პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა ორად გაყოფილი "ნაციონალებიდან"
ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა ორად გაყოფილი "ნაციონალებიდან"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" უგუ­ლა­ვა-ბო­კე­რი­ას ფრთის გას­ვლის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ის­მის კი­თხვა, რო­მელ ფლანგს და­უ­ჭერს მხარს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი და ამ­ჯე­რად, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია და მას­თან ერ­თად, ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კაც. ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­შია ჩარ­თუ­ლი, ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის ზღვარ­ზეც აღ­მოჩ­ნდა.

იხი­ლეთ PALITRATV.GE-ზე: ვის დარ­ჩე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნიკა გვა­რა­მი­ამ თა­ვად გა­ავ­რცე­ლა ე.წ. გიფი, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც ასე იკი­თხე­ბა - დაბ­ნე­უ­ლი ნიკა გვა­რა­მია ბო­კე­რი­ა­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის არ­ჩე­ვანს ვერ აკე­თებს. გვა­რა­მი­ას ხუმ­რო­ბა იქით იყოს და რე­ა­ლუ­რად, დღეს ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს, შე­იც­ვლე­ბა თუ არა ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და თა­ვად გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ, რო­მე­ლიც ყო­ფილ პრო­კუ­რორს, პრინ­ციპ­ში, არც არას­დროს და­უ­მა­ლავს.

სა­ნამ დაბ­ნე­უ­ლო­ბა არ­ჩე­ვა­ნით შე­იც­ვლე­ბა, გთა­ვა­ზობთ იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფაქ­ტია, რომ ბევ­რი რამ ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი მფლო­ბე­ლი გია ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რია - ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ერ­თად სწავ­ლობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ზი­ცია მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბელს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის შეც­ვლაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რი ის იქ­ნე­ბა, შეძ­ლებს თუ არა ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფი­ნან­სე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი მე­გობ­რე­ბი - ძმე­ბი ლე­ვან და გია ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი. და­ფი­ნან­სე­ბის მხრივ კი ბევ­რი რამ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზეც იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის სა­ხელ­მა "რუს­თა­ვი 2"-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­იჟ­ღე­რა, რო­დე­საც და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ის მა­შინ­დე­ლი მფლო­ბე­ლის­გან ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის­გან 40% 500 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა ზუს­ტად ხუთ დღე­ში იგი­ვე 40%-იანი წილი კე­ზე­რაშ­ვი­ლის­გან ისევ ყა­რა­მა­ნიშ­ვილ­მა, ოღონდ ამ­ჯე­რად ლე­ვა­ნის ძმამ – გი­ორ­გიმ ისევ 500 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ტე­ლე­ვი­ზი­ის ერთ-ერთი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბის გავ­ლით, მა­ინც კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო.

კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბის გზე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ში მა­ში­ნაც გა­და­იკ­ვე­თა, როცა ყა­რა­მა­ნაშ­ვილს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვის­თვის 400 000 აშშ დო­ლა­რად მი­ყიდ­ვა სურ­და, რის შე­დე­გა­დაც მყიდ­ვე­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის 51%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. ამა­ვე გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, 2017 წლის თე­ბერ­ვლამ­დე 6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. თუმ­ცა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ქი­ბარ ხალ­ვა­შის მო­თხოვ­ნა ამ ნა­წილ­შიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ქო­ნე­ბა და­ა­ყა­და­ღა, რათა სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ის ქო­ნე­ბა არ გას­ხვი­სე­ბუ­ლი­ყო. თუ ისე მოხ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს ზურ­გი კე­ზე­რაშ­ვილ­მაც აქ­ცია, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ ძმებ ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლებს ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფი­ნან­სე­ბის პრობ­ლე­მაც გა­უჩ­ნდეთ. აი, შემ­დეგ კი, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა გა­და­წო­ნის თუ ბო­კე­რი­ას ფი­ნან­სე­ბი, მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი დაგ­ვა­ნა­ხებს.

