 507,81 ლარი, ხოლო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით­მა ხარ­ჯმა - 22882,9 ლარი.

პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი ეკა­ტე­რი­ნე მიშ­ვე­ლა­ძე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლის უფ­რო­სი ლაშა კვერ­ნა­ძე, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ზუ­რაბ სა­ნი­კი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი მე­რაბ სუ­ჯაშ­ვი­ლი, დაც­ვის ოფიც­რე­ბი: ლე­ვან ყა­ზა­ხიშ­ვი­ლი და ია­სონ ღვინ­ჯი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გე­ლო­ბა­ში არ ირი­ცხე­ბი­ან პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი­სას თან ახ­ლდნენ. ასე­ვე, მო­წო­დე­ბულ ხარ­ჯებ­ში არ შე­დის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხარ­ჯე­ბი, ვი­ნა­ი­დან დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბის მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა (მათ შო­რის, პი­რა­დი დაც­ვის) შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა საფ­რან­გეთ­ში სამდღი­ა­ნი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში "პარტნი­ო­რო­ბა ღია მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­თხე გლო­ბა­ლუ­რი სა­მი­ტის" მუ­შა­ო­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­ვე შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის აღ­მო­სავ­ლურ ენა­თა და კულ­ტუ­რა­თა ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუტ­საც ეწ­ვია და ქარ­თუ­ლი ენის კა­თედ­რა­ზე სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა პარიზში სამდღიან ვიზიტზე

რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა პარიზში სამდღიან ვიზიტზე

გასული წლის 6-9 დეკემბერს საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გასული წლის დეკემბერში პარიზში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

"ინტერპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: დღიური ნორმა - 3720,31 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 10341,77 ლარი; პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა: დღიური ნორმა - 800,54 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი: დღიური ნორმა - 1108,44 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 2454,47 ლარი; პრეზიდენტის პრესპიკერი ეკატერინე მიშველაძე: დღიური ნორმა - 862,12 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 2454,47 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ლაშა კვერნაძე: დღიური ნორმა - 862,12 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 2454,47 ლარი.

გარდა ამისა, ტრანსპორტის დაქირავების ხარჯმა შეადგინა 63 507,81 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა - 22882,9 ლარი.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკატერინე მიშველაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის უფროსი ლაშა კვერნაძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ სანიკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი მერაბ სუჯაშვილი, დაცვის ოფიცრები: ლევან ყაზახიშვილი და იასონ ღვინჯილია.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგელობაში არ ირიცხებიან პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს აღნიშნული ვიზიტისას თან ახლდნენ. ასევე, მოწოდებულ ხარჯებში არ შედის უშიშროების საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა ხარჯები, ვინაიდან დელეგაციის წევრების მივლინების ხარჯების ანაზღაურება (მათ შორის, პირადი დაცვის) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში "პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის" მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ასევე შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტსაც ეწვია და ქართული ენის კათედრაზე სტუდენტებს შეხვდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."