პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი "გაზპრომთან" შეთანხმებაზე - ენერგოსექტორი გაუარესდა, საქართველოს ინტერესები დაზიანდა
პრეზიდენტი "გაზპრომთან" შეთანხმებაზე - ენერგოსექტორი გაუარესდა, საქართველოს ინტერესები დაზიანდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, "გა­ზპ­რომ­თან" მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით გა­უ­ა­რეს­და ქვეყ­ნის ენერ­გო­სექ­ტო­რი, და­ზი­ან­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო უა­რე­სი ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ვი­თა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, სა­მო­მავ­ლოდ მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მის­მა პრესს­პი­კერ­მა ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

"მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი რე­ა­ლო­ბა - ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რით გა­უ­ა­რეს­და ქვეყ­ნის ენერ­გო­სექ­ტო­რი, და­ზი­ან­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ უა­რე­სი ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბიც მოჰ­ყვეს. "გა­ზპ­რომ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ჯერ კი­დევ 2015 წელს ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას, რო­დე­საც მან ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხზე მთავ­რო­ბის სხდო­მის მოწ­ვე­ვა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბამ ამ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ვერ და­ი­ნა­ხა. პრე­ზი­დენ­ტი სა­უბ­რობ­და ასე­ვე, უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩარ­ჩო ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა - სამ­წუ­ხა­როდ, არც ეს გან­ხორ­ცი­ელ­და. 2016 წლის და­სა­წყის­ში ყო­ველ­წლი­ურ სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მოს­ვლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის თე­მა­ზე კვლავ ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და ამ­ბობს, რომ "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გამჭვირ­ვა­ლედ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

მთე­ლი ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ "გა­ზპ­რო­მის" თემა არის უფრო მეტი, ვიდ­რე ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბა, რომ ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, გე­ო­პო­ლი­ტი­კა და ამის შემ­დეგ უკვე ენერ­გე­ტი­კა და ეკო­ნო­მი­კა.

გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მოხ­და ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ვექ­ტო­რი არის რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ამ მხრივ, ე.წ. პრა­ღის ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვაც მო­ხერ­ხდა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, "გა­ზპ­რომ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან - ენერ­გო­სექ­ტორ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და", - გა­ნა­ცხა­და მიშ­ვე­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, "გა­ზპ­რომ­თან" მი­მარ­თე­ბა­ში ის მიზ­ნე­ბი ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი, რაც სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის მიერ 29 დე­კემ­ბრის მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"პარ­ლა­მენ­ტის მიერ 2016 წლის 29 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მე-8 პუნ­ქტში ვკი­თხუ­ლობთ: "სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან რა­ცი­ო­ნა­ლურ და პრინ­ცი­პულ პო­ლი­ტი­კას..."! ხოლო ამა­ვე რე­ზო­ლუ­ცი­ის მე-10 პუნ­ქტში წე­რია: "სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტია ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის ქმე­დი­თი გა­მო­ყე­ნე­ბა და აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა." სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, "გა­ზპ­რომ­თან" მი­მარ­თე­ბა­ში ეს მიზ­ნე­ბი ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

პრეზიდენტი "გაზპრომთან" შეთანხმებაზე - ენერგოსექტორი გაუარესდა, საქართველოს ინტერესები დაზიანდა

პრეზიდენტი "გაზპრომთან" შეთანხმებაზე - ენერგოსექტორი გაუარესდა, საქართველოს ინტერესები დაზიანდა

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს. გიორგი მარგველაშვილის პოზიციაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა.

"მიმდინარე პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი რეალობა - ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს. "გაზპრომთან" დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა. პრეზიდენტი საუბრობდა ასევე, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო „გაზპრომთან" მოლაპარაკებების წარმოება - სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა. 2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ "გაზპრომის" თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა.

განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა, "გაზპრომთან" ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა", - განაცხადა მიშველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, "გაზპრომთან" მიმართებაში ის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, რაც საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ 29 დეკემბრის მიღებულ რეზოლუციაში იყო აღნიშნული.

"პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის მე-8 პუნქტში ვკითხულობთ: "საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას..."! ხოლო ამავე რეზოლუციის მე-10 პუნქტში წერია: "საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება." საქართველოს პრეზიდენტის აზრით, "გაზპრომთან" მიმართებაში ეს მიზნები ვერ იქნა მიღწეული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."