რუსა შე­ლია

იხი­ლეთ ვი­დეო

ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა ორად გაყოფილი "ნაციონალებიდან"

ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა ორად გაყოფილი "ნაციონალებიდან"

"ნაციონალური მოძრაობიდან" უგულავა-ბოკერიას ფრთის გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად ისმის კითხვა, რომელ ფლანგს დაუჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი და ამჯერად, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მასთან ერთად, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაც. ტელეკომპანია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სამართლებრივ დავაშია ჩართული, ახლა პოლიტიკური არჩევანის ზღვარზეც აღმოჩნდა.

იხილეთ PALITRATV.GE-ზე: ვის დარჩება "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური გავლენა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ თავად გაავრცელა ე.წ. გიფი, რომლის შინაარსიც ასე იკითხება - დაბნეული ნიკა გვარამია ბოკერიასა და სააკაშვილს შორის არჩევანს ვერ აკეთებს. გვარამიას ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, დღეს ბევრს აინტერესებს, შეიცვლება თუ არა ტელევიზიისა და თავად გენერალური დირექტორის დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომელიც ყოფილ პროკურორს, პრინციპში, არც არასდროს დაუმალავს.

სანამ დაბნეულობა არჩევანით შეიცვლება, გთავაზობთ იმ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც ფაქტია, რომ ბევრი რამ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გემოვნებაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული. მაგალითად, ტელევიზიის ფაქტობრივი მფლობელი გია ყარამანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია - ისინი უკრაინაში ერთად სწავლობდნენ. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის ნიკა გვარამიას პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა, ტელევიზიის მფლობელს გენერალური დირექტორის შეცვლაც არ გაუჭირდება. ამ შემთხვევაში მთავარი ის იქნება, შეძლებს თუ არა ტელევიზიის დაფინანსებას სააკაშვილი და მისი უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მეგობრები - ძმები ლევან და გია ყარამანაშვილები. დაფინანსების მხრივ კი ბევრი რამ დავით კეზერაშვილის პოზიციაზეც იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელმა "რუსთავი 2"-ში ოფიციალურად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიჟღერა, როდესაც დავით კეზერაშვილმა ტელევიზიის მაშინდელი მფლობელისგან ლევან ყარამანიშვილისგან 40% 500 000 დოლარად შეიძინა, თუმცა ზუსტად ხუთ დღეში იგივე 40%-იანი წილი კეზერაშვილისგან ისევ ყარამანიშვილმა, ოღონდ ამჯერად ლევანის ძმამ – გიორგიმ ისევ 500 000 დოლარად შეიძინა. როგორც ამბობდნენ, ტელევიზიის ერთ-ერთი დამფინანსებელი ყარამანაშვილების გავლით, მაინც კეზერაშვილი იყო.

კეზერაშვილისა და ყარამანაშვილების გზები "რუსთავი 2"-ში მაშინაც გადაიკვეთა, როცა ყარამანაშვილს ტელეკომპანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავისთვის 400 000 აშშ დოლარად მიყიდვა სურდა, რის შედეგადაც მყიდველი "რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობელი გახდებოდა. ამავე გარიგების თანახმად, 2017 წლის თებერვლამდე 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო ტელეკომპანიის მუშაობის უზრუნველსაყოფად. თუმცა საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დააკმაყოფილა და ქონება დააყადაღა, რათა სამართლებრივი დავის დასრულებამდე ტელევიზიის ქონება არ გასხვისებულიყო. თუ ისე მოხდა, რომ სააკაშვილს ზურგი კეზერაშვილმაც აქცია, შესაძლოა, უკრაინაში მცხოვრებ ძმებ ყარამანაშვილებს ტელევიზიის დაფინანსების პრობლემაც გაუჩნდეთ. აი, შემდეგ კი, სააკაშვილის პრინციპულობა გადაწონის თუ ბოკერიას ფინანსები, მხოლოდ უახლოესი მომავალი დაგვანახებს.

რუსა შელია

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